მწარმოებელი: Laboratoires BIOCODEX, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიური წარმოშობის ანტიდიარეული პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.
1 კაფს.
ლიოფილიზებულ Saccharomyces boulardii-ი (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32.5 მგ ლაქტოზა) .............................................. 282.5 მგ
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.
ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტები, შეფუთვაში 10 ც
1 პაკ.
ლიოფილიზებული Saccharomyces boulardii-ი (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32.5 მგ ლაქტოზა) 282.5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლევულეზა (ფრუქტოზა), არომატიზატორი "tutti frutii"
ჩვენებები:
- მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;
- მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი;
- ანტიბიოტიკების, ციტოსტატური, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი;
- შიდსთან ასოცირებული დიარეა;
- გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი;
- დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.
მიღების წესი და დოზირება:
1 წლამდე ასაკში: 1-2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ასაკის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალში ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, დისპეფსიური მოვლენები.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
*არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.