დიკლოფტილი
(diclofenac sodium)

საერთაშორისო დასახელება  diclofenac sodium
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - S01BC03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი 
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები, 0.1%-იანი ხსნარი, 5მლ-იანი ფლაკონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა

ჩვენებები

არაინფექციური წარმოშობის ანთებითი ან შესაძლო მტკივნეული მდგომარეობები, რომლებიც აზიანებს თვალის წინა სეგმენტს, განსაკუთრებით კატარაქტულ ქირურგიაში.

მიღების წესები და დოზები

სამედიცინო რეცეპტის მიხედვით.

გამოყენების ინსტრუქცია

ფლაკონი გახსენით თავსახურზე ერთდროული დაჭერით და ამოხრახნით. გამოყენების შემდეგ კონტეინერი დახურეთ თავსახურის მჭიდრო ჩახრახნით.

უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიმართ (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და სხვ.).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება საჭიროა მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ

განსაკუთრებული მითითებები

ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობა შეუძლებელს ხდის კონტაქტური ლინზების ხმარებასთან ერთად დიკლოფტილის გამოყენებას.
ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ანთების შემთხვევაში საჭიროა სათანადო ანტიბიოტიკოთერაპია.
სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში, აბსორბციის გასაუმჯობესებლად დიკლოფტილისა და სხვა პრეპარატის მიღებას შორის საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.
ჩაწვეთების მომენტში შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ, სწორად შენახულ პრეპარატს. პრეპარატის გამოყენება შეიძლება კონტეინერის პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი ფირმა და ქვეყანა
ფარმიგეა, იტალია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია