დიმექსი
(DIMEX)

წამლის ფორმა: სიროფი.

შემცველობა (100 მლ-ში):
აქტიური ნივთიერებები:
Diphenhydramine Hydrochloride                          0.1992
Ammonium Chloride                                          1.992

დამხმარე ნივთიერებები: Sodium citrate, citric acid anhydrous, menthol, ethanol 96%, benzoic acid, sorbic acid, saccharose, glycerol, water purified.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიმექსი სიროფის სახით წარმოადგენს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატს.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხველის საწინააღმდეგოდ აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების ანთების, მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეობრონქიტების დროს, ხსნის ხველას.

უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების, პეფტური წყლულების, შარდსადენი არხების შევიწროვების, პროსტატის გადიდების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის (თვალშიდა მაღალი წნევის) დროს. იგი ასევე უკუნაჩვენებია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული  მგრძნობელობის დროს.

სიფრთხილე
ჩვილ ბავშვებში (განსაკუთრებით დიდი დოზებით) პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, ძილიანობა, წნევის დაწევა.
განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები
ვიანიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ცნობილია, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის დროს ასევე არ არის რეკომენდებული.
იმის გამო, რომ პრეპარატი იწვევს ძილიანობასა და კოორდინაციის დარღვევას, იგი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ავტოტრანსპორტის მძღოლებმა და მექანიზმებთან მომუშავე პირებმა. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან (ნურედალი და სხვა პრეპარატები) კომბინაციაში იწვევს მისი მოქმედების გაძლიერებას. პრეპარატის გამოყენებამ ძირითადად ხანდაზმულებში, დეპრესიის საწინააღმდეგო ტრიციკლურ პრეპარატებთან ერთად (ამიტრიპტილინთან, ფსიქოფორინთან და სხვ.) შეიძლება გამოიწვიოს, მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. დიმექსისა და ალკოჰოლის კომბინირებული გამოყენება ზრდის მის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება შეადგენს 1/2 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ოთხიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 1/2-ერთი ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ცხრა წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – 1-2 ჩაის კოვზი 6-8 საათში.

გვერდითი ეფექტები
დიმექსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (პაციენტთა 6%), ძილიანობა (პაციენტთა 4.5%), რაც გრძელდება თითქმის რვა საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, ღებინება, ნევროზული მდგომარეობა. პრეპარატი ზოგჯერ იწვევს აგზნების პარადოქსულ რეაქციებს: უძილობას, აგზნებულობას, ტრემორს. ასევე აღინიშნებოდა სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის დარღვევა, შარდის გამოყოფის გართულება, მადის, წონის მომატება.

ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემის დარღვევა, რომლებიც ვლინდება როგორც დათრგუნვილი, ასევე აგზნებული მდგომარეობით. მაღალი აგზნებულობის მდგომარეობა უფრო ხშირად ბავშვებში ვლინდება. ჭარბ დოზას ასევე შეიძლება ახლდეს პირის სიმშრალე, გუგების გაფართოვება, კანის გაწითლება, კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
მკურნალობა სიმპტომატურია: კუჭის გამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, მარილწყლიანი ხსნარების გამოყენება, რომლებიც მოქმედებას ახდენს ჭარბი დოზის სიმპტომებზე.

შენახვა:
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
სამი წელი გამოშვების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:
პრეპარატი 125 მლ ფლაკონებში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
სს სოფარმა, სოფია 1220, ილიენსკოე შოსეს ქ. 16, ბულგარეთის რესპუბლიკა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია