საერთაშორისო დასახელება:

CITICOLINE

მწარმოებელი: MAGIS FARMACEUTICI S.P.A.,იტალია

მოქმედი ნივთიერება: ციტიქოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ციტიქოლინი (ციტიდინდიფოსფოქოლინი) ...........  125 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციქოლინი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს. ახასიათებს დადებითი ზეგავლენა კუჭქვეშა ჯირკვლის მეტაბოლიზმზე.

ჩვენებები:

  • ცნობიერების დარღვევა ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
  • პარკინსონის სინდრომი (ქოლინობლოკატორებთან ერთად, როდესაც შეუძლებელია ლევოდოფას დანიშვნა);
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია;
  • მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება ოპერაციის შემდგომი მწვავე პანკრეატიტი (პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად).

მიღების წესები და დოზირება:

ცნობიერების დარღვევა ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ: 100-150 მგ 1-2-ჯერ დღეში ნელი ინტრავენური ან წვეთოვანი ინექცია, ან ინტრამუსკულურად.

პარკინსონის სინდრომი: 500 მგ 1-ჯერ დღეში ინტრავენურად 3-4 კვირის განმავლობაში (ქოლინოლიზურ პრეპარატებთან ერთად).

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია:

1 გ/დღეში ინტრავენურად 4 კვირის განმავლობაში.

პანკრეატიტი: 1 გ/დღეში ინტრავენურად 2 კვირის განმავლობაში პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის ციკლი გაგრძელდეს 3-4 კვირა და ციკლებს შორის დაცული იყოს შესაბამისი ინტერვალი.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, შესაძლებელია განვითარდეს შოკი), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ტრემორი, დაბუჟების შეგრძნება პარალიზებულ კიდურებში, გულისრევა, მადის დაქვეთიება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, ტემპერატურის მომატება, არტერიული წნევის მატება.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილის ზომები:

*თავის ტვინის შეშუპების დროს აუცილებელია ისეთი მედიკამენტების დანიშვნა (მაგალითად, მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები), რომლებიც ხელს უწყობენ ინტრაცერებრალური წნევის დაქვეითებას.

*ინტრაკრანიალურ ჰემორაგიის დროს დაუშვებელია პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნა (ერთჯერადი მიღებით არა უმეტეს 500 მგ), რადგან შეიძლება გაიზარდოს ცერებრალური სისხლის ნაკადი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 100-200 მგ 2-3-ჯერ დღეში.

*ორსულებში, ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

*სასურველია შეიზღუდოს ინტრამუსკულური ინექციის რაოდენობა და არ მოხდეს განმეორებეთი ინექცია ერთ და იმავე ადგილას. პრეპარატის ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს ნელი სიჩქარით.

დიფოსფოცინი არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დიფოსფოცინს ახასიათებს სინერგისტული მოქმედება L-დოფასთან (რაც საუშალებას იძლევა შემცირდეს L-დოფას დოზა).

პარკინსონის დაავადების დროს. დიფოსფოცინის დანიშვნა დასაშვებია ანტიჰემორაგიულ საშუალებებთან, პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ ინტრაკრანიალურ წნევას და საინფუზიო სითხეებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია