საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM DOBESILATE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის დობეზილატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

კალციუმის დობეზილატი  .................. 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალციუმის დობეზილატი ხასიათდება კაპილარების კედლების ენდოთელიუმის მიმართ სელექციური მოქმედებით იგი ამცირებს კაპილარების განვლადობას და აუმჯობესებს მათ მდგრადობას. პრეპარატის მოქმედებით ადგილი აქვს კაპილარულ რეზისტენტობის და მათი განვლადობის ნორმალიზებას, აგრეთვე მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. პრეპარატს ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • დიაბეტური რეტინოპათიის (ანგიოპათია) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ვენური უკმარისობით გამოწვეული სისხლმიმოქცევის მოშლა შეშუპებით მიმდინარე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული და პრევარიკოზული გაგანიერება, ფლებოპათიები.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ჭამის დროს.

კაფსულების მიღება წარმოებს დაუღეჭავად, გაუხსნელად. მკურნალობის კურსი - ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება

უკუჩვენებები:

არ აღინიშნება

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობის I ტრიმესტრის პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია