ევკალიპტი +C
eucalipty + C
ტაბლეტები
პარასამკურნალო საშუალება შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
შემადგენლობა:
ევკალიპტის ზეთი - 6მგ,
მენთოლი - 5მგ,
ასკორბინის მჟავა - 20მგ,
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი; სორბიტი; ტალკი; კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი; აეროსილი; ყავისფერი პიგმენტი;
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდური, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.
გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალება.
-პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა).
-ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).
უკუჩვენება:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში: 8 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსი არ აღემატება 5 დღეს.
გამოშვების ფორმა:
10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.