ევკალიპტის ბალზამი
DR. THEISS EUKALYPTUS BALZAMS
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა:
100გ შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ევკალიპტის ზეთი-7.5გ;
ფიჭვის წიწვების ზეთი-7.5გ;
ქაფური-5გ;
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის ტაროს ზეთი 48.0გრ, მყარი ცხიმი 8.0გრ, ფუტკრის სანთელი 24.0გრ.
ფორმა:
მალამო გარეგანი ხმარებისა და ინგალაციისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივ გამაღიზიანებელი, ამოსახველებელი და ანტისეპტიკური საშუალება.
ჩვენება:
კომპლექსურ თერაპიაში ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ბრონქიტის ჩათვლით), ხველებით და ძნელად გამოსაყოფი ბრონქული სეკრეტით მიმდინარე.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბრონქიალური ასთმა, სპასტიური ხველა, პრეპარატის წასმის ადგილას კანის საფარველის დაზიანება და კანის დაავადება.
ბავშვები 3 წლამდე.
ორსულობის და ლაქტაციის დროს ექიმის რეკომენდაციით.
სიფრთხილე:
დაუშვებელია ბალზამის მოხვედრა სახეზე, თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანზე.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იყენებენ, როგორც გარედან წასასმელად, აგრეთვე საინჰალაციოდ.
მოზრდილებს და ბავშვებს 3 წლდან მალამოს უსვამენ მკერდზე და ზურგზე, რამდენჯერმე დღეში (განსაკუთრებით ღამით), წასმულ ადგილებზე აფენენ შალის ტილოს და აჩერებენ თბილათ.
საინჰალაციოდ-ამზადებენ ცხელ ხსნარს (0.5-1ლ ცხელ წყალში, არა მდუღარეში, ხსნიან 2 ჩაის კოვზ ბალზამს) ატარებენ ინალაციას 5-10 წუთის განმავლობაში.
შენახვის ვადა:
3 წელი
შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany