სავაჭრო დასახელება : დიმექსიდი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიმეთილსულფოქსიდი

წამლის ფორმა : გარეგანი გამოყენების ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი აღწერა: წარმოადგენს უფერო გამჭირვალე სითხეს ან უფერო , უსუნო ან სუსტი სუნის მქონე კრისტალებს . ჰიგროსკოპიულია .

შემადგენლობა : კონცენტრატი შეიცავს არაუმცირეს 99% დიმეთილსულფოქსიდს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივად გამოყენების საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანთების საწინააღმდეგო , გარეგანი გამოყენების საშუალება . ინაქტივაციას უკეთებს ჰიდროქსილურ რადიკალებს , დაავადების კერაში აუმჯობესებს მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას . ახასიათებს აგრეთვე ადგილობრივ საანესთეზიო , ანალგეზიური და ანტიმიკრობული მოქმედება ; აქვს ზომიერი ფიბრინოლიზური აქტივობა . შეღწევა ხდება კანიდან , ლორწოვანადან , მიკრობული უჯრედის გარსში ( ანტიბიოტიკების მიმართ ზრდის მგრძნობიარობას ) და სხვა ბიოლოგიურ მემბრანებში ზრდის მათ შეღწევადობას სამკურნალო პრეპარატებისათვის .

ჩვენებები გამოყენებისათვის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში :

საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები : რევმატოიდული ართრიტი , ბეხტერევის დაავადება ( მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი ) დეფორმირებული ოსტეოართროზი , რეაქტიული სინოვიტი ; შეზღუდული სკლეროდერმია , კვანძოვანი ერითემა , დისკოზური წითელი მგლურა , ქუსლის მიკოზი კელოიდური ნაწიბურები , თრომბოფლებიტი , ალოპეცია , ეგზემა , წითელი ქარი ; დაჟეჟილობა , მყესების დაჭიმულობა , ტრავმული ინფილტრატები ; ჩირქოვანი ჭრილობები დამწრობა , რადიკულიტი , ტროფიკული წყლულები , აკნე , ფურუნკულოზი , კანის პლასტიკურ ქირურგიაში – კანის ჰომოტრანსპლანტატების დაკონსერვება .

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა , თირკმლის და / ან ღვიძლის უკმარისობა , სტენოკარდია , გამოხატული ათერსკლეროზი , გლაუკომა , კატარაქტა , ინსულტი , კომა , მიოკარდის ინფარქტი , ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი .

მიღების წესი და დოზები:

გამოიყენება კანზე , აპლიკაციის და დანამვის ( გამორეცხვის ) სახით . საკმარისი კონცენტრაციის ხსნარში ასველებენ მარლის საფენებს და დაზიანებულ ადგილზე ადებენ 20 – 30 წთ განმავლობაში . საფენის ზემოთ ადებენ პოლიეთილენის ფირფიტას და ბამბის ან სელის ქსოვილს . აპლიკაციის ხანგრძლივობა 10-15 დღეა წითელი ქარის და ტროფიკული წყლულის მკურნალობისას – გამოიყენება 30 – 50 %- ანი ხსნარის სახით 50 – 100 მლ 2-3 ჯერ დღეში .

ეგზემის და დიფუზური სტრეპტოდერმიისას – 40 – 90%- ანი ხსნარის კომპრესები ტკივილის სინდრომისას , ადგილობრივად გაყუჩებისათვის – 25 – 50% - ანი ხსნარი , კომპრესების სახით 100 – 150 მლ 2-3 ჯერ დღეში . სახის კანისა და სხვა მაღალ მგრძნობიარე ადგილებისათვის გამოიყენება 10 – 20 – 30 %- ანი ხსნარი .

კანის პლასტიკურ ქირურგიაში : გადანერგილი კანის აუტო და ჰომოტრანსპლანტანტებზე გამოიყენება 10-20% ხსნარში გაჟღენთილი ნახვევები , უშუალოთ ოპერაციის შემდეგ და ოპერაციის შემდგომი პერიოდის დღეებში , იქამდე სანამ არ მოხდება ტრანსპლატანტის მდგრადი მიხორცება . დამაკონსერვებელი გარემოს სახით , რინგერის ხსნარში გახსნილი 5%- ანი დიმექსიდის ხსნარი გამოიყენება კანის ჰომოტრანსპლანტანტების შენახვისათვის . ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარებით ხდება , ჩირქოვან – ნეკროზული კანის , ანთებითი კერების და პირის ღრუს გამორეცხვა .

გვერდითი მოვლენები:

ალერგილი რეაქციები , კონტაქტური დერმატიტი , ერითემა , კანის სიმშრალე , მსუბუქი წვა , ქავილით მიმდინარე დერმატიტი , იშვიათად – ბრონქოსპაზმები .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ზრდის შეწოვას და აძლიერებს ეთანოლის , ინსულინის და სხვა პრეპარატების მოქმედებას . თავსებადია ჰეპარინთან , ანტიბაქტერიულ საშუალებებთან , ამინოგლიკოზიდურ და ბეტა - ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან , ქლორამფენიკოლთან , რიფამპიცინთან , გრიზეოფულვინთან მიმართებაში ზრდის მიკროორგანიზმების მგრძნობელობას .

განსაკუთრებული მითითებები:

ზოგიერთი ავადმყოფები , ჩასუნთქულ ჰაერში შეიგრძნობენ ნივრის სუნს . პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ჩატარდეს სინჯი ( შემოწმება ) მის ამტანობაზე . ამისათვის , კანზე უსვამენ დიმეთილსულფოქსიდში დასველებულ ბამბის ტამპონს . ჰიპერემიის გაჩენა და გამოხატული ქავილი ადასტურებს ჰიპერმგრძნობიარობას.

გამოშვების ფორმა:

კონცენტრატი , გარეგანი გამოყენების ხსნარის მომზადებისათვის , ჩასხმული 50 და 100 მლ ნარინჯისფერ მინის ჭურჭელში . თითოეული ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები:

მშრალ , სინათლისგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

შენახვის ვადა:

2 წელი . არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ აფთიაქიდან გაცემის პირობები ფამრაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა რეცეპტით )

მწარმოებელი : რუსეთი , ქ . ყაზანი .

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია