დორამიცინი
(Doramycin)
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
სპირამიცინი, spiramycin.
წამლის ფორმა:
პერორალურად მისაღები შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: ტაბლეტები, დაფარული თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი გარსით, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ცალ მხარეს გრავირებით _ “DORA”.
შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სპირამიცინი 3 000 000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სიმინდის სახა¬მებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება.
მაკროლიდების ჯგუფი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დორამიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი მოქმედებს ბაქტერიოსტატულად უჯრედშიდა ცილის სინთეზის დარღვევის გზით. აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკები, მეთიცილინმგრძნობიარე სტაფილოკოკები, ენტეროკოკები, Rhodococcus equi, Branhamella catarrhalis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Campylobacter jejuni, Legionella spp., Corynebacterium diphtheriae, Moraxella spp., Mycoplasma pneumoniae, Coxiella spp., Chlamydia spp., Treponema pallidum, Borrelia burgdorferi, Leptospira spp., Propionebacterium acnes, Actinomyces spp., Eubacterium spp., Porphyromonas spp., Mobiluncus spp., Bacteroides spp., Peptostreptococcus spp., Prevotella spp., Neisseria gonorrhoeae, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfringens, Toxoplasma gondii. სპირამიცინის მიმართ მდგრადია მიკროორგანიზმები: მეთიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები, Enterobacter spp., Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Nocardia spp., Fusobacterium spp., Haemophilus spp., Mycoplasma hominis.
ჩვენებები:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
- მწვავე არაჰოსპიტალური პნევმონია (მ.შ. ატიპიური, გამოწვეული Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Clamydia spp.);
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები (სინუსიტები, ტონზილიტი, ოტიტი);
- ოსტეომიელიტები და ართრიტები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადი დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესები და ფლეგმონები, მ.შ. სტომატოლოგიაში);
- სასქესო სისტემის ინფექციები (არაგონორეული ეტიოლოგიის);
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ. გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი);
- ტოქსოპლაზმოზი (მ.შ. ორსულებში).
მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა იმ პირებში, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფთან დიაგნოზის დასმამდე 10 დღით ადრე.
რევმატიზმის რეციდივების პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები:
დორამიცინი უკუნაჩვენებია:
- სპირამიცინსა და პრეპარატის სხვა კომპონენტებზე ჰიპერმგრძნობელობისას;
- ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების დროს.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი.
გამოყენება და დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 2-3 ტაბლეტი (3 000 000 სე სპირამიცინის შემცველი) დღე-ღამეში 2 ან 3 მიღებად (ე.ი. 6 000 000 _ 9 000 000 სე). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 000 000 სე.
დორამიცინის 3 000 000 სე ტაბლეტები ბავშვებში არ გამოიყენება.
ბრონქებისა და ფილტვების მწვავე დაავადებებისას მოზრდილებში ინიშნება 1.5 მლნ. სე ყოველ 8 საათში (4.5 000 000 სე დღე-ღამეში), მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა.
მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება
6 000 000 სე დღე-ღამეში 4 მიღებად.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები, დორამიცინის დაბალი თირკმლისმიერი ექსკრეციის გამო დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ჭარბი დოზა:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, დიარეა, ღებინება, გულისრევა.
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლევოდოპისა და კარბიდოპის შემცველ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას, პლაზმაში ლევოდოპის შემცველობის შემცირება აღინიშნა.
განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტები პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროებენ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შეცვლას, არ აქვეითებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.
გამოყენება პედიატრიაში:
დორამიცინის 3 000 000 სე ბავშვებში არ გამოიყენება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
დორამიცინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან შესაძლებელია სპირამიცინის გამოყოფა დედის რძესთან ერთად.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული, ორმხრივამოზნექილი, 3 000 000 სე-იანი ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით _ “DORA”.
5 ტაბლეტი კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის ფირფიტისა და ალუმინის ფოლგისაგან.
2 კონტურული, დანაყოფებიანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მწარმოებელი: “იუნიფარმა”, ელ-ებურ სითი, I ინდუსტრიული ზონა, კაირო, ეგვიპტე.
წარმოებულია: “უორლდ მედიცინ“-ისთვის, ინგლისი
48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp.us