ეკოფუცინი®

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება

ეკოფუცინი®

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ნატამიცინი

სამკურნალო ფორმა

ვაგინალური სუპოზიტორია

ერთი სუპოზიტორის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ნატამიცინი (100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტულოზა – 300 მგ, მაკროგოლის გლიცერილჰიდროქსისტეარატი – 200 მგ, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური – 20 მგ, მყარი ცხიმი (სუპპოცირი AM) 2300 მგ-მდე.

აღწერილობა

ტორპედოსმსგავსი ფორმის თეთრიდან ღია ყავისფერი ფერის სუპოზიტორია.

დასაშვებია თეთრი ფერის ჩანართები. დასაშვებია ჰაეროვანი ღერძის ან

ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

კოდი ათქ: G01AA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ნატამიცინი – სოკოს საწინააღმდეგო პოლიენური ანტიბიოტიკია მაკროლიდების ჯგუფიდან, რომელსაც აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. ფლობს ფუნგიციდურ მოქმედებას. უკავშირდება უჯრედების მემბრანების სტეროლებს, არღვევს მათ მთლიანობას და ფუნქციას, რაც იწვევს მიკროორგანიზმების სიკვდილს.

აქტიურია პათოგენური საფუარა სოკოების უმრავლესობის (განსაკუთრებით, Candida albicans), საფუარების (Torulopsis, Rhodotorula), ასევე სხვა პათოგენური სოკოების (Aspergillus, Penicillium) მიმართ. ნაკლებად აქტიურია დერმატოფიტების (Trichophyton, Microsporum, Epidermophyton) მიმართ. არ მოქმედებს in vitro გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.

რეზისტენტობა ნატამიცინის მიმართ კლინიკურ პრაქტიკაში არ არის გამოვლენილი.

ფარმაკოკინეტიკა

ეკოფუცინი® არ ფლობს სისტემურ მოქმედებას, რადგან პრაქტიკულად არ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან და ინტაქტური ლორწოვანი გარსიდან.

გამოყენების ჩვენება

ვაგინიტები, ვულვიტები, ვულვოვაგინიტები, გამოწვეული Candidа ოჯახის სოკოებით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი ეკოფუცინის® გამოყენება შესაძლებელია ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზები

კანდიდოზური ვაგინიტების, ვულვიტების, ვულვოვაგინიტების დროს: ინტრავაგინალურად ერთი სუპოზიტორი 3-6 დღის განმავლობაში.

სუპოზიტორია წინასწარ თავისუფლდება კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვიდან, შეიყვანება ვაგინალურად, მწოლიარე მდგომარეობაში, რაც შეიძლება ღრმად,  დღეში 1-ჯერ, ღამე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია კიდევ რამდენიმე დღე. მენსტრუაციის დროს სუპოზიტორიის გამოყენება წყდება.

ჩანდიდა ალბიცანს გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ვაგინიტების დროს, დამატებით ინიშნება ნატამიცინი შიგნით მისაღები ტაბლეტების სახით: 1 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ 10-20 დღის განმავლობაში ნაწლავებში კანდიდოზური ინფექციის კერის სანაციისთვის.

გვერდითი მოქმედება

ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია მსუბუქი გაღიზიანება და წვის შეგრძნება შეყვანის ადგილას.

ჭარბი დოზა

მიმდინარე დროისთვის, პრეპარატი ეკოფუცინით® ჭარბი დოზის შემთხვევები არ არის აღწერილი.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი ეკოფუცინის® ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები

ვაგინალური აპლიკაციის დროს, სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით, სუპოზიტორია გარდაიქმნება ქაფისებრ მასად, რაც ხელს უწყობს ნატამიცინის თანაბად გადანაწილებას ლორწოვან გარსზე.

მკურნალობის პერიოდში არ არის საჭირო სქესობრივი კონტაქტის გამორიცხვა, თუმცა, რეკომენდებულია პარტნიორის კვლევა, და, კანდიდოზური ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში, ნატამიცინით მკურნალობის კურსის ჩატარება. მკურნალობის პერიოდში საჭიროა კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამო-ყენება.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი ეკოფუცინის® გამოყენება არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუა-ლებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

ვაგინალური სუპოზიტორია 100 მგ.

3 სუპოზიტორია პვქ/პე კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება შუქისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 ºС  ტემპე-რატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

იურიდიული პირის სახელწოდება და მისამართი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა/ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეტენზიებს:

აო ,,ავვა რუს”, რუსეთი, 121614, ქ. მოსკოვი, კრილატსკიე ხოლმის ქ., ს. 30, კორპ. 9,

ტელ.: +7 (495) 956-75-54

მწარმოებელი

აო ,,ავვა რუს”, რუსეთი, 610044, კიროვის ოლქი, ქ. კიროვი, ლუგანსკაიას ქ., ს. 53ა.

ტელ: +7 (8332) 25-12-29;

avva.com.ru

ecoantibiotic.ru

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია