ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს პროსტაგლანდინ F2α-ს ანალოგს, რომელიც ზრდის საშვილოსნოს მიომეტრიუმის ტონუსს და პერისტალტიკას. იგი ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის “მომწიფებას” და მის გახსნას ფიზიოლოგიური პროცესის მსგავსად.

ჩვენებები

ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო ჩვენებით:

  • ორსულობის შეწყვეტა 16 კვირის შემდეგ;
  • მშობიარობის სტიმულაცია სამედიცინო ჩვენების მიხედვით.

პათოლოგიური ორსულობის შეწყვეტა:

  • ნაყოფის სიკვდილის შემთხვევაში ორსულობის ადრეულ და შუა სტადიაში ასევე ნაყოფის მძიმე პათოლოგიის დროს (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, ამელია და სხვა), რომელიც დადასტურებულია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევებით.

მშობიარობის სტიმულაცია შემდეგ შემთხვევაში:

  • ნაყოფის სიკვდილი (ორსულობის გვიანი სტადია);
  • ორსულობის შეწყვეტა პათოლოგიის განვითარების გამო;
  • წყლების ნაადრევი დაღვრა;
  • მშობიარობის პირველადი სისუსტე;
  • მშობიარობის პლაცენტური ფაზა.

მშობიარობის პროცესის აგზნება და სტიმულაცია შემდეგი კრიტერიუმიების არსებობისას:

  • ორსულობა გართულების გარეშე, ნაყოფის თავით მდებარეობის შემთხვევაში, ორსულობის ზუსტი ვადა, ნაყოფი წონით 3000 გ-ზე მეტი (ბიპარიეტული დიამეტრით), ნაყოფის სწორად განლაგებული თავის ქალა, საშვილოსნოს ყელის კარგი მდგომარეობა, საშვილოსნოს მიომეტრიუმის სათანადო მგრძნობელობა.

დოზირების რეჟიმი

1. აბორტის გამოწვევა და პათოლოგიური ორსულობის შეწყვეტა:

პრემედიკაცია:

გვერდითი მოვლენების გამოსარიცხად და ტკივილების შესამცირებლად ნაჩვენებია კომბინაცია პიპოლფენთან 50 მგ, ატროპინთან 0.5 მგ და სედუქსენთან 10 მგ.

ერთ-ერთი აღნიშნული კომბინაციიდან შეყვანილი უნდა იქნას ინტრავენურად უშუალოდ დინოპროსტის გამოყენების წინ.

შეყვანის მეთოდი შეიძლება იყოს ადგილობრივი (ექსტრა-ან ინტრაამნიონური) ან სისტემური (ინტრავენური).

ექსტრაამნიალური შეყვანის ტექნიკა:

- საშოს გახსნის შემდეგ ატარებენ საშვილოსნოს თავის და ყელის დეზინფექციას;

- საშვილოსნოს ხილული ნაწილის ფიქსაცია;

- განისაზღვრება საშვილოსნოს ყელის მიმართულება და შეჰყავთ ზონდი, ავსებული ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარით.

ზონდები და კათეტერები უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებესათვის.

- ზონდი შეჰყავთ საშვილოსნოს კედლის და ამნიოტურ პარკს შორის - სასურველია საშვილოსნოს ფსკერამდე.

- ზონდიდან ევაკუირებული მასალით უნდა დარწმუნდნენ, რომ არ მოხვდნენ სისხლძარღვში.

- დინოპროსტი შეყავთ საშვილოსნოს ღრუში კათეტერის მეშვეობით საშვილოსნოს ფსკერამდე.

ორსულობის შეწყვეტა 0-6 კვირამდე:

რეკომენდებულია პრეპარატის 3-5 მგ-ის ერთჯერადი შეყვანა. ნაყოფის მოცილების შემთხვევაში საჭიროა საშვილოსნოს ღრუს ინსტრუმენტული დათვალიერება.

ორსულობის აღნიშნული ვადის შემთხვევაში, აღწერილი ჩარევა შეიძლება ჩაატარონ ნებისმიერ გინეკოლოგიურ განყოფილებაში.

ორსულობის შეწყვეტა 7-14 კვირამდე:

5 მგ ენზაპროსტის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ ადგილი აქვს სრულ ან ნაწილობრივ აბორტს და აღინიშნება საშვილოსნოს ყელის გაგანიერება (უმრავლეს პაციენტებში 24 საათის განმავლობაში. გაგანიერების ხარისხი გეგარის მიხედვით აღწევს 10 და მეტს. ორსულობის ვადის გაზრდის შემთხვევაში მცირდება საშვილოსნოს დაცარიელების სისრულე.

ჩარევიდან 5 საათის შემდეგ ტარდება საშვილოსნოს დათვალიერება.

ნაყოფის ნაწილების გამოდევნის შემდეგ ან საშვილოსნოს ყელის გაგანიერებით 1 სმ-ით აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს ინსტრუმენტული გამოწმენდა. თუ პრეპარატის პირველი შეყვანა უშედეგოა, 5-6 საათის შემდეგ განმეორებით შეჰყავთ 5-10 მგ.

ორსულობის ასეთი ვადის შემთხვევაში ოპერაცია ტარდება ნებისმიერ გინეკოლოგიურ განყოფილებაში.

ორსულობის შეწყვეტა 15-28 კვირამდე:

ამ ვადების შემთხვევაში დინოპროსტი შეჰყავთ უმეტესად ინტრაამნიალური გზით, მაგრამ შეიძლება ინტრავენურადაც.

ინტრაამნიალური შეყვანა ხორციელდება ტრანსაბდომინალურად ან საშოს თაღიდან.

ა) ტრანსაბდომინალური გამოყენება:

- პაციენტმა ჩარევის წინ საჭიროა მოშარდოს.

- მუცლის კანის დეზინფექციის შემდეგ ტარდება ამნიოცენტეზი ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მუცლის თეთრ ხაზზე 3-4 თითით მაღლა ბოქვენის სიმფიზიდან. ამნიოცენტეზისათვის გამოიყენებენ ნემსს პუნქციისათვის (20 G ან 22G) ერთჯერადი გამოყენებისათვის.

- სუფთა ამნიოტური სითხის მიღება ადასტურებს რომ ნემსის ბოლო იმყოფება ამნიოტურ სივრცეში.

ამნიონურ ღრუში შეყავთ 25 მგ დინოპროსტი. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი შეყავთ განმეორებით 8-13 საათის შემდეგ ამნიოცენტეზის დროს დატოვებული პლასტმასის კანულის მეშვეობით.

თუ ევაკუაციის შემთხვევაში აღინიშნება სისხლი ან ამნიოტური სითხე სისხლიანია, პრეპარატის შეყვანა აკრძალულია. ჩარევის წინ აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგინდეს პლაცენტის მიმაგრების ადგილი.

ბ) შეყვანა საშოს თაღიდან:

- შარდის ბუშტის დაცლა;

- საშოს გახსნის შემდეგ ტარდება საშოს თაღის დეზინფექცია;

- საშვილოსნოს ხილული ნაწილის ფიქსაცია;

- თაღის უკანა ნაწილში შეჰყავთ ნემსი ამნიოტურ პარკში;

ამნიოტური სითხის ევაკუაციით დასტურდება ნემსის სწორი მდებარეობა;

- სუფთა ამნიონური სითხის მიღების შემთხვევაში შეყავთ 25 მგ დინოპოროსტი. შეიძლება ამ პროცედურის განმეორება. ყურადღება ექცევა საშვილოსნოს მოტორიკას, მანუალურად, ტოკოგრაფიით დგინდება საშვილოსნოს ყელის გაგანიერების ხარისხი. პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში მეორდება მისი შეყვანა 8-12 საათის შემდეგ, ხოლო აუცილებლობის დროს მიმართავენ ინფუზიას ოქსიტოცინით. თუ აბორტი არ დასრულდა 12 საათის განმავლობაში, საჭიროა ორსულის დაკვირვებით გამოკვლევა (პულსი, ტემპერატურა, ლეიკოციტების რიცხვი). ამ ვადის ორსულობის შეწყვეტა შეიძლება ორივე მეთოდით გინეკოლოგიურ განყოფილებაში, თუ არსებობს პირობები ინტენსიური თერაპიისათვის.

ინტრავენური შეყვანა:

5% გლუკოზის 500 მლ-ში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.45% ხსნარში ხსნიან 10-20 მგ ენზაპროსტს.

ასეთი ხსნარის 1 მლ შეიცავს პრეპარატის 20-40 მკგ-ს.

მომზადებული ხსნარის 0.5-1.0 მლ წუთში შეყავთ ჭინთვების დაწყებამდე და აკვირდებიან პრეპარატის მიმართ ტოლერანტობას (ორსულობის შესაწყვეტად ვადით 15-28 კვირა). შემდგომში დოზას ზრდიან მაქსიმალურად 2 მლ-მდე წუთში დამაკმაყოფილებელი ჭინთვების მიღწევამდე. ამის შემდეგ აგრძელებენ პრეპარატის შეყვანას 12 საათის განმავლობაში.

თუ სასურველი შედეგი არ იქნა მიღებული, მომზადებული ხსნარის შეყვანა მეორდება 12 საათის შემდეგ ან შეყვანისას მას უმატებენ ოქსიტოცინს. ამ პროცედურის ჩატარება ნებადართული საავადმყოფოების გინეკოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო სამშობიარო სახლში - აკრძალულია.

2. მშობიარობის სტიმულაცია და ინდუქცია

მშობიარობის გამოწვევის ეფექტურობა დამოკიდებულია ორსულის სამეანო სტატუსზე (ორსულობის ვადა, მიომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, ბიშოპის ინდექსი). ძირითადი პრინციპი - მშობიარობის დასრულება პრეპარატის მინიმალური რაოდენობის გამოყენებით. დინოპროსტის საერთო დოზა შეადგენს 1-5 მგ-ს, ხოლო შეყვანის სიჩქარე - 9-15 მკგ/წუთში.

გამოყენების წესი:

დოზირების სხვადასხვა მეთოდების ძირითადი პრინციპი განპირობებულია იმით, რომ შეყვანილი პრეპარატის რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდით შეირჩევა ის დოზა, რომელიც ეფექტურია და შესაძლებელია მისი შენარჩუნება მშობიარობის პლაცენტური პერიოდის დამთავრებამდე. საწყისი დოზა შეადგენს საინფუზიო ხსნარის 2-3 მკგ-ს წუთში, საშვილოსნოს ფუნქციის კონტრლის ქვეშ. შეიძლება ამ დოზის 2-ჯერ გაზრდა ყოველ 20-30 წუთის განმავლობაში, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს 35-40 მკგ/წუთში. აღნიშნული დოზა-ტიტრული მეთოდი ტარდება სიფრთხილით, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ საშვილოსნოს ჰიპერსტიმულაცია, არამედ საშვილოსნოს ქვედა ნაწილების სტიმულაციაც, რის გამოც ქვეითდება საშვილოსნოს ფსკერის დომინანტის როლი და არ ვლინდება პრეპარატით მშობიარობის პროგრესირებადი სტიმულაცია.

პრეპარატის ინტრავენური შეყვანით მიღებული ეფექტი უმეტეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, და მხოლოდ იშვიათად არ აღინიშნება მიომეტრიუმის საპასუხო რეაქცია. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის 500 მლ და 5 მგ დინოპროსტი. ხსნარი შეყავთ სიჩქარით 2-3 მკგ/წუთში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოს აქტივობის მიხედვით.

გასათვალისწინებლია, რომ პრეპარატის მოქმედების აქტიური ფაზა ვლინდება სწრაფად, ხანგრძლივი ლატენტური პერიოდის შემდეგ, რის გამოც მისი დოზის გაზრდა წარმოებს ფრთხილად.

გამოყენების პირობები:

პროსტალგანდინებით სტიმულირებული მშობიარობის დროს საშვილოსნო შესაძლებელი ჰიპერსტიმულაციის გამო, აუცილებელია საშვილოსნოს მოქმედების მონიტორინგი. საშვილოსნოს მოტორიკის კონტროლი ხორციელდება გარეთა ტოკოგრაფიის საშუალებით, ნაყოფის გულის ცემა - ულტრაბგერითი ტექნიკის გამოყენებით ან ელექტროკარდიოგრაფის ელექტროდების უშუალო დადებით.

პრეპარატის თანაბარი რაოდენობით შეყვანისათვის და გართულებული ორსულობის შემთხვევაში აუცილებელია ინფუზატორის გამოყენება.

ა) მშობიარობის გამოწვევა პროსტაგლანდინებით სამედიცინო ჩვენების მიხედვით:

დინოპოროსტის გამოყენება არ არის რეკომენდებული გართულებული ორსულობის შემთხვევაში. საეჭვოა პროსტაგლანდინების გამოყენება ნაყოფის გადავადების შემთხვევაში, მძიმე ტოქსემიის დროს.

თუ აირთა და ნივთიერებათა ცვლა პლაცენტაში დარღვეულია, პლაცენტა კარგავს საკმარის სარეზერვო მოცულობას და მკვეთრად იზრდება საშვილოსნოს ჰიპერსტიმულაციის შესაძლებლობა, რაც იწვევს ნაყოფის სიკვდილს.

ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაკლებად ტოქსიკური ოქსიტოცინის ხსნარი.

მშობიარობის გამოწვევის ტექნიკა:

ჩარევის წინ აუცილებელია ვაგინალური გამოკვლევა. ამ დროს წრიულად ჩამოაცილებენ ამნიოტური პარკის ქვედა ნაწილს. ამის შემდეგ ხდება მისი გახლეჩა. სასურველია პროცედურის ჩატარება ამნიოსკოპის საშუალებით; ამნიოსკოპის არხის მეშვეობით გრძელი ნემსით ნელა შეჰყავთ პირველადი წყალი, შემდეგ აფართოვებენ ხვრელს ამნიონურ პარკში. სასურველია შეყოვნება 0.5-1 საათით და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ჭინთვების მედიკამენტოზური გამოწვევა.

ბ) მშობიარობის გამოწვევა დაპროგრამირებული მშობიარობის დროს.

მშობიარობის გამოწვევა დაპროგრამირებული მშობიარობისას (საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, მიომეტრიუმის სათანადო მგრძნობელობა, ბიშოპის დამაკმაყოფილებელი ინდექსი) ხორციელდება როგორც ოქსიტოცინით, ასევე დინოპროსტით.

პროგრამირებული მშობიარობის გამოწვევის მეთოდი იგივეა რაც აღწერილია ა) პუნქტში. პროსტაგლანდინების გამოყენებისას მუდმივი პრობლემაა საშვილოსნოს ჰიპერსტიმულაცია. ნაყოფის მხრივ საფრთხეს წარმოადგენს საშვილოსნოს კუნთების ძირითადი ტონუსის მატება. აღსანიშნავია, რომ ჰიპერსტიმულაცია შეიძლება დაიწყოს როგორც ჭარბი დოზირებისას, ასევე მცირე დოზირების გამოყენებისას (2-10 მკგ-წუთში). საშვილოსნოს ძირითადი ტონუსის მატების შემთხვევაში (6-7 ჭინთვა 10 წუთის განმავლობაში), მკვეთრად ირღვევა ნაყოფის საშვილოსნოს შიდა აირთა ცვლა.  პროსტაგლანდინების გამოყენებისას ჰიპერსტიმულაცია ვლინდება უფრო ხშირად, ვიდრე ოქსიტოცინის ხმარების შემთხვევაში. ამგვარი გართულებების გამოვლენა საჭიროებს მშობიარობის კარდიოტოკოგრაფულ კონტროლს. მწვავე წინა სამშობიარო დისტრესისას საჭიროა პროსტაგლანდინების შეყვანის შეჩერება და აუცილებელია β-ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენება, რომელთაც შესწევთ უნარი შეამცირონ საშვილოსნოს ძირითადი ტონუსი და ჭინთვების ინტენსივობა, რაც იწვევს ნაყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ეს არ გვაძლევს სასურველ შედეგს, მშობიარობა მთავრდება ოპერაციული ჩარევით.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება დიარეა, ნაწლავების სპაზმი, ჭინთვითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს შეკუმშვასთან;

ტაქიკარდია, თავის ტკივილი, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ქოშინი, დაკავშირებული ბრონქოსპაზმანთან, ეპილეფსის მაგვარი გულყრა, ალერგია. გვერდითი მოვლენები უფრო გამოხატულია პრეპარატის სისტემური გამოყენებისას, ვიდრე მისი ადგილობრივი ხმარებისას (ექსტრა-ნ-ინტრაამნიონურად).

უკუჩვენებები

აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება: ბრონქული ასთმა, წყლულოვანი კოლიტის აქტიური ფაზა, ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, გლაუკომა, ჰიპერტონია (160/100 მმ ვწყ.სვ. და მეტი), ეპილეფსია, საშვილოსნზე ადრე ჩატარებული ოპერაციული ჩარევები (საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს მიომის ამოკვეთა).

შედარებითი წინააღმდეგჩვენება: გულის უკმარისობა, ასთმური ბრონქიტი, ფილტვების აქტიური ტუბერკულოზი, წყლულოვანი კოლიტი რემისიის ფაზაში, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკები, საშვილოსნოს მიომა.

ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რომელ ჩარევას გააჩნია ნაკლები საფრთხე: დინოპროსტის შეყვანას თუ სხვა ჩარევას (მაგალითად, საშვილოსნოს ღრუს ავსება რივანოლით, sectio parva).

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის უკმარისობის დროს, სპასტიური ბრონქიტის შემთხვევაში, ფილტვების აქტიური ტუბერკულოზის დროს, წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, საშვილოსნოს პათოლოგიური განვითარებისა და მისი მიომის დროს.

ამ დროს აუცილებელია განხილულ იქნას ორსულობის შეწყვეტის სხვა მეთოდებიც. ჩარევის შემდეგ აუცილებელია ადექვატური გამოკვლევის ჩატარება, რათა დადგინდეს ორსულობის სრული შეწყვეტა, რადგან, პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია რეტენცია, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ბინოპროსტით ორსულობის შეწყვეტისას, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს მისი ბოლომდე მიყვანისათვის, რადგანაც არ არის გამოკვლეული მისი მოქმედება ნაყოფზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ოქსიტოცინთან და ერგომეტრინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მისი მოქმედების და გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია