შემადგენლობა
1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: Cypripedium pubescens D4 - 15 მგ
Magnesium carbonicum D10 - 20 მგ
Zincum valerianicum D12 - 15 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
შფოთვის და ძილის დარღვევები ბავშვებში.
6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). თერაპიის კურსი – 3–4 კვირა.
საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ტაბლეტის გასხნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს.
შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს დორმიკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.
ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.