მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პირის ღრუს დასამუშავებლად: ფლაკონში 90 მლ
100 მლ
ქლორჰექსიდინის დიკლუკონატი ................ 0.10 გ
ქლორბუტანოლი ........................................... 0.10 გ
ნატრიუმის დოკუზატი .................................. 0.10 გ
სპირიტი ................................................. 42.8% 3/3
ექსციპიენტი: პიტნის ზეთის ესენცია, სუფთა წყალი 100 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელუდრილი ავლენს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ტკვილგამაყუჩებელ, შეხორცებისათვის ხელისშემწყობ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედი კომპონენტების ოპტიმალური შემცველობა უზრუნველყოფს პირის ღრუს ნორმალური ფლორის შენარჩუნებას. ელუდრილი სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.
ჩვენებები:
- ანგინები;
- ლორ-ორგანოების დაავადებების დროს პრე- და პოსტოპერაციული მოვლის საშუალება;
- გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
- პირის ღრუს ლორწოვანი პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
- მოსახსნელი პროთეზების დეზინფექცია.
მიღების წესი და დოზირება:
ელუდრილი გამოიყენება განზავებული სახით, ნახევარ ჭიქა წყალზე (განზავება 1:6 ან 1:10) 2-ჩაის კოვზი. ინიშნება 2-3-ჯერ დღეში, როგორც პირის ღრუს სავლები საშუალება. რეკომენდებულია ელუდრილის გამოყენება კომპლექსურად ღრძილების სამკურნალო გელ პაროდიუმთან და ანტიბაქტერიულ კბილის პასტა ელგიდიუმთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები:
ელუდრილი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს და არ გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.