ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს ანტიქოლინერგული თვისებებით. იგი ამცირებს ჰისტამინით გამოწვეულ ბრონქების გლუვი კუნთების, ნაწლავების, საშვილოსნოს მომატებულ ტონუსს, ავლენს გამოხატულ სედატიურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები
- პრეპარატი გამოიყენება გულისრევის, ღებინების და სხვადასხვა გენეზის, თავბრუსხვევის პროფილაქტიკისა და სიმპტომატიური მკურნალობისათვის (მათ შორის მენიერის დაავადება, კინეტოზების დროს).
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება ჭამის წინ დოზით 50-100 მგ 4-6-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ.
1-6 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5-25 მგ 2-3-ჯერ დღეში,
7-12 წლის ბავშვებში - 25-50 მგ 2-3-ჯერ დღეში.
პროფილაქტიკის მიზნით (მაგ. „ზღვის დაავადება“) 1-2 ტაბლეტი მგზავრობის წინ.
გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ძილიანობა.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგრეთვე 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის გამოყოფის, წინამდებარე ჯირკვლის, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, ეპილეფსიის, მძიმე ფორმის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
♦ მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
♦ ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი იწვევს ნაყოფის კარდიოვასკულური სისტემის მხრივ დარღვევებს და საზარდულის თიაქარის განვითარებას.
♦ პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- დიმენჰიდრინატის და ბარბიტურატების, საძილე და ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების, ტრანკივილიზატორების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მისი სედატიური ეფექტის გაძლიერება.
- პრეპარატისა და ატროპინის, აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება მათი ანტიქოლინერგული ეფექტები.
- მაო-ს ინჰიბიტორებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას იზრდება დიმენჰიდრინატის ანტიქოლინერგული მოქმედება.