დუქსეტი 60 მგ

Duxet 60 mg 

გასტრორეზისტენტული კაფსულა

ფორმულა:

ყოველი კაფსულა შეიცავს დულოქსეტინის ჰიდროქლორიდს, რაც წარმოადგენს 60 მგ დულოქსეტინის ექვივალენტურს, კრისტალურ შაქარს დამატებითი კომპონენტის სახით, ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგო კარმინს (E132) და ყვითელი რკინის ოქსიდს (E172) საღებავი ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიდეპრესანტები. 

ათქ კოდი: N06AX21

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

დულოქსეტინი წარმოადგენს სეროტონინის (5-HT) და ნორადრენალინის (NA) უკუმიტაცების კომბინირებულ ინჰიბიტორს. ის სუსტად აინჰიბირებს დოპამინის უკუმიტაცებას, ყოველგვარი მნიშვნელოვანი აფინიტეტის გარეშე ჰისტამინერგული, დოპამინერგიული, ქოლინერგული და ადრენერგული რეცეპტორების მიმართ. დულოქსეტინი დოზის მიხედვით ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის უჯრედგარე დონეებს ცხოველთა ტვინის სხვადასხვა არეალში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დულოქსეტინმა დაარეგულირა ტკივილის ზღვარი ნეიროპათიული და ანთებითი ტკივილის რამდენიმე პრეკლინიკურ მოდელში და უწყვეტი ტკივილის მოდელში შეასუსტა ტკივილის ინტენსივობა. დულოქსეტინის ტკივილის მაინჰიბირებელი ეფექტი მიიჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ფარგლებში ტკივილის მაინჰიბირებელი გზების დაქვეითების პოტენციალის შედეგად.

ფარნაკოკინეტიკური თვისებები

დულოქსეტინი მიიღება ერთი ენანთიომერის სახით. დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება მჟანგავი ფერმენტების მიერ (CYP1A2 და პოლიმორფული CYP2D6), რასაც მოჰყვება კონიუგაცია. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკით ვლინდება მნიშვნელოვანი სუბიექტთაშორისი ვარიაბელობა (როგორც წესი, 50-60%), ნაწილობრივ სქესის, ასაკის, მწეველობის სტატუსისა და CYP2D6 მეტაბოლიზატორის სტატუსის გამო.

აბსორბცია: დულოქსეტინი კარგად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდგომ, მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax მიიღწევა დოზის მიღებიდან 6 საათის შემდეგ. დულოქსეტინის პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს 32%-დან 80%-მდე (საშუალოდ 50%). საკვების მიღება ახანგრძლივებს პიკური კონცენტრაციის მიღწევას 6-დან 10 საათამდე და უმნიშვნელოდ ამცირებს აბსორბციის ხარისხს (დაახლოებით 11%-ით). ამ ცვლილებებს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს.

განაწილება: დულოქსეტინი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს. დულოქსეტინი უკავშირდება როგორც ალბუმინს, ასევე ალფა1-მჟავურ გლიკოპროტეინს. ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.

ბიოტრანსფორმაცია: დულოქსეტინი აქტიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდის მეშვეობით. ორივე ციტოქრომა P450-2D6 და 1A2 უზრუნველყოფს ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნის კატალიზებას: 4-ჰიდროქსიდულოქსეტინის გლუკორონის კონიუგატი და 5-ჰიდროქსი, 6 მეთოქსიდულოქსეტინის სულფატის კონიუგატი. in-vitro კვლევების საფუძველზე, დულოქსეტინის მოცირკულირე მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურად ითვლება. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ არასაკმარისი მეტაბოლიზატორი CYP2D6, არ არის სპეციალურად შესწავლილი. შეზღუდული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ პაციენტებში პლაზმაში დულოქსეტინის შემცველობის დონე მაღალია.

გამოყოფა: დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8 საათიდან 17 საათამდე (საშუალოდ 12 საათი). ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ, დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი მერყეობს 22 ლ/სთ-დან 46 ლ/სთ-მდე (საშუალოდ 36 ლ/სთ). პერორალური დოზის მიღების შემდეგ, დულოქსეტინის აშკარა პლაზმური კლირენსი მერყეობს 33 ლ/სთ-დან 261 ლ/სთ-მდე (საშუალოდ 101 ლ/სთ).

ჩვენება და პრეპარატის მიღება:

დიდი დეპრესიული აშლილობის მკურნალობა

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა

ფიბრომიალგიის მკურნალობა

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული ტკივილის მკურნალობა. აღნიშნული დადგინდა წელის ქვედა არის ქრონიკული ტკივილის და ოსტეოართრიტით გამოწვეული ტკივილის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევაში.

დუქსეტი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში მისაღებად.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამატებითი კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „დამატებითი კომპონენტების ჩამონათვალი“.

დუქსეტის მიღება არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზას  (მაო-ს) არასელექციურ, შეუქცევად ინჰიბიტორებთან ერთად (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ღვიძლის დაავადება იწვევს ღვიძლის უკმარისობას (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

დუქსეტის მიღება არ შეიძლება CYP1A2 ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ციპროფლოქსაცინი ან ენოქსაცინი, რადგან აღნიშნული კომბინაცია იწვევს დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი

დუქსეტით მკურნალობის დაწყება უკუნაჩვენებია უკონტროლო ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან აღნიშნული აყენებს პაციენტებს ჰიპერტენზიულ კრიზისის პოტენციური რისკის წინაშე (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილება და სათანადო სიფრთხილის ზომები პრეპარატის მიღებისას“).

გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები:

მანია და კრუნჩხვები

დუქსეტი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში მანიის ან ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის და/ან კრუნჩხვების მქონე პაციენტებში.

მიდრიაზი

მიდრიაზი აღინიშნა დულოქსეტინის მიღებისას, შესაბამისად აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა დუქსეტის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული ინტრაოკულური წნევა ან იმ პაციენტებში, რომლებიც დგანან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის წინაშე.

არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე

დულოქსეტინი უკავშირდებოდა არტერიული წნევის გაზრდას და კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპერტენზიას ზოგიერთ პაციენტში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დულოქსეტინის ნორადრენერგიული ეფექტით. ჰიპერტენზიული კრიზისის შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინის მიღებისას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ჰიპერტენზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰიპერტენზიის და/ან გულის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. დულოქსეტინის მიღება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შესაძლებელია რისკის ქვეშ აღმოჩნდეს გულისცემის სიხშირის გაზრდის ან არტერიული წნევის მომატების გამო. საჭიროა სათანადო სიფრთხილის დაცვა დულოქსეტინის მიღებისას იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ მეტაბოლიზმი (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან დულოქსეტინის მიღების დროს არტერიული წნევის მდგრად გაზრდას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების ეტაპობრივი შეწყვეტა (იხილეთ პუნქტი - „გვერდითი ეფექტები“). დულოქსეტინით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება უკონტროლო ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი - „უკუჩვენებები“).

თირკმლის უკმარისობა

ჰემოდიალიზზე მყოფი, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

სეროტონინის სინდრომი

როგორც სხვა სეროტონერგული ნივთიერებების შემთხვევაში, დულოქსეტინის მიღებისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინის სინდრომი - სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა, განსაკუთრებით სხვა სეროტონერგული ნივთიერებების (განსაკუთრებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI), სეროტონინის/ნორადრენალინის მშთანთქმელი ინჰიბიტორების (SNRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან ტრიპტანების) პარალელურად მიღებისას იმ ნივთიერებებთან, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს სეროტონინის, როგორიცაა მაო-ს ინჰიბიტორები, მეტაბოლიზმი ან ანტიფსიქოზურ ან სხვა დოპამინების ანტაგონისტებთან ერთად მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ნეიროტრანსმიტერების სეროტონერგულ სისტემებზე (იხილეთ პუნქტები - „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას (მაგალითად, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა), ვეგეტატიური არასტაბილურობის (მაგალითად, ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), ნეირო-კუნთოვან დარღვევებს (მაგალითად, ჰიპერრეფლექსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა) და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს (მაგალითად, გულისრევა, პირღებინება, დიარეა).

იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები მკურნალობა დულოქსეტინით და სხვა სეროტონერგული ნივთიერებებით, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინონ სეროტონერგულ ან/და დოპამინერგიულ, ნეიროგადამცემ სისტემაზე, კლინიკურად არის გამართლებული, რეკომენდირებულია დაკვირვება პაციენტზე, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას და დოზის გაზრდისას.

კრაზანა

გვერდითი რეაქციები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს დუქსეტისა და იმ მცენარეული პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს კრაზანას (Hypericum perforatum).

სუიციდი

დიდი დეპრესიული აშლილობა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების, თვით-დაზიანების და თვითმკვლელობის (თვითმკვლელობასთან დაკავშირებული შემთხვევების) რისკის გაზრდასთან. ეს რისკი არსებობს მანამ, სანამ თავს იჩენს მნიშვნელოვანი რემისია. იმის, გამო, რომ მდგომარეობა შეიძლება არ გაუმჯობესდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი დროის განმავლობაში, პაციენტები უნდა დაექვემდებარონ ახლო მონიტორინგს, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. არსებობს ზოგადი კლინიკური გამოცდილება, რომ თვითმკვლელობის რისკი შეიძლება გაიზარდოს მდგომარეობის აღდგენის ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიატრიული ჩვენებები, რომელთა სამკურნალოდაც ინიშნება დუქსეტი, შესაძლებელია აგრეთვე დაკავშირებული იყოს სუიციდური შემთხვევების რისკის ზრდასთან. გარდა ამისა, აღნიშნულ ჩვენებებს შეიძლება თან ახლდეს დიდი დეპრესიული აშლილობა. დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია იგივე სიფრთხილის ზომებისთვის მიმართვა, როგორც სხვა ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების შემთხვევაში.

ანამნეზში სუიციდური შემთხვევების მქონე პაციენტები ან მნიშვნელოვნად გამოხატული სუიციდური აზრების მქონე პაციენტები მკურნალობის დაწყების წინ იმყოფებიან სუიციდური აზრების ან ქცევების მზარდი რისკის წინაშე და აუცილებელია მათი სათანადო მონიტორინგის ქვეშ ყოფნა მკურნალობის დროს. ფსიქიატრიული დარღვევების დროს დეპრესიის სამკურნალო პრეპარატების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ 25 წლამდე ასაკის პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით ანტიდეპრესიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული სუიციდური ქცევის რისკი იზრდება.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევების შემთხვევები გამოვლინდა დულოქსეტინით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხილეთ პუნქტი - „გვერდითი ეფექტები“).

სამკურნალო პრეპარატებით თერაპია მოითხოვს პაციენტების, კერძოდ კი, მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პირების სათანადო სიფრთხილით დაკვირვებას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე და დოზის ცვლილებების შემდეგ. პაციენტები (და პაციენტთა მომვლელები) უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ნებისმიერი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების, სუიციდური ქცევის ან აზრებისა და ქცევის უჩვეულო ცვლილებების მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ და მათ უნდა მიმართონ ექიმს აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი

როგორც მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე სხვა სამკურნალო პრეპარატების  (ანტიდეპრესანტების) შემთხვევაში, დულოქსინით მკურნალობისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე აღინიშნა სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის იზოლირებული შემთხვევები. დეპრესიისადმი მიდრეკილი პაციენტების წინაშე არსებული რისკ-ფაქტორები აღწერილია ზემოთ. ექიმებმა უნდა გააფრთხილონ პაციენტები, რომ აცნობონ მათ ნებისმიერი შემაშფოთებელი აზრისა ან გრძნობების შესახებ ნებისმიერ დროს.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

დუქსეტის დანიშვნა არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ. სუიციდური ქცევები (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და აღშფოთება) ხშირად აღინიშნებოდა იმ ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს, პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებთან შედარებით. თუ მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, მკურნალობის გადაწყვეტილება მიღებულია კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტი უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს სუიციდური სიმპტომების გამო (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). გარდა ამისა, ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები საკმარისი არ არის ზრდის, მოწიფულობისა და შემეცნებითი და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით (იხილეთ პუნქტი - „გვერდი ეფექტები“).

სისხლჩაქცევები

აღინიშნა სპონტანური სისხლდენების შემთხვევები, როგორიცაა სისხლჩაქცევები, პურპურა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) და სეროტონინის/ნორადრენალინის მშთანთქმელი ინჰიბიტორების (SNRI), მათ შორის დულოქსეტინის მიღებისას. რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და/ან სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგალითად, არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და აცეტილსალიცილის მჟავა (ASA)), ასევე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება სისხლდენის მიმართ.

ჰიპონატრიემია

დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა ჰიპონატრიემიის შემთხვევები, მათ შორის 110 მმოლ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით ნატრიუმის შრატთან ერთდროულად მიღების შემთხვევები. ჰიპონატრიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომთან (SNADH). ჰიპონატრიემიის შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით სითხის ბალანსში ცვლილებების ანამნეზთან ან წინასწარ განსაზღვრულ ფაქტორებთან დაკავშირებით. საჭიროა სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიპონატრიემიის განვითარების მზარდი რისკის წინაშე მყოფ პაციენტებში, როგორიცაა ხანდაზმულები, ღვიძლის ციროზის მქონე ან დეჰიდრატირებული პაციენტები, ასევე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებებით.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად აღინიშნება ის სიმპტომები, რომლებიც თან ახლავს პრეპარატის მიღების შეწყვეტას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეწყვეტა ხდება მკვეთრად (იხილეთ პუნქტი - „გვერდითი ეფექტები“). კლინიკურ კვლევებში მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტით გამოწვეული გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა პაციენტთა დაახლოებით 45%-ში, რომლებიც ღებულობდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტთა 23%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) და სეროტონინის/ ნორადრენალინის მშთანთქმელი ინჰიბიტორების (SNRI) მიღებისას გამოვლენილი პრეპარატის მიღების სიმპტომების რისკი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზაზე და დოზის შემცირების სიჩქარეზე. ყველაზე ხშირად გამოვლენილი რეაქციები ჩამოთვლილია პუნქტში „გვერდითი ეფექტები“. როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომები სუსტად ან ზომიერად არის გამოხატული; თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება ძალზედ ინტენსიური იყოს. ისინი, როგორც წესი, თავს იჩენს მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ არსებობს ამგვარი სიმპტომების ძალზედ იშვიათი შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც შემთხვევით გამოტოვებენ დოზას. როგორც წესი, ეს სიმპტომები საკმაოდ თვით-შეზღუდულ ხასიათს ატარებს და, ჩვეულებრივ, 2 კვირაში გაქრება, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს (2-3 თვე ან მეტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია დულოქსეტინის დოზის ეტაპობრივი შემცირება მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, პაციენტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტი - „პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი“).

ხანდაზმული პაციენტები

მონაცემები 120 მგ დულქსეტინის მიღების შესახებ დიდი დეპრესიული აშლილობისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეზღუდულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა მაქსიმალური დოზით ხანდაზმულების მკურნალობის შემთხვევაში (იხილეთ პუნქტები - „პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

აკათიზია / ფსიქომოტორული მოუსვენრობა

დულოქსეტინის მიღება უკავშირდება აკათიზიის განვითარებას, რომელიც ხასიათდება უსიამოვნო ან შემაშფოთებელი მოუსვენრობითა და გადაადგილების მოთხოვნით, ხშირად თან ახლავს მშვიდად ჯდომის ან დგომის უუნარობა. ეს, როგორც წესი, თავს იჩენს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

დულოქსეტინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები

დულოქსეტინი მზადდება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით სხვადასხვა ჩვენებისთვის (დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის, დიდი დეპრესიული აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ფიბრომიალგიის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული ტკივილის და სტრესული შარდის შეუკავებლობის მკურნალობა). თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდროულად ერთზე მეტი ამ პროდუქტის მიღება.

ჰეპატიტი / ღვიძლის ფერმენტების მომატება

ღვიძლის დაზიანების შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტებში მნიშვნელოვნად მომატება (დასაშვებ ზღვარზე >10-ჯერ მეტად), ჰეპატიტი და სიყვითლე აღინიშნა დულოქსეტინის მიღებისას (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები“). მათი უმრავლესობა გამოვლინდა მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში. ღვიძლის სტრუქტურის დაზიანება უპირატესად ჰეპატოცელულარული ხასიათის იყო. დულოქსეტინის მიღება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ღვიძლის დაზიანებასთან დაკავშირებული სხვა პრეპარატებით.

საქაროზა

დუქსეტის კაფსულები შეიცავს საქაროზას. ფრუქტოზას მიმართ აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა  არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ფერტილობა

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში, დულოქსეტინს არ მოუხდენია უარყოფითი ეფექტი ხვად ცხოველებში, ხოლო ძუ ცხოველებში ეფექტები აშკარა იყო მხოლოდ იმ დოზებზე, რომლებმაც გამოიწვია დედის ტოქსიკურობა.

ორსულობა

ორსულ ქალებში დულოქსეტინის მიღებასთან დაკავშირებით მონაცემები საკმარისი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეპროდუქციული ტოქსიკურობა დულოქსეტინის სისტემური ექსპოზიციის დონეზე (AUC) დაბალი იყო მაქსიმალურ კლინიკურ ზემოქმედებაზე (იხილეთ პუნქტი - „პრეკლინიკური უსაფრთხოების შესახებ მონაცემები“).

ადამიანებზე პოტენციური რისკი უცნობია. ეპიდემიოლოგიური მონაცემები ცხადყოფს, რომ ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი ორსულობის ბოლო პერიოდში, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) მიღებამ შეიძლება გაზარდოს ხანგრძლივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის რისკი ახალშობილებში (PPHN). მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ ჩატარებულა PPHN-ს კავშირზე სეროტონინის/ ნორადრენალინის მშთანთქმელი ინჰიბიტორებით (SNRI) მკურნალობასთან, დულოქსეტინის ასეთი პოტენციური რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს, მისი მოქმედების მექანიზმის (სეროტონინის უკუმიტაცების დათრგუნვის) გათვალისწინებით.

როგორც სხვა სეროტონერგული სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები შესაძლებელია აღინიშნოს ახალშობილში, დედის მიერ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში დულოქსეტინის მიღების შემდგომ. დულოქსეტინთან დაკავშირებით მკურნალობის შეწყვეტის სიმპტომებია ჰიპოტონია, ტრემორი, კვების გართულება, სასუნთქი გზების დისტრეს-სინდრომი და კრუნჩხვები. შემთხვევების უმეტესობამ თავი იჩინა დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ორსულობის დროს დუქსეტის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფზე. ქალებმა უნდა შეატყობინონ მათ ექიმს, თუ დაორსულდებიან ან გეგმავენ ორსულობას მკურნალობის დროს.

ძუძუთი კვება

დულოქსეტინი ძალზედ სუსტად გამოიყოფა დედის რძეში, რაც დასტურდება 6 მეძუძურ პაციენტზე ჩატარებული კვლევით, რომლებიც ძუძუთი არ კვებავდნენ მათ ჩვილებს. ჩვილის სადღეღამისო დოზა მგ/კგ-ში შეადგენდა დედის დოზის დაახლოებით 0.14%-ს (იხილეთ პუნქტი -„ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). ვინაიდან ჩვილებში დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება არ არის ცნობილი, რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს დუქსეტის მიღება.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების შესაძლებლობაზე:

არ ჩატარებულა კვლევა ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების შესაძლებლობაზე. დუქსეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს სედატიური ეფექტი და თავბრუსხვევა. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიცდიან სედატიურ ეფექტს ან თავბრუსხვევა, მათ თავი უნდა აარიდონ ისეთ პოტენციურად საშიშ ქმედებებს, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები/არასასურველი ეფექტები:

ა.უსაფრთხოების პროფილის მოკლე დახასიათება

ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციებს დულოქსეტინით ნამკურნალევ პაციენტებში წარმოადგენდა გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. თუმცა, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენების უმეტესობა გამოიხატებოდა მსუბუქი და ზომიერი ხარისხით, და, როგორც წესი, თავს იჩენდა მკურნალობის ადრეულ ეტაპებს და ქრებოდა მისი გაგრძელებისას.

ბ. გვერდითი რეაქციების შეჯამების ცხრილი

პირველი ცხრილი აჯამებს სპონტანური ანგარიშებიდან მიღებული და პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში გამოვლენილ გვერდით რეაქციებს.

ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები

სიხშირის შეფასება: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100,

ყოველი სიხშირის ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების წესით.

ძალიან ხშირი

ხშირი

არც ისე ხშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

   

ლარინგიტი

   

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

     

ანაფილაქსიური რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა

 

დარღვევები ენდოკრინოლოგიური სისტემის მხრივ

     

ჰიპოთირეოზი

 

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

 

მადის დაქვეითება

ჰიპერგლიკემია (განსაკუთრებით აღინიშნება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში)

დეჰიდრატაცია ჰიპონატრიემია

SIADH

 

ფსიქიკური დარღვევები

 

უძილობა

აგზნებადობა

ლიბიდოს დაქვეითება

შფოთვა

სპონტანური ორგაზმი

უჩვეულო სიზმრები

სუიციდური აზრები

ძილის დარღვევა

ბრუქსიზმი

დეზორიენტაცია

აპათია

სუიციდური ქცევა

მანია

ჰალუცინაციები

აგრესია და ბრაზი

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

ლეთარგია

ტრემორი

პარესთეზია

მიოკლონური აკათიზია

ნერვიულობა

ყურადღების გაფანტვა

დისგევზია (გემოს დარღვევა)

დისკინეზია

„მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი

ცუდი ხარისხის ძილი

სეროტონინის სინდრომი

კრუნჩხვები

ფსიქომოტორული მოუსვენრობა

ექსტრაპირამიდული სიმპტომები

 

დარღვევები მხედველობის მხრივ

 

ბუნდოვანი მხედველობა

მიდრიაზი

მხედველობის სიმკვეთრის შემცირება

გლაუკომა

 

დარღვევები სმენის ორგანოსა და ბალანსის მხრივ

 

შუილი ყურებში

თავბრუსხვევა

ყურის ტკივილი

   

დარღვევები გულის მხრივ

 

გულისცემის გახშირება

ტაქიკარდია

სუპრავენტრიკულური არითმია,

წინაგულის ფიბრილაცია

   

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

 

არტერიული წნევის გაზრდა

სიწითლე

გულყრა

ჰიპერტენზია

ორთოსტატიული ჰიპოტენზია

კიდურების სიხლძარღვთა სპაზმი

ჰიპერტონული კრიზისი

 

დარღვევები სასუნთქი სისტემის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

 

მთქნარება

ყელში შებოჭვის გრძნობა

ცხვირიდან სისხლდენა

   

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

პირის სიმშრალე

ყაბზობა

დიარეა

მუცლის ტკივილი

პირღებინება

დისპეფსია

მუცლის შებერილობა

სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან

გასტროენტერიტი

ბოყინი

გასტრიტი

დისფაგია

სტომატიტი

ჰემატოხეზია

პირში არასასიამოვნო სუნი

მიკროსკოპული კოლიტი

 

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე ტრაქტის მხრივ

   

ჰეპატიტი

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა)

ღვიძლის მწვავე დაზიანება

ღვიძლის დისფუნქცია

სიყვითლე

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

 

ჭარბი ოფლიანობა

გამონაყარი

ღამით ოფლი

ურტიკარია

კონტაქტური დერმატიტი

ცივი ოფლი

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები

სისხლჩაქცევების რისკის მომატება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ანგიონევროზული შეშუპება

ვასკულიტი

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

 

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტკივილი

კუნთების სპაზმი

კუნთების რიგიდულობა

კუნთების კრუნჩხვა

ტრიზმი

 

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ

 

დიზურია

პოლაკიურია

შარდის შეკავება

შარდვის გართულება

ნოქტურია

პოლიურია

შარდის ნაკადის შემცირება

შარდის უჩვეულო სუნი

 

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

 

ერექციული დისფუნქცია

ეაკულაციის დარღვევა

დაგვიანებული ეაკულაცია

გინეკოლოგიური სისხლდენა

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

სქესობრივი დისფუნქცია

ტკივილი სათესლე ჯირკვლების არეში

მენოპაუზის სიმპტომები

გალაქტორეა

ჰიპერპროლაქტინემია

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

 

დასუსტება

დაღლილობა

ტკივილი გულ-მკერდის არეში

თვითშეგრძნების გაუარესება

სიცივის შეგრძნება

წყურვილი

შემცივნება

დისკომფორტი

სიცხის შეგრძნება

სიარულის დარღვევა

   

ლაბორატორიული კვლევები

 

წონის შემცირება

წონის მომატება

სისხლში კრეატინინის ფოსფოკინაზას მომატება

სისხლში კალიუმის შემცველობის დონის გაზრდა

სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონის მომატება

 

 

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ ეფექტს

პრეპარატების ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორები

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, დულოქსეტინის მიღება არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზას არა-სელექციურ, შეუქცევად (მაო-ს) ინჰიბიტორებთან ერთად ან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდის საფუძველზე, მინიმუმ 5 დღე უნდა იქნას გათვალისწინებული დუქსეტის მიღების შეწყვეტის შემდგომ მაო-ს ინჰიბიტორების დაწყებამდე (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

დუქსეტის პარალელური მიღება  მაო-ს სელექციურ, შექცევად ინჰიბიტორებთან ერთად, როგორიცაა მოკლობემიდი, არ არის რეკომენდებული (იხილეთ პუნქტი - „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომების დაცვა“). ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი წარმოადგენს მაო-ს შექცევად, არასელექციურ ინჰიბიტორს და არ უნდა მიეცეთ დუქსეტით ნამკურნალევ პაციენტებს (იხილეთ პუნქტი - „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომების დაცვა“).

CYP1A2 ინჰიბიტორები

ვინაიდან CYP1A2 ჩართულია დულოქსეტინის მეტაბოლიზმში, დულოქსეტინის პარალელური მიღება CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან სავარაუდოდ გაზრდის დულოქსეტინის კონცენტრაციას. ფლუვოქსამინი (100 მგ დღეში ერთხელ), CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორი, ამცირებს დულოქსეტინის პლაზმურ კლირენსს დაახლოებით 77%-ით და ზრდის AUCO-t-ს 6-ჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დუქსეტი არ უნდა დაინიშნოს CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა ფლუვოქსამინი (იხილეთ პუნქტი - „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომების დაცვა“).

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

დუქსეტის გამოყენების რისკი სხვა ცნს-აქტიურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში სისტემატიურად არ შეფასებულა, გარდა წინამდებარე პუნქტში აღწერილი შემთხვევებისა. შედეგად დუქსეტი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული სხვა ცენტრალურად მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან, მათ შორის ალკოჰოლთან და სედაციურ პრეპარატებთან (მაგალითად, ბენზოდიაზეპინებთან, მორფინომეტიკებთან, ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, ფენობარბიტალთან, სედატიური ანტიჰისტამინურ საშუალებებთან) კომბინაციაში.

სეროტონერგული ნივთიერებები

იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI) / სეროტონინის/ნორადრენალინის მშთანთქმელ ინჰიბიტორებს (SNRI) სეროტონერგულ ნივთიერებებთან ერთად. რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა დუქსეტის მიღებისას ისეთ სეროტონერგულ ანტიდეპრესანტებთან ერთად, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინის/ ნორადრენალინის მშთანთქმელი ინჰიბიტორები (SNRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი ან ამიტრიპტილინი, მაო-ს ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი, კრაზანა (Hypericum Perforatum) ან ტრიპტანები, ტრამადოლი, პეთიდინი და ტრიფტოფანი (იხილეთ პუნქტი - „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომების დაცვა“).

დულოქსეტინის ეფექტი სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ს მიერ: CYP1A2 სუბსტრატის - თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედა დულოქსეტინის (60 მგ ორჯერ დღეში) პარალელურად მიღებამ.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6-ს მიერ: დულოქსეტინი წარმოადგენს CYP2D6-ის ზომიერ ინჰიბიტორს. 60 მგ დულოქსეტინის დღეში ორჯერ მიღებისას CYP2D6-ის სუბსტრატის - დეზიპრამინის ერთჯერად დოზასთან ერთად, დეზიპრამინის AUC სამჯერ გაიზარდა. დულოქსინის (40 მგ ორჯერ დღეში) პარალელურად მიღება ზრდის ტოლტეროდინის სტაბილიზებულ AUC-ს (2 მგ დღეში ორჯერ) 71%-ით, მაგრამ არ მოქმედებს მისი აქტიური 5-ჰიდროქსიმეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე და დოზის რეგულირება არ არის რეკომენდებული. დუქსეტი უნდა იქნას გამოყენებული სათანადო სიფრთხილით იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც უმეტესად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით (რისპერიდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები [TCA], როგორიცაა ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ვიწრო თერაპიული ჩვენება (მაგალითად, ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი).

პერორალური კონტრაცეფტივები და სხვა სტეროიდული საშუალებები: In vitro კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დულოქსეტინი არ იწვევს CYP3A-ის კატალიზურ აქტივობას. პრეპარატის ურთიერთქმედებაზე სპეციფიკური in vivo კვლევები არ ჩატარებულა.

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული საშუალებები:  აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა დულოქსეტინის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ანტითრომბოციტულ საშუალებებთან კომბინირებული მიღებისას ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული სისხლდენის განვითარების მზარდი რისკის გამო. გარდა ამისა, საერთაშორისო ნორმალიზებული მნიშვნელობების ზრდა აღინიშნა დულოქსეტინის პარალელური მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვარფარინს. თუმცა დულოქსეტინის ერთდროულად მიღებამ ვარფარინთან სტაბილურ პირობებში, ჯანმრთელ მოხალისეებში, კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის სახით, არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება საერთაშორისო ნორმალიზებული მნიშვნელობების მხრივ საბაზისო დონიდან ან R- ან S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაში.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება დულოქსეტინზე

ანტაციდები და H2 ანტაგონისტები: დულოქსეტინის კომბინირებული გამოყენებისას ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ან დულოქსეტინით კომბინირებული გამოყენებისას ფამოტიდინთან არ აღინიშნა მნიშვნელოვანი ეფექტი დულოქსეტინის შეწოვის სიხშირეზე ან მოცულობაზე 40 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ.

CYP1A2 ინდუქტორები: ფარმაკოკინეტიკური კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ მწეველებს დულოქსეტინის თითქმის 50%-იანი პლაზმური კონცენტრაცია აღენიშნებათ არამწეველებთან შედარებით.

დოზირება და მიღების წესი:

პოზოლოგია

დიდი დეპრესიული აშლილობა: რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დღეში ერთხელ 60 მგ-ზე მეტი დოზა დღეში ერთხელ 120 მგ მაქსიმალურ დოზამდე შეფასდა კლინიკურ კვლევებში უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, არ არსებობს კლინიკური მტკიცებულება იმისა, რომ პაციენტებმა, რომლებიც არ რეაგირებენ თავდაპირველ რეკომენდებულ დოზაზე, შეიძლება ისარგებლონ დოზის ტიტრირებით.

თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის 2-4 კვირის შემდეგ.

ანტიდეპრესიული რეაქციის კონსოლიდაციის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის თავიდან აცილების მიზნით. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რეაგირება დულოქსეტინზე და ანამნეზში აქვთ დიდი დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები, შესაძლებელია მხედველობაში იქნას მიღებული შემდგომი ხანგრძლივი მკურნალობა 60-დან 120 მგ/დღეში დოზით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: რეკომენდებული საწყისი დოზა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებში შეადგენს 30 მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არასაკმარისი რეაქციის მქონე პაციენტებში, დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე, რაც ჩვეულებრივ წარმოადგენს შემანარჩუნებელ დოზას პაციენტებისთვის.

თანმხლები დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში, საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ (აგრეთვე იხილეთ დოზასთან დაკავშირებით ზემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები).

დღეში 120 მგ-მდე დოზის ეფექტურობა აღინიშნა და შეფასდა კლინიკურ კვლევებში უსაფრთხოების თვალსაზრისით. 60 მგ პრეპარატის მიმართ არასაკმარისი რეაქციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განხილულ იქნას დოზის გაზრდა 90 მგ-მდე ან 120 მგ-მდე. დოზის გაზრდა უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ რეაქციას და ამტანობას.

რეაგირების კონსოლიდაციის შემდეგ, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული რეციდივი.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დღეში ერთხელ 60 მგ-ზე მეტი დოზა დღეში ერთხელ 120 მგ მაქსიმალურ დოზამდე, რომლებიც წარმოდგენილია თანაბრად განაწილებული დოზების სახით, შეფასდა კლინიკურ კვლევებში უსაფრთხოების თვალსაზრისით. პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაცია მიუთითებს ინდივიდთა მიხედვთ ვრცელ ცვალებადობაზე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტებმა, რომელთაც ახასიათებთ არასაკმარისი რეაქცია 60 მგ-ს მიმართ დღეში ერთხელ, შესაძლებელია მიიღონ მეტი ეფექტი უფრო მაღალ დოზაზე.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ. არასათანადო საწყისი რეაქციის მქონე პაციენტებში, დამატებითი რეაქცია აღნიშნული დროის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა.

თერაპიული ეფექტი რეგულარულად უნდა შეფასდეს (ყოველ სამ თვეში ერთხელ მაინც) (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ფიბრომიალგია: დულოქსეტინის რეკომენდებული დოზა წარმოადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობა უნდა დაიწყოს 30 მგ-ით დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში, რათა პაციენტებს მიეცეთ პრეპარატთან შეჩვევის შესაძლებლობა დოზის 60 მგ-მდე გაზრდამდე დღეში ერთხელ. ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია აღენიშნოთ რეაგირება საწყის დოზაზე. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ 60 მგ/დღეში მაღალი დოზა უზრუნველყოფს დამატებით სარგებელს იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც არ რეაგირებენ 60 მგ დოზაზე და უფრო მაღალი დოზა დაკავშირებული იქნება გვერდითი რეაქიების განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან.

ფიბრომიალგია აღიარებულია ქრონიკულ მდგომარეობად. დულოქსეტინის ეფექტურობა ფიბრომიალგიის მკურნალობაში ნაჩვენებია პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში 3 თვემდე. დულოქსეტინის ეფექტურობა არ იქნა ნაჩვენები უფრო ხანგრძლივ კვლევებში; თუმცა მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული ტკივილი: დულოქსეტინის რეკომენდებული დოზა წარმოადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობა უნდა დაიწყოს 30 მგ დოზით დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში, რათა პაციენტებს მიეცეთ პრეპარატთან შეჩვევის შესაძლებლობა დოზის 60 მგ-მდე გაზრდამდე დღეში ერთხელ. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ უფრო მაღალი დოზა უზრუნველყოფს დამატებით სარგებელს იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც არ რეაგირებენ 60 მგ დოზაზე და უფრო მაღალი დოზა დაკავშირებული იქნება გვერდითი რეაქიების განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან.

დულოქსეტინის ეფექტურობა არ არის დადგენილი პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში 13 კვირაზე მეტად.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმულები

დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში მხოლოდ ასაკის საფუძველზე. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ხანდაზმულთა მკურნალობისას, განსაკუთრებით 120 მგ დუქსეტის დღეში ერთხელ მიღებისას დიდი დეპრესიული აშლილობის ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, რასთთან დაკავშირებითაც არსებობს შეზღუდული მონაცემები (იხილეთ პუნქტები „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები პრეპარატის მიღებისას“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“) .

ღვიძლის უკმარისობა

დუქსეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია ღვიძლის უკმარისობის შედეგად (იხილეთ პუნქტები - „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქიდან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-დან 80 მლ/წთ). დუქსეტი არ უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

პედიატრიული ასაკის პაციენტები

დულოქსეტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებსა  და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული მოსაზრებების მიზეზით (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები პრეპარატის მიღებისას“, 4.8 და 5.1).

დულოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 7-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელთ არსებული მონაცემები აღწერილია პუნქტებში „არასასურველი ეფექტები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“.

დულოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ არ არის შესწავლილი. ამ საკითხთან დაკავშირებული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მკურნალობის შეწყვეტა

თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტა. დუქსეტით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე დავიდეს პრეპარატის შეწყვეტით გამოწვეული რეაქციების განვითარების რისკი (იხილეთ პუნქტები - „სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები პრეპარატის მიღებისას“ და „არასასურველი ეფექტები“). იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს აუტანლობის სიმპტომები დოზის შემცირების შემდეგ ან მკურნალობის შეწყვეტისთანავე, შესაძლებელია მხედველობაში იქნას მიღებული ადრე დანიშნული დოზის განახლება. ამის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დოზის შემცირება, მაგრამ კიდევ უფრო ეტაპობრივი სიჩქარით.

პრეპარატის მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის.

ჭარბი დოზირება:

დულოქსინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები 5400 მგ დოზით გამოვლინდა ინდივიდუალურად ან სხვა პრეპარატებთან ერთად. აღინიშნა ფატალური შემთხვევები, უპირველეს ყოვლისა, ძირითადად შერეული ჭარბი დოზების მიღებისას, მაგრამ აგრეთვე მხოლოდ დულოქსეტინის მიღებისას დაახლოებით 1000 მგ დოზით. დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები (მხოლოდ დულოქსეტინი ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში) მოიცავდა ძილიანობას, კომას, სეროტონინის სინდრომს, კრუნჩხვებს, პირღებინებს და ტაქიკარდიას.

დულოქსეტინთან დაკავშირებით არ არის ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი, მაგრამ თუ აღინიშნება სეროტონინის სინდრომი, შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული კონკრეტული მკურნალობა (მაგალითად, ციფროჰეპტადინი და/ან ტემპერატურის კონტროლი). უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი რესპირატორული ტრაქტი. რეკომენდებულია გულის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების მონიტორინგი შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე ღონისძიებებით. კუჭის ამორეცხვა შეიძლება აღინიშნოს, საკვების მიღებიდან მალევე ან სიმპტომურ პაციენტებში. შესაძლებელია სასარგებლო იყოს აქტივირებული ნახშირი აბსორბციის შესაზღუდად. დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნება დიდი რაოდენობით განაწილება და იძულებითი დიურეზი, ჰემოპერფუზია, და გაცვლითი პერფუზია ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს სასარგებლო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში. პრეპარატი მოარიდეთ ბავშვებს!

შეფუთვის შიგთავსი:

დუქსეტის 60 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა: გამჭვირვალე PVC/PE/PVDC-ალუმინი, 28 (2x14) გასტრორეზისტენტული კაფსულა მუყაოს შეფუთვებში.

სხვა ფარმაცევტული ფორმები:

დუქსეტის 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა: გამჭვირვალე PVC/PE/PVDC-ალუმინი, 28 (2x14) გასტრორეზისტენტული კაფსულა მუყაოს შეფუთვებში.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ PAZARLAM ve SANAYİİ  LTD Ş.

სტამბოლი, თურქეთი

მწარმოებელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე, თურქეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია