საერთაშორისო დასახელება:
NATRIUM CHLORIDE; DEXTROSE
მწარმოებელი: DEMO S.A.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოზისა და ელექტროლიტების პარენტერალური ხსნარი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პარენტერალური ხსნარი: ფლაკონში 250 მლ, შეფუთვაში 1 ც.
100 მლ
ნატრიუმის ქლორიდი ................... 0.9 მგ
დექსტროზის მონოჰიდრატი ......... 5.5 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს გლუკოზისა და ელექტროლიტების ნარევს რეჰიდრატაციისთვის. აღადგენს ორგანიზმში გაუწყლოებისას დარღვეულ წყალ-მარილოვან ბალანსს.
ჩვენებები:
- ტოქსიური დისპეფსია;
- ხშირი ღებინება;
- ფაღარათის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაცია;
- საკვებისმიერი ტოქსიკონიფექცია;
- სხვადასხვა ნივთიერებებით (ნარკოტიკები, ნახშირორჟანგი, ციანწყალბადმჟავა
და მისი მარილები, ანილინი, დარიშხანი, ფოსგენი...) მოწამვლა;
- მწვავე სისხლდენა;
- შოკი და კოლაფსი;
- პოსტოპერაციული პერიოდი;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- დამწვრობა;
- ქოლერა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენური გზით წვეთოვნად, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან, წონიდან, კვებიდან და იმ პრეპრატებიდან გამომდინარე, რომელასაც ის ღებულობს.
უკუჩვენებები:
დიაბეტური კომა, წყლის შეკავება ორგანიზმში, ჰიპეროსმოლარული კომა.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერჰიდრატაცია, ფილტვების შეშუპებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატის ჭარბი მოხმარებით, ჰიპერგლიკმია.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყნება იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი შეიცავს პრეციპიტატებს. მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ჩატრდეს პაციენტის წყალ-მარილოვანი ცვლისა და კლინიკურ-ბიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი.
სიფრთხილით ინიშნება: თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებისა და ასციტის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან დექსოლის (0,9+5) % ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერგლიკემია და ჰიპერჰიდრატაცია.
შენახვის წესი :
ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარი არ ინახება გახსნილ მდგომარეობაში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.