საერთაშორისო დასახელება:

TRAVOPROST; TIMOLOL MALEATE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტრავოპროსტი +თიმოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლაუკომის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში საცობ-საწვეთურით 2.5 მლ

1 მლ

ტრავოპროსტი  ......................................   40 მკგ

თიმოლოლი (მალეატის სახით)  ..............     5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დუოტრავის თვალის წვეთები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ტრავოპროსტსა და თიმოლოლის მალეატს. ეს ორი კომპონენტი ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას (იოწ) მოქმედების დამატებითი მექანიზმებით. მისი დამატებითი ეფექტი აისახება იოწ-ს დამატებითი შემცირებით პრეპარატების ცალკე მოქმედებასთან შედარებით.

ტრავოპროსტი, პროსტაგლანდინ F2a-ს ანალოგი, სრული აგონისტია, რომელიც მაღალსელექციურია და მაღალი აფინურობა გააჩნია პროსტაგლანდინ FP რეცეპტორის მიმართ. იგი ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას თვალშიდა სითხის გადინების გაზრდით ტრაბეკულურ ბადესა და უვეოსკლერული გზით.

ადამიანებში იოწ-ს შემცირება იწყება მიღებიდან დაახლოებით 2 საათში და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 12 საათის შემდეგ. თვალშიდა წნევის მნიშვნელოვანი შემცირება ერთჯერადი დოზის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს 24 საათზე დიდ პერიოდში.

თიმოლოლი არასელექციური ადრენერგული ბლოკერია, რომელსაც არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური, მიოკარდის პირდაპირ დამთრგუნველი ან მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა. ტონოგრაფია და ფლუროფოტომეტრული კვლევები აჩვენებს, რომ მისი ძირითადი მოქმედება დაკავშირებულია თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირებასა და გადინების ოდნავ გაზრდასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

კლინიკური ეფექტები:

თორმეტთთვიანი, კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია (საშუალო იოწ 25-27 მმ.ვ.წყ.სვ) დუოტრავის თვალის წვეთების (დღეში ერთხელ, დილით) გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების საშუალო ეფექტი იყო 8-10 მმ. ვ.წყ.სვ. დუოტრავის იოწ-ს შემამცირებელი საშუალო ეფექტი არ ყოფილა ლატანოპროსტის (50 მიკროგრამი/მლ+თიმოლოლის (5 მგ/მლ) ეფექტზე ნაკლები.

სამთვიანი, კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია (საშუალო იოწ 27-30 მმ.ვ.წყ.სვ) დუოტრავის თვალის წვეთების (დღეში ერთხელ, დილით) გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების საშუალო ეფექტი იყო 9-12 მმ.ვ.წყ.სვ, 2 მმ-ით აღემატებოდა ტრავოპროსტის (40 მკგ/მლ, დღეში ერთხელ, საღამოს) ეფექტს და 2-3 მმ-ით მეტი იყო თიმოლოლის (5 მგ/მლ დღეში 2-ჯერ) ეფექტზე. სტატისტიკურად მთელი კვლევის განმავლობაში დაფიქსირდა (დილის 8 საათი-24 საათი დუოტრავის ბოლო დოზის მიღებიდან) ტრავოპროსტთან შედარებით დილის იოწ-ს უფრო შემცირებული საშუალო მაჩვენებელი).

ორი სამთვიანი, კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია (საშუალო იოწ 23-26 მმ.ვ.წყ.სვ) დუოტრავის თვალის წვეთების (დღეში ერთხელ, დილით) გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების საშუალო ეფექტი იყო 7-9 მმ.ვ.წყ.სვ. იოწ-ს შემცირების საშუალო მაჩვენებელი ნაკლები არ ყოფილა. თუმცა რიცხვით უფრო მცირე იყო, ვიდრე შეთავსებითი თერაპიისას ტრავოპროსტისა (40 მკგ/მლ, დღეში ერთხელ, საღამოს) და თიმოლოლის (5 მგ/დილით, დღეში ერთხელ) გამოყენებისას.

ჩართვის კრიტერიუმები საერთო იყო ყველა კვლევაში, იოწ-ს საწყისი კრიტერიუმების და წინა იოწ-ს თერაპიაზე პასუხის გამონაკლისით. დუოტრავის კლინიკური კლვევა მოიცავდა იმ პაციენტებსაც, რომლებიც მკურნალობას არ იტარებდენ და იმ პირებსაც, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ. მონოთერაპიის მიმართ არასაკმარისი რეაგირება არ ყოფილა სხვა პრეპარატების ჩართვის კრიტერიუმი.

არსებული მონაცემების მიხედვით საღამოს დოზას გარკვეული უპირატესობა აქვს საშუალო იოწ-ს შემცირების თვალსაზრისით. დილის ან საღამოს დოზის რეკომენდაციისას უნდა გაითვალისწინონ პაციენტის აზრი.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: ტრავოპროსტი და თიმოლოლი რქოვანაში შეიწოვება. ტრავოპროსტი წამალია, რომელიც რქოვანაში განიცდის სწრაფ რთულეთეროვან ჰიდროლიზს აქტიურ თავისუფალ მჟავად. დუოტრავის დღეში ერთხელ მიღებისას 3 დღის განმავლობაში, ჯანმრთელ სუბიექტებში (N=15) ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა არ აღინიშნებოდა სუბიექტების უმრავლესობის პლაზმის ნიმუშებში (80%) და არ გამოჩნდა არც ერთ ნიმუშში დოზირებიდან 1 საათის შემდეგ. გაზომვის შემთხვევაში (0.1 ნგ/ მლ/ რაოდენობრივი ანალიზისთვის საჭირო ზღვარი), კონცენტრაცია მერყეობდა 0.011-0.020 ნგ/მლ-ს შორის. თიმოლოლის საშუალო სტატისტიკური Cmax იყო 0.692 ნგ/მლ და Tmax აღინიშნებოდა დაახლოებით 1 საათის შემდეგ დუოტრავის დღეში ერთხელ მიღებისას.

განაწილება: ტრავოპროსტი ცხოველების თვალშიდა სითხეში შეიძლება აღინიშნოს პირველი რამდენიმე საათის შემდეგ და ადამიანების პლაზმაში მხოლოდ დუოტრავის თვალის წვეთების ოკულარული მიღებიდან პირველი 1 საათის განმავლობაში. თიმოლოლი შეიძლება გაიზომოს ადამიანებში თვალშიდა სითხეში ოკულარული მიღების შემდეგ და პლაზმაში დუოტრავის ოკულარული მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზმი ტრავოპროსტისა და აქტიური თავისუფალი მჟავის ელიმინაციის მთავარი გზაა. სისტემური მეტაბოლური გზები ენდოგენური პროსტაგლანდინი F2aის შესაბამისია, ხასიათდება 13-14 ორმაგი ბმის შემცირებით. 15-ჰიდრაქსილის დაჟანგვით და ზედა მხრის ჯაჭვის á-ოქსიდაციურ დეგრადაციით.

თიმოლოლი ორი გზით მეტაბოლიზდება. ერთი გზა წარმოქმნის ეთანოლამინის გვერდით ჯაჭვს თიადიაზოლის რგოლზე, ხოლო მეორე - ეთანოლის გვერდით ჯაჭვს მორფოლინის აზოტზე და მეორე მსგავს გვერდით ჯაჭვს აზოტის მოსაზღვრე კარბოლინის ჯგუფით. პლაზმაში თიმოლოლის დუოტრავის 1 1/2 თვალის წვეთების ოკულარული გამოყენებიდან 4 საათია.

ექსკრეცია: ტრავოპროსტი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. ტრავოპროსტის ოკულარული დოზის 2%-ზე ნაკლები აღმოაჩინეს შარდის თავისუფალი მჟავის სახით. თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები პირველად თირკმელებით გამოიყოფა. თიმოლოლის დოზის დაახლოებით 20% შარდში უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი - მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • ინტრაოკულარული წნევის (იოწ) დაქვეითება ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ ადგილობრივ ბეტა-ბლოკერებზე ან პროსტაგლანდინების ანალოგებზე.

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენება მოზრდილებში მოხუცების ჩათვლით დოზა შეადგენს დუოტრავის ხსნარის ერთ წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივიტის პარკში დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს. მიღება საჭიროა დღის ერთსა და იმავე დროს.

მიღების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმანული ოკლუზია ან ქუთუთოს ნაზად დახურვა. მან შეიძლება შეამციროს მიღებული პრეპარატის სისტემური აბსორბცია და დააქვეითოს სისტემური გვერდითი რეაქციები.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მათი მიღება საჭიროა მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი გეგმიური დოზით.

დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში ერთ წვეთს.

გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა საშუალების დუოტრავით შეცვლის შემთხვევაში სხვა პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დუოტრავით მკურნალობა გაგრძელდეს შემდეგ დღეს.

პედიატრული პაციენტები დოუტრავის თვალის წვეთების 18 წელზე უმცროს პაციენტებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის და მისი გამოყენება ამ ასაკში რეკომენდებული არ არის, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება შემდეგი მონაცემები.

გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების შემთხვევაში: ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დუოტრავისა და თიმოლოლის (5 მგ თვალის წვეთები) გამოყენებით კვლევები არ ჩატარებულა.

ტრავოპროსტის მოქმედება შესწავლილი უნდა იქნას ღვიძლისა და თირკმლის მსუბუქი და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 14 მლ/წთ-ზე დაბალი). ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ გამხდარა.

ოკულარული გამოყენებისთვის პირველ გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მოაშოროს დამცავი სახვევი ხსნარის დაბინძურების ასაცილებლად ფლაკონის წვეთოვანი ბოლო არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, მოსაზღვრე უბანს ან სხვა ზედაპირს.

გვერდითი მოვლენები:

721 პაციენტში ჩატარებული გამოკვლევებისას დუოტრავის თვალის წვეთები გამოყენებული იყო დღეში ერთხელ. არ არის აღნიშნული დუოტრავთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური არასასურველი ეფექტები. ყველაზე ხშირად აღნიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტი იყო ოკულარული ჰიპერემია (15.0%). თითქმის არც ერთ პაციენტს (98%), რომელსაც ოკულარული ჰიპერემია აღენიშნებოდა ამის გამო მკურნალობა არ შეუწყვეტია.

შემდეგი არასასურველი ეფექტები მკურნალობასთან დაკავშირებულად მიიჩნევა და დაყოფილია შემდეგი პირობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/1000-1/1000-≤1/100), იშვიათი (>1/10.000-≤1/1000) ან ძალიან იშვიათია (≤1/108000). სიხშირის თითო ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის კლების მიხედვით.

ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი - ნევროზულობა.

ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

დარღვევები თვალის მხრივ: ძალიან ხშირი - თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია;

ხშირი - წერტილოვანი კერატიტი, წინა კამერის უჯრედების, წინა კამერის ანთებითი ჰიპერემია, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, თვალის შეშუპება, კონიუნქტივური ჰემორაგია, რქოვანას შეღებვა, ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ცრემლდენის გაზრდა, ქუთუთოების გაღიზიანება, ქუთუთოს ერითემა, ქუთუთოს დერმატიტი, ასთენოპია, წამწამების ზრდა;

არახშირი - ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება, ბლეფარიტი, ქუთუთოს შეშუპება, ქუთუთოს ქავილი.

ვასკულური დარღვევები: ხშირი - გულის არითმია, სისხლის გაზრდილი წნევა, გულისცემის სიხშირისა და სისხლის წნევის დაქვეითება.

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი - ბრონქოსპაზმი; არახშირი - დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება.

ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი - ალან-ამონოტრანსფერეზას დონის მომატება, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას დონის მომატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი - ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი - კონტაქტური დერმატიტი.

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი - ტკივილი დაბოლოებებში.

თირკმლისა და ურინალური დარღვევები: არახშირი - ქორომატურია.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა: არახშირი - წყურვილი.

ტრავოპროსტი: მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებით არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღწერილ კლინიკურ კვლევებში კომბინირებული თერაპიისას (ტრავოპროსტი და თიმოლოლი)ან ტრავოპროსტი მონოთერაპიისას, ან ტრავოპროსტის გაყიდვის შემდგომი შემთხვევები, რომლებიც აღნიშნული არ არის დუოტრავის თვალის წვეთებთან, წარმოდგენილი სიმწვავის დაქვეითების მიხედვით სხეულის სხვადასხვა სისტემისთვის:

დარღვევები თვალის მხრივ: მაკულარული შეშუპება, უვეიტი, ირიტი, კონიუნქტივური დარღვევები, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივური ფოლიკულები, ქუთუთოების კუთხის ქერქით დაფარვა, ირისის ჰიპერპიგმენტაცია.

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ასთმა.

კანისა და კანქვეშა ქსოვლის მხრივ დარღვევები: კანის დესქვამაცია.

თიმოლოლი: მკურნალობასთან, დაკავშირებული დამატებითი არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღწერილ კლინიკურ კვლევებში შეთავსებითი თერაპიისას (ტრავოპროსტი და თიმოლოლი) ან ტრავოპროსტით მონოთერაპიისას, ან ტრავოპროსტის გაყიდვის შემდგომი შემთხვევები, რომლებიც აღნიშნული არ არის დუოტრავის თვალის წვეთებთან წარმოდგენილია სიმწვავის დაქვეითების მიხედვით სხეულის სხვადასხვა სისტემისთვის.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

ჰიპოგლიკემია.

ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია.

ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებროვასკულარული გართულებები, ცერებრული იშემია, სინკოპე, მიასთენია gravis*, პარესთეზია.

დარღვევები თვალის მხრივ: რქოვანას დარღვევები, დიპლოპია, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ფტოზი.

კარდიალური დარღვევები: გულის გაჩერება, არითმია, გულის უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, თრთოლვა.

რესპირატორული თოკალური და მედიასტინალური დარღვევები: სუნთქვის უკმარისობა, ცხვირის არხის დახშობა.

გასტროინტესტინალური დარღვევები: დიარეა, გულისრევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი, ალოპეცია.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა: გულმკერდის ტკივილი, ასთენია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, თიმოლოლის ან სხვა შემავსებლების მიმართ;

*ბრონქული ასთმა. ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

*სინუსური ბრადიკარდია II ან III ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამოხატული უკმარისობა ან კარდიოგენური შოკი;

*მწვავე ალერგიული რინიტი ან ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა;

*რქოვანას დისტროფიები, მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა ბლოკერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციული ასაკის ქალები: კონტრაცეპცია

*დუოტრავის თვალის წვეთების მიღება არ შეიძლება იმ ქალებისთვის, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, სანამ ადეკვატური კონტრაცეპციური ზომები არ იქნება მიღებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სისტემური ეფექტები

ადგილობრივად გამოყენებული სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, ტრავოპროსტი და თიმოლოლი სისტემურად შეიწოვება ბეტა ადრენერგული კომპონენტის თიმოლოლის გამო, შეიძლება განვითარდეს ისეთივე კარდიოვასკულური და პულმონური გვერდითი რეაქციები, როგორიც სისტემური ბეტა ადრენერგული მაბლოკირებელი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში. თიმოლოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გულის უკმარისობის ადექვატური კონტროლი. საჭიროა იმ პაციენტების სიმპტომების დაკვირვება და პულსის სიხშირის გაზომვა, რომლებმაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის მწვავე დაავადება. თიმოლოლის მალეატის გამოყენების შემთხვევაში აღინიშნა რესპირატორული და კარდიული რეაქციები, სიკვდილი ბრონქოსპაზმის გამო ასთმიან პაციენტებში და იშვიათად სიკვდილი გულის უკმარისობის გამო. ბეტა ბლოკერების სიფრთხილით გამოყენება საჭიროა სპონტანური ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილ პირებსა და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ლაბილური დიაბეტით დაავადებულებში), რადგან ბეტა ადრენერგულმა ბლოკერებმა შესაძლოა შენიღბონ ჰიპერთიროიდიზმის ნიშნები და გამოიწვიონ პრინც-მეტალის სტენოკარდიის გაუარესება, მწვავე პერიფერიული და ცენტრალური ცირკულატორული დარღვევები და ჰიპოტენზია.

ანაფილაქსიური რეაქციები

თიმოლოლი შეიძლება რეაქციაში შევიდეს სხვა პრეპარატებთან. ეფექტი ინტრაოკულარულ წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ეფექტები შეიძლება განვითარდეს დუოტრავის ხსნარის ისეთ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც უკვე იღებენ ორალურ ბეტა-ბლოკერს.

ორი ლოკალური ბეტა ადრენერგიული ბლოკერის ან ორი ლოკალური პროსტაგლანდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ოკულარული ეფექტები

ტრავოპროსტმა შეიძლება თანდათან შეცვალოს თვალის ფერი მელანოციტებში მელანოსომების რიცხვის გაზრდით (პიგმენტური გრანულები).

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას თვალის ფერის მუდმივი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. უნილატერალურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული პეტეროქრომია. მელანოციტებზე ხანგრძლივი ეფექტები და აქედან გამომდინარე სხვა შედეგები ამჟამად უცნობია. ირისის ფერის ცვლილებები ნელა ჩნდება და შეიძლება შეუმჩნეველი იყოს თვეების ან წლების განმავლობაში. თვალის ფერის ცვლილებები უფრო მეტად აღინიშნა თვალის შერეული ფერის პაციენტებში. მაგ. ლურჯი-ყავისფერი, მონაცრისფრო-მწვანე, მოყვითალო-მწვანე, მომწვანო-თაფლისფერი; თუმცა ეს ასევე აღინიშნა ყავისფერთვალიან პაციენტებში. ჩვეულებრივ, ყავისფერი პიგმენტაცია გუგის გარშემო კონცენტრულად გრძელდება დაზიანებული თვალის პერიფერიაზე, მაგრამ მთლიანი ირისი ან მისი ნაწილები შეიძლება უფრო გაყავისფრდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არ აღნიშნულა ყავისფერი ირისის პიგმენტაციის შემცირება.

კონტროლირებულ კლინიკურ გამოკვლევებში ტრავოპროსტის გამოყენებისას აღინიშნა პერიორბიტალური ან/და ქუთუთოს კანის გამუქება.

ტრავოპროსტმა შეიძლება თანდათან შეცვალოს დაზიანებული თვალის წამწამები; ეს ცვლილებები კლინიკური კვლევებისას აღინიშნა პაციენეტბის ნახევარში. ეს ცვლილებებია: გაზრდილი სიგრძე, სისქე, პიგმენტაცია და/ან წამწამების რიცხვი. წამწამების ცვლილებების მექანიზმი და ხანგრძლივი შედეგები ამჟამად უცნობია.

მაიმუნებში ჩატარებული კვლევისას ტრავოპროსტმა გამოიწვია ქუთუთოს ნაპრალის ოდნავი გადიდება. თუმცა ეს ეფექტი არ აღინიშნა კლინიკური კვლევებისას და სახეობისთვის სპეციფიკურად ითვლება.

არ არსებობს დუოტრავის წვეთების თვალის ანთებითი დაავადებისას გამოყენების გამოცდილება; ისევე როგორც ნეოვასკულური, დახურულკუნთოვანი, ვიწროკუნთოვანი ან კონგენიტალური გლაუკოკომისას; არსებობს გამოყენების მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება პრეპარატის თვალის თიროიდული დაავადების, ფსევდოაფაკიურ პაციენტებში ღიაკუნთოვანი გლაუკომისა და პიგმენტური ან ფსევდოექსფოლიატური გლაუკოკომის დროს.

სიფრთხილეა რეკომენდებული დუოტრავის გამოყენებისას აფაკიურ პაციენტებში. ფსევდოაფაკიურ პაციენტებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ბროლის უკან კაფსულა ან წინა კამერის ბროლი ან იმ პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია ცისტოიდური მაკულარული შეშუპების რისკი.

დუოტრავის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ირიტის/უვეიტის მიმართ წინასწარგანწყობის რისკი.

დუოტრავი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს და ცნობილია, იგი ფერს უკარგავს რბილ კონტაქტურ ლინზებს. სასურველია რბილ კონტაქტურ ლიზნებთან კონტაქტის აცილება.

პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ ლინზები მოიხსნან დუოტრავის გამოყეენებამდე და მათ ხელახლა ჩასმამდე დაიცადონ 15 წუთი.

დუოტრავი შეიცავს პოლიოქსიეთილენ ჰიდროგენურ აბუსალათინის ზეთს 40, რომელმაც შეიძლება კანის რეაქციები გამოიწვიოს.

ჭარბი დოზირება:

დუოტრავის თვალის წვეთების ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს. თიმოლოლი სწრაფად არ გამოიყოფა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედების სხვა გამოკვლევები არ ჩატარებულა.

არსებობს დამატებითი ეფექტის შესაძლებლობა, რომელიც ჰიპოტენზიასა და/ან შესამჩნევ ბრადიკარდიაში გამოიხატება მაშინ, როდესაც თიმოლოლი თვალის წვეთები მიიღება კალციუმის არხის ორალურ მაბლოკირებლებთან, გუანეთიდინსა და ბეტა-ბლოკერებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, სათითურას გლიკოზიდებთან, ან პარასიმპათომიმეტურებთან ერთად.

ბეტა-ბლოკერებთან მიღებისას შეიძლება განვითარდეს სინდრომი კლონიდინის უეცარი მოხსნისას.

ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტები. ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია