საერთაშორისო დასახელება:
BUFLOMEDIL. HCL
მწარმოებელი: SPECIFAR S.A.
მოქმედი ნივთიერება: ბუფლომედილის ჰიდროქლორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაზოაქტიური პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდი ............ 300 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიალონ–T წარმოადგენს ვაზოაქტიურ პრეპარატს. აუმჯობესებს პერიფერიულ და ცენტრალურ სისხლის მიმოქცევას. უპირატესად გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე, ხასიათდება ანტიჰიპოქსიური მოქმედებით, ასევე აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს: ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ზრდის ერითროციტების ელასტიურობას, ამცირებს სისხლის წებოვნებას.
დიალონ–T ხასიათდება სუსტი არასპეციფიკური ანტაგონისტური მოქმედებით კალციუმის იონების მიმართ, ასევე წარმოადგენს α-ადრენობლოკატორს. პრეპარატი ხელს უწყობს კანის ტროფიკული დაზიანებების სწრაფ შეხორცებას.
ფარმაკოკინეტიკა:
დიალონ–T სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1,5-3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-დან 3,6 საათამდე. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (12 -18% შეუცვლელი სახით).
ჩვენებები:
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევა, თავის ტვინის სისხლხძარღვების ათეროსკლეროზი, ცერებროვასკულური უკმარისობით განპირობებული ნევროლოგიური დაზიანებები და ფსიქიური დარღვევები (დემენცია, მეხსიერების დაქვეითება,თავის ტკივილი, თავბრუსხვევა);
- ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის ანგიოპათია, განპირობებული არტერიული ჰიპერტენზიით, ათეროსკლეროზით, ანგიოსპაზმით,შაქრიანი დიაბეტით;
- შიდა ყურის სისხლძარღვოვანი გენეზის დაავადებები, სმენის დაქვეითება; მოხუცებულობითი სიყრუე, შუილი ყურებში, კოხლეარულ-ვესტიბულური ნევრიტი, მენიერის დაავადება;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა განპირობებული ათეროსკლეროზით, თრომბოზით, სპაზმით, შაქრიანი დიაბეტით, ქვემო კიდურების არტერიების ქრონიკული მაობლიტირებელი დაავადება, გარდამავალი კოჭლობა, ბიურგერის დაავადება, რეინოს სინდრომი და დაავადება;
- ტროფიკული წყლული, ნაწოლები, განგრენა;
- პროსტატიტი, ნეფროპათია (მათ შორის დიაბეტური)
მიღების წესი და დოზირება:
სამკურნალო დოზა 300-600 მგ (1-2 აბი) დღე-ღამეში. გამოტოვებული მორიგი დოზა მიღებული უნდა იქნას შეძლებისთანავე. თუ შემდგომი მიღების დრო ახლოვდება, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, ამ დროს საჭიროა ჩვეულებრივ გაგრძელდეს პრეპარატის შესაბამისი დოზებით მიღება.
უკუჩვენებები:
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული პერიოდი, არასტაბილური სტენოკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, მასიური სისხლდენა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გამოვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, კანის სიწითლე.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვთა ასაკში ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიღება დასაშვებია სხვა პრეპარატებთან ერთად. პრეპარატი ზრდის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას. ანტიკოაგულანტებთან დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.