ანისულის  ზეთი
DR. THEISS  OLEUM ANISI

გამოყენების ინსტრუქცია

ფორმა:
კაფსულები

შემადგენლობა:

1 კაფსულა (405მგ.) შეიცავს:
ანისის ზეთი    100მგ.
რაფსის ზეთი   170მგ.
გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი 89.06მგ გლიცერინი 85%, 37,64მგ,  საღებავი E 141 8,1მგ, წყალი.
დახასიათება: ჟელატინის რბილი, გამჭვირვალე კაფსულები ოვალური ფერის. შეიცავს მოყვითალო ფერის, ანისის სუნის სითხეს.

ფრამაკოთერაპიული ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოდინამიკა:
ანისულის ზეთის ფგარმაკოლოგიურ აქტივობას განაპირობებს მისი შემადგენლობა: ტრანსანეთოლი (84-94%), ცის-ანეთოლი, ანისულის ალდეგიდი, ესტრაგოლი, ლინალოოლი, და a-ტერპინეოლი. პრეპარატს ახასიათებს ამოსახველებელი, სპაზმოლიტური, ანტიმიკროული მოქმედება. ასტიმულირებს ბრონქიოლებისა და მოციმციმე ეპითელის მოტორულ ფუნქციას. რაც ხელს უწყობს ექსუდატის გამოყოფას ზედა სასუნთქი სისტემიდან. აძლიერებს ბრონქოილური ჯირკვლების სეკრეციას. ამცირებს ნახველის სიბლანტეს.       

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება ხველა ძნელად გამოსაყოფო ნახველით.
 
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ბავშვები 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობა წყლის დაყოლებით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა. განმეორებითი მკურნალობის კურსი ტარდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ დაავადების სიმპტომები არ გაივლის მკურნალობის 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის ვადა:
3 წელი
ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი პრეპარატი არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
100 მგ-ანი ჟელატინის კაფსულები. 10 ცალი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი:

DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია