მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კანის ტროფიკური დარღვევების სამკურნალო და ვენების მატონიზირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 100 გ
100 გ
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი ............. 3 გ
გულყვითელას ყვავილების ექსტრაქტი ....... 0.4 გ
დამხმარე ნივთიერებები:
გლუკამატი, სეპიგელი, ეთილის სპირტი 96%. სურნელი, წყალი.
ჩვენებები:
ქვემო კიდურების ტკივილი, შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამით, სხვადასხვა ხარისხის ვენური უკმარისობით გამოწვეული კანის ქავილი, ტრავმული ხასიათის ტკივილები და შეშუპებები: ნაღრძობები, დაჭიმულობები, დაჟეჟილობები და სხვა.
მიღების წესები და დოზირება:
გელის თხელ ფენას წაისვამენ კანის დაზიანებულ უბნებზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა დღეში რამდენჯერმე.
განსაკუთრებული მითითებები:
კანის საფარის მთლიანობის დარღვეულ უბნებზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის.
აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული ყველა დამატებით რჩევის მკაცრად დაცვა როგორიცაა:
ქვემო კიდურების შეხვევა, ელასტიურ წინდების ტარება, გრილი აბაზანები. ისეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიცაა: შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, გადაღლა და სიცხის შეგრძნება, ტკივილი, განსაკუთრებით ცალ კიდურში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის შემთხვევით თვალში და ლორწოვანზე მოხვედრისას, საჭიროა მისი დიდი რაოდენობის წყლით ჩამობანვა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C0 ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.