ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალებას. თანამედროვე მონაცემების მიხედვით ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლინერგული ნეიროტრანსმისიის დეფიციტი.
დონეპეზილი წარმოადგენს ფერმენტ აცეტილქოლინესთერეზას რევერზიბელურ ინჰიბიტორს. იგი ამჟღავნებს თერაპიულ ეფექტს ქოლინერგული ფუნქციის გაძლიერების გზით. იგი შექცევადად აინჰიბირებს აცეტილქოლინის ჰიდროლიზს და შესაბამისად ზრდის მის კონცენტრაციას. ამ მექანიზმის სავარაუდო სისწორის შემთხვევაში, მოსალოდნელია დაავადების პროგრესირებასთან ერთად დონეპეზილის ეფექტურობის შემცირება, ვინაიდან ქოლინერგული ნეირონების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა ფუნქციურად უცვლელი რჩება. არ არსებობს მონაცემები დონეპეზილის გავლენის შესახებ თანმხლები დემენციის პროცესზე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პლაზმაში კონცენტრაციის პიკს იგი აღწევს 3-4 საათში. ფარმაკოკინეტიკური მრუდი სწორხაზოვანია დოზების ფარგლებში 1-10 მგ დღეში. პრეპარატის ერთხელ პერორალურად მიღებისას. საკვების მიღება და მისი დრო (დილას ან საღამოს) არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 70 საათს, ხოლო მისი საშუალო პლაზმური კლირენსი - 13 მლ/სთ/კგ-ს.
მრავალჯერადი დოზირების შემდეგ პრეპარტის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება 4-7-ჯერ და აღწევს მაქსიმუმს 15 დღეში. ამ დროს განაწილების მოცულობა შეადგენს 12 ლ/კგ-ზე. დონეპეზილის 96% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს (75%) და ალფა-მჟავას გლიკოპროტეინებს (21%).
პრეპარატი გამოიყოფა შარდში უცვლელი და მეტაბოლიტების სახით. მას გააჩნია 4 მეტაბოლიტი, რომელთა შორის 2 ცნობილია, როგორც თერაპიულად აქტიური. დონეპეზილი განიცდის მეტაბოლიზმს CYP450 იზოენზიმის მეშვეობით, შემდგომი გლუკურონიდაციით.
ფარმაკოკინეტიკა სპეციფიკურ პოპულაციაში: ღვიძლის ციროზის დროს პრეპარატის კონცენტრაცია მცირდება 20%-ით.
თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში მნიშვნელოვნად არ იცვლება. არ არის გამოვლენილი მნიშვნელოვანი განსხვავება აგრეთვე ასაკის, სქესის და სხვადასხვა რასობრივი ჯგუფების მხრივ.
ჩვენებები
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით მიმდინარე ალცჰაიმერის დაავადება.
დოზირების რეჟიმი
5-10 მგ დღეში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში 5 მგ საკმარისია, ვინაიდან 10 მგ-მდე დოზა არ ზრდის თერაპიულ ეფექტურობას. დოზის მომატება არ არის რეკომენდებული 5 მგ-ით მკურნალობის 4-6 კვირიანი კურსის დამთავრებამდე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საღამოს ძილის წინ. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთეზის სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია.
საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება.
კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია.
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრიუმში ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი.
მეტაბოლური დაავადების დროს: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინოკინაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპოგლიკემია, წონის მომატება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია.
ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი.
რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე.
კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა, ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული.
მგრძნობელობის მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარიტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები, ოტიტი, მხედველობითი დარღვევა.
უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამე, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბროცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა დონეპეზილის ან პიპერიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები
- ზოგადი ანესთეზია: - პრეპარატი (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი) აძლიერებას ჩონჩხის კუნთების რელაქსაციას სუქცინილქოლინის ტიპის პრეპარატებით მიორელაქსაციის დროს.
- კარდიოვასკულარული სისტემა: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს გააჩნიათ ვაგოტონური ზეგავლენა სინოატრიული და ატრიოვენტრიკულურ კვანძზე, რაც შესაბამისად ვლინდება ბრადიკარდიით ან გულის ბლოკადით. აღწერილია სინკოპეალური ეპიზოდები დონეპეზილით მკურნალობის დროს.
- გასტროინტესტინური სისტემა: ქოლინერგული აქტივობის ზრდის გამო იზრდება კუჭის წვენის სეკრეცია. შესაბამისად აუცილებელია მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების და/ან სისხლდენის დროს. თავის ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი იწვევს დიარეას, პირღებინებას და გულისრევას. აღნიშნული სიმპტომები ხშირად მსუბუქი ხასიათისაა და 1-3 კვირაში ქრება.
ქოლინომიმეტურ საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ შარდის გამოყოფის შეფერხება, აგრეთვე კრუნჩხვები, თუმცა ყურადღებსაღებია, რომ კრუნჩხვები შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადების მანიფესტირების სიმპტომი. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები.
ჭარბი დოზირება
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჭარბი დოზირება იწვევს ქოლინერგული კრიზის სიმპტომატიკას - პირღებინება, გულისრევა, სალივაცია, ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია, კოლაფსი და კონვულსიები. შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი კუნთების სისუსტის გამო თუ პროცესში ჩათრეულია რესპირატორული კუნთები. როგორც ანტიდოტი გამოიყენება ატროპინის სულფატი დოზით 1-2 მგ ინტრავენურად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- პრეპარატი არ ურთიერთქმედებს სხვა საშუალებებთან (ფუროსემიდი, დიგოქსინი, ვარფარინი და სხვა), რომლებიც აგრეთვე დაკავშირებული არიან პლაზმის ცილებთან.
- მას არ ახასიათებს ურთიერთქმედება აგრეთვე ციზაპრიდთან, ტერფენადინთან და სხვა საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ფერმენტ CYP3A4-ის მეშვეობით.
- არ არის გამოვლენილი რაიმე ურთიერთქმედება თეოფილინთან, ციმეტიდინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან, კეტოკონაზოლი და ქინიდინი (CYP3A4 ფერმენტის ინდუქტორები) კლინიკურად უმნიშვნელოდ აინჰიბირებენ დონეპეზილის მეტაბოლიზმს, ხოლო ფენიტოინი, კარბამაზეპინი, დექსამეტაზონი, რიფამპინი და ფენობარბიტალი (CYP3A4 ფერმენტის ინდუქტორები) ზრდიან პრეპარატის ელიმინაციის სიჩქარეს.
- მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი დონეპეზილის ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან კომბინირება.
- ამავე დროს, შესაძლებელია სინერგული ეფექტი მის სხვა ქოლინომიმეტურ პრეპარატებთან (ბეტანექოლი) ერთად დანიშვნის დროს.