საღეჭი კაფსულები თევზის ქონით და A, D, E და C ვიტამინებით
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
მიმდინარე სამეცნიერი კვლევები აჩვენებს დადებით ეფექტს დღის რაციონის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებისას.ამ დროს უმჯობესდება ბავშვებში: კონცენტრაცია, სწავლის უნარი და მეხსიერება.
ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა პროდუქტი დოპელ ჰერცი® აქტივი ომეგა-3 +
ვიტამინი A+D+E+C საბავშვო საღეჭი კაფსულები, ლიმნის გემოთი. ის დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს: ორაგულის სუფთა ქონს და აუცილებელ ცხიმოვან მჟავას DHA-ს (დოკოზაჰექსანის მჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანის მჟავა), აგრეთვე მნიშვნელოვანი ვიტამინების კომბინაციას, რომლებიც აუცილებელია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის.
რა შედეგი აქვს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას:
ბავშვების ზრდის პერიოდში ხშირად აღინიშნება კონცენტრაციის ნაკლებობა, სწავლის გაძნელება და ყურადღების პრობლემები.
მიზეზი შეიძლება იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რომელიც განპირობებულია უნილატერალური ან არაბალანსირებული დიეტით.
ამ ცხიმოვანი მჟავების მიღება ხდება, თევზის (თინუსი, სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი), მცენარეული ზეთის და მწვანე ბოსტნეულის საკვებად გამოყენებით. დანამატი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 + ვიტამინი A+D+E+C საბავშვო, საკმარისია ორგანიზმისთვის დღიური ინტელექტუალური და ფიზიკური მოთხოვნილებებების დასაკმაყოფილებლად, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას ბავშვებში -ზრდის დროს და აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების უნარს.
ზრდის და განვითარების პერიოდში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ვიტამინი A და D, რადგან ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, ძვალსა და კბილებში კალციუმის ათვისებისათვის.
ვიტამინი C და E ხელს აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას.
ერთი კაფსულა შეიცავს:
323მგ თევზის ქონი (მინ. 25მგ ეიკოზაპენტანის მჟავა, მინ.130მგ დოკოზაჰექსანის მჟავა, 200uგ ვიტამინი A, 1.25uგ ვიტამინი D, 2.5მგ ვიტამინი E, 30 მგ ვიტამინი C.
რეკომენდაციები:
მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში. კაფსულა შეიძლება დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით.
პროდუქტი უნდა ინახებოდეს მცირე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ენერგეტიკული ღირებულება:
1 კაფსულა შეესაბამება 5კკალ/21კჯ-ს].