მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლოსიონი: ფლაკონში 100 მლ

1 მლ

ფენოქსიპროპრანოლი ...............  0.02 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ლაურილის სულფატი; გლიცერინის ბეტაინი; ნატრიუმის ქლორიდი; ბრონოპოლი; გლიცერინი; წყალი; კოსმეტიკური ზეთი.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება აკნეს შედეგად წარმოქმნილი გამონაყარის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი გარკვეული რაოდენობით თავსდება ხელის გულზე, რომელიც ქაფის წარმოქმნის შემდეგ დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე, რის შემდეგაც ჩამოიბანენ წყლის მეშვეობით. პროცედურა მეორდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.

უკუჩვენებები:

პრეპარატი გამიყენება მხოლოდ გარეგანად. არ უნდა დაუშვათ პრეპარატის თვალში მოხვედრა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია