საერთაშორისო დასახელება:

SIMENTICONE

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირთა წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

სიმეთიკონი ........................................................... 40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი ....................    2 მგ

კალციუმის არაქინატი  ........................................    3 მგ

დექსტროზა .......................................................    300 მგ

გლიცერინის მონოსტეარატი ................................    5 მგ

კამის ზეთი ........................................................    0.3 მგ

პიტნის ზეთი .....................................................    0.18 მგ

პოლივიდონი .....................................................    15 მგ

საქაროზა ...........................................................     234.46 მგ

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ, დოზატორით.

1 მლ

სიმეთიკონი  .............................................40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ბენზოის მჟავა - 1.0 მგ; ნატრიუმის ბენზოატი (E210) - 1.0 გ. შაქრის შემცვლელი ნატრიუმის საქარინატი (E211); არომატიზირებადი კომპონენტები; ემულგატორი - 1 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმეთიკონი სილიციუმის ფუძეზე მიღებული არატოქსიკური, აქტიური ნივთიერებაა, რომელიც მეტეორიზმის დროს წარმოქმნილ აირებს სპობს მათი ზედაპირის დაჭიმულობის შეცვლის საშუალებით. ამის შედეგად მიღებული აირი აბსორბირდება ან გამოიყოფა ბუნებრივი გზით.

ფარმაკოკინეტიკა:

სიმეთიკონი მოქმედებს აირის ბუშტის ზედაპირზე და არ შეიწოვება ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვება: აეროფაგიის, გასტრო-კარდიული სინდრომის, მეტეორიზმის დროს;
  • პაციენტთა მომზადება ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური და სონოგრაფიული გამოკვლევისათვის.

მიღების წესები და დოზირება:

ტაბლეტები

სიმპტომური მკურნალობა:

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი დასაღეჭად, საკვების ყოველი მიღების შემდეგ და ძილის წინ.

ბავშვებში: 1 ტაბლეტი საკვების ყოველი მიღების შემდეგ და ძილის წინ დასაღეჭად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევების დროს: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში; 2 ტაბლეტი უზმოზე გამოკვლევის დღეს და 2 ტაბლეტი უშუალოდ გამოკვლევის წინ.

წვეთები

სიმპტომური მკურნალობა:

მოზრდილებში: 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ.

6-15 წლის ბავშვებში: 15-20 წვეთი ყოველი ჭამის წინ და ძილის წინ.

ახალშობილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს და ჭამის შემდეგ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევების დროს: 50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში; 50 წვეთი უზმოზე დილით გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ.

გვერდითი მოვლენები:

რადგან სიმეთიკონი არ შეიწოვება ორგანიზმში და შეუცვლელი სახით გამოდის, გვერდითი მოვლენები მისი მიღებისას არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

*ნაწლავთა გაუვალობა;

*კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, თუმცა ვინაიდან პრეპარატი არ შეიწოვება ორგანიზმში  ამიტომ არ არის მოსალოდნელი მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს  0.5 გ ნახშირწყლებს, რაც შეესაბამება 0.05 გ პურის ერთეულს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ მოიპოვბა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია