დოლარენი გელი
DOLAREN gel
ფურცელი ჩანართი. ინფორმაცია პაციენტებისათვის.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს დანარჩენი ფურცელი!
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლებელია მოგიხდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა:
გელის 1 გრამი შეიცავს:
დიკლოფენაკ დიეთილამინს, რომელიც ექვივალენტურია დიკლოფენაკ ნატრიუმის 10 მგ.
მენთოლი ბრ.ფ 50 მგ
მეთილსალიცილატი ბრ.ფ 100 მგ
სელის თესლის ზეთი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი,დიეთანოლამინი, ბრონოპოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ 80, სანდალოზის ზეთი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა: გელი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატი გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები: ადგილობრივი მოხმარების სწრაფად მოქმედი დოლარენის გელი შეიწოვება კანით და უზრუნველყოფს გაუტკივარების ეფექტს. გელი იმ ადგილებში, სადაც მოხდება მისი გამოყენება, იწვევს კანის ჰიპერემიას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას კანქვეშა ქსოვილებში. გააჩნია ანალგეზიური, გახურების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გელის მოქმედებით აქტივირდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება კუნთების და ქსოვილების ელასტიურობა, მცირდება კუნთების ლოკალური ტონუსი. მოქმედება იწყება წასმიდან რამდენიმე წუთში და აღწევ მაქსიმუმს 20-30 წუთის განმავლობაში.
წინააღმდეგჩვენებები:
ალერგიული რეაქციები დიკლოფენაკ ნატრიუმზე და გელის შემადგენლობაში შემავალ სხვა კომპონენტებზე. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ასთმით, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით გამწვავების ფაზაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს, ბავშვებში 12 წლამდე.
უსაფრთხოების ზომები მიღებისას
მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან! გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის, არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.აუცილებლად მოერიდეთ გელის მოხვედრას კანის დაზიანებულ ადგილებზე,ღია ჭრილობებზე, ცზვირის და თვალის ლორწოვან გარსზე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ. დოლარენით მკურნალობისას არ მიიღოთ რაიმე სხვა სამედიცინო საშუალება (მათ შორის ისინიც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ ) ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე. არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენოთ სხვა კრემებთან და მალამოებთან ერტად, ასევე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება. გელს უსვამენ კანის დაზიანებულ ადგილას 3-4 ჯერ დღე ღამეში 2-4 მგ ოდენობით და მსუბუქად შეიზელენ სრულ შეწოვამდე. ძირითადი კლინიკური სიმპტომების შემცირება, ან გაქრობა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში.
მიღება ბავშვებში. 12 წლამდე ბავშვებში გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
დოლარენის გელის გამოყენება შეიძლება დიკლოფენაკ ნატრიუმის ტაბლეტების პერორალურ მიღებასთან ერთად.დიკლოფენაკ ნატრიუმი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, პირდაპირ დიფუზიის გზით ღრმად აღწევს კანქვეშა ქსოვილებში და სტრუქტურებში და კონცენტრირდება მათში. დიკლოფენაკ ნატრიუმი აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების შემცირებას. ამცირებს სახსრების შებიჭილობას და შესიებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
სელის ღესლის ზეთი, მეთილსალიცილატი. პრეპარატის ამ კმპონენტებს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც განპირობებულია მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებით, და ასევე გააჩნია სახსრების გამაფართოვებელი მოქმედება.
მენთოლს ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება კანქვეშა სტრუქტურებზე, იძლება სიგრილის შეგრძნებას შემდგომი გაუტკივარების ეფექტით.
გამოყენება. პრეპარატს იყენებენ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ:
მიოზიტის, ფიბროზიტის, იშიაზის, კუნთების და მყესების გაღიზიანებისას,საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრამვებისას. სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებებისას. ტკივილი კუნთებში და სახსრებში დიდი ფიზიკური დატვირთვისას. რევმატიული დაავადებები: ბურსიტი, ართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტენდინიტი.
გვერდითი მოვლენები: დოლარენი საერთოდ კარგი ამტანობით ხასიათდება. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატის წასმის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. ნებისმიერი უჩვეულო რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით!
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 2 წელია. არ გამოიყენოთ გელი მითითებული ვარგისიანობის ვადით გასვლის შემდეგ.
შენახვა: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 c.
შეფუთვა: გელი 20 გ ტუბში. მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ (III ჯგუფი)
“NABROS PHARMA”
ნეშნელ ჰაივეი 8, კჰედა 387411, ინდოეთი