საერთაშორისო დასახელება:
CHLORHEXIDINE; CALCIUM CARBONATE
მწარმოებელი: Piere Fabre Medicament, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: ქლორჰექსიდინი +კალციუმის კარბონატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება ჰემოსტატიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კბილის პასტა: ტუბში 100 გ
100 გ
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი ........................ 4 მგ
კალციუმის კარბონატი .......................................... 25 გ
ექსციპიენტი: ............................... ...................... 100 გ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელგიდიუმის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი გამოირჩევა ბაქტერიოციდული მოქმედების ფართო სპექტრით: გრამდადებითი ბაქტერიები: გრამუარყოფითი ბაქტერიები, სოკოვანი ფლორა. კალციუმის კარბონატი ხელს უწყობს ღვიძლის კოლაგენური ბოჭკოების აღდგენას, ღრძილებზე სისხლდენის კერების ლოკალიზებას. ზრდის ნერწყვის pH, ანეიტრალებს მჟავა გარემოს.
ჩვენებები:
- პაროდონტის დაავადებების (გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი) მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:
აუცილებელია კბილების გაწმენდა არანაკლებ 2-ჯერ დღეში 2-3 წუთის განმავლობაში. პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის დროს რეკომენდებულია კბილის პასტა ელგიდიუმის გამოყენება სავლებ საშუალება ელუდრილთან და ღრძილების გელ პაროდიუმთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.