დუტაპროსი
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი – 0,4 მგ; დუტასტერიდი – 0,5 მგ;
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დუტასტერიდი - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალება. თრგუნავს 5ά-რედუქტაზას 1 და 2 ტიპის იზოფერმენტების აქტივობას, რომლებიც ახორციელებენ ტესტოსტერონის გარდაქმნას 5ά-დიჰიდროტესტოსტერონად. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს ძირითად ანდროგენს, პასუხისმგებელს წინამდებარე ჯირკვლის ჯირკვლოვანი ქსოვილის ჰიპერპლაზიაზე.
დუტასტერიდის მაქსიმალური გავლენა დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციის შემცირებაზე არის დოზადამოკიდებული და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. დუტასტერიდის 0,5 მგ/დღეში დოზით მიღების შემდეგ 1-2 კვირაში დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელი შრატში მცირდება 85%-90%-ით.
დუტასტერიდი ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირებას, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას ამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას.
ტამსულოზინი – უროდინამიკის კორექტორი; ანტიდიზურიული საშუალება, გამოიყენება შარდვის პროცესის დარღვევებისას, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (ადენომა); არის სელექტური კონკურენტული ალფა 1ა და ალფა 1დ ადრენორეცეპტორების ბლოკატორი.
ტამსულოზინი არჩევითად და კონკურენტულად აბლოკირებს პოსტსინაფსურ ალფა 1ა/1დ ადრენორეცეპტორებს, რომლებიც მდებარეობენ წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის და ურეთრის პროსტატის ნაწილის გლუვ მუსკულატურაში.
ტამსულოზინით მკურნალობის ფონზე აღინიშნება ფუნქციონალური და დიზურიული სიმპტომების გამოხატული დადებითი დინამიკა: შარდის ბუშტის დაცლის გაუმჯობესება, ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირება, შარდვის პროცესის შემსუბუქება, რომლებიც განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (ადენომით).
ჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. (ამცირებს პროსტატის ზომებს, აუმჯობესებს შარდვის პროცესს, ამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას.)
მიღების წესები და დოზები:
დუტაპროსი ინიშნება პერორალურად თითო კაფსულა დღეში, საუზმის მიღების შემდეგ 30 წთ-ში, წყლის მიყოლებით. კაფსულა არ იღეჭება. მკურნალობის კურსი - არა ნაკლებ 6 თვე.
გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ტაქიკარდია (იშვიათ შემთხვევებში). ცენტრალური ნერვული სისტემა: ასთენია, თავის ტკივილი (ერთეული შემთხვევა). შარდ-სასქესო სისტემა: რეტროგრადული ეაკულაცია (იშვიათად). ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში), შესაძლებელია ანგიონევროზული შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების და სხვა 5ά-რედუქტაზას ინჰიბიტორების მიმართ, ანამნეზში ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ღვიძლის და/ან თირკმლის გამოხატული უკმარისობა დუტაპროსი აკრძალულია ქალებისა და ბავშვებისათვის.
განსაკუთრებული მითითებები:
დუტაპროსი აბსორბირდება კანიდან, ამიტომ ქალები და ბავშვები უნდა მოერიდონ დაზიანებულ კაფსულებს. კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ კანის შესაბამისი ადგილის ჩამობანა საპნით და წყლით. ახდენს გავლენას პროსტატის სფეციფიკურ ანტიგენის და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენაზე. პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, აუცილებელია, მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის განმავლობაში, ჩატარდეს წინამდებარე ჯირკვლის საჭირო გამოკვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია მწვავე ჰიპოტენზია. მკურნალობა: ავადმყოფს ათავსებენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, შეჰყავთ პლაზმის შემცვლელი ხსნარები; საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დუტაპროსის ერთდროულად გამოყენებამ სხვა ალფა-1-ადრენობლოკატორებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ციმეტიდინი ზრდის, ფუროსემიდი კი ამცირებს პრეპარატის კონცენტრაციას სისხლში, დიკლოფენაკი და ვარფარინი იწვევს დუტაპროსის გამოყოფის სიჩქარის მატებას. დუტაპროსის გამოყენება არ შეიძლება CYP3A4- ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°С.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით.