საერთაშორისო დასახელება:
DIMENHYDRINATE
მწარმოებელი: JARDAN, ხორვატია
მოქმედი ნივთიერება: დიმენჰიდრინატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კინეტოზების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 5 და 10 ც.
1 ტაბ.
დიმენჰიდრინატი ................ 50 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. ახდენს სედატიურ, ცენტრალურ ქოლინომაბლოკირებელ, ღებინების საწინააღმდეგო და ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ვესტიბულური სტიმულაციის დათრგუნვასთან, პირველ რიგში, ოტოლითებზე ზემოქმედებით; მაღალ დოზებში - ნახევარრკალოვან არხებზე.
ჩვენებები:
- კინეტოზების პროფილაქტიკა (ზღვის დაავადება, საჰაერო ტრანსპორტის აუტანლობა);
- მენიერის დაავადება;
- ვესტიბულარული დარღვევები.
მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებს პრეპარატს უნიშნავენ 50-100 მგ-ს 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300-400 მგ-ს.
ბავშვებს 1-დან 6 წლამდე პრეპარატს უნიშნავენ 12,5-25 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებს 7-დან 12 წლამდე - 25-50 მგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში.
პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.
კინეტოზების პროფილაქტიკისათვის საჭიროა 50-100 მგ პრეპარატის მიღება 30 წთ-ით ადრე მგზავრობამდე.
გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, საერთო სისუსტე, აკომოდაციის დარღვევა.
კნტ-ის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პირის სიმშრალე.
უკუჩვენებები:
*პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
*ბავშვები 1 წლამდე;
*ორსულობა;
*ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, გლაუკომის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და ბრონქული ასთმის დროს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: პირის სიმშრალე, სახის შეწითლება, შენელებული და გაძნელებული სუნთქვა, ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სედატიურ, საძილე პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან და ეთანოლთან ერთად მიცემის შემთხვევაში ძლიერდება აღნიშნული პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედება ცსნს-ზე.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.