საერთაშორისო დასახელება:
XYLOMETAZOLINE
მწარმოებელი: SANDOZ PRAIVIT LTD, ინდოეთი
for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლნი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ........... 0.5 მგ
ცხვირის სპრეი 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ........ 1 მგ
დამხმარე ნივთერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ედტა, ნატრიუმის ქლორიდი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეტური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას, ამგვარად ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.
თერაპიულ კონცენტარციებში არ აღიზიანებს ლორწოვანას, არ იწვევს ჰიპერემიას.
მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთში და რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.
ჩვენებები:
მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტი (სურდოს) მოვლენებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად).
ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.
მიღების წესები და დოზირება:
ინტერნაზალურად, სპრეი 0.1 ინიშნება მხოლოდ მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
შეისხურება ერთხელ თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამეორება); ჩვეულებრივ საკმარისია დღეში 4 შესხურება.
სასხურებელი ცხვირის ნესტოში უნდა მოთავსდეს ჩამოსაცმელით ზევით, სწრაფად მკვეთრად უნდა დაეჭიროს ერთხელ. ჩამოსაცმელი უნდა გამოიღოთ ცხვირის ნესტოდან სასხურებელზე ხელის გაშვების გარეშე. შესხურების დროს უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით ჰაერის შესუნთქვა ცხვრით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის ოპტიმალურად შეყვანას.
ცხვირის წვეთები 0.05%
ბავშვებში: 6 წელზე უფროსი ასაკის - 2-3 წვეთი 0.05% ხსნარი თითოეულ ნესტოში, ჩვეულებრივ საკმარისია 3-4-ჯერ დღეში.
ჩვილი ბავშვებისათვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, მაგრამ არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას - ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.
იშვიათად - ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმითები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).
უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
*არტერიული ჰიპერტენზია;
*ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი;
*გლაუკომა, ატროფიული რინიტი;
*ჰიპერთირეოზი;
* ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში).
*სპრეისათვის - 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
*სიფრთხილით - შაქრიანი დიაბეტის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელს და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ. არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
*პრეპარატის ხანრძლივად გამოყენება არ შეიძლება. მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.
ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა სიპტომატურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მაოს-ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300c ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.