საერთაშორისო დასახელება:

GLYCYRRHIZIC ACID

მწარმოებელი:CHEMINOVA INTERNATIONAL S. A, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: გლიცირიზინებული მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 5 მლ

1 მლ

გლიცირიზინებული მჟავა ....................            1 მგ

დახმარე ნივთიერებები:

მალეინის მჟავა, ფუარის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ემულსიური ცვილი, ფენონიპი, არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლიცირიზინებული მჟავა - აქტიური ნივთიერება, განკუთვნილია ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სხვადასხვა ფორმების სამკურნალოდ. გლიცირიზინებული მჟავას გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებადი მოქმედება. კრემის სპეციალური შემადგენლობა განაპირობებს მის ჰიდრაციულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკის მიზნით ჰერპესის ვირუსით ტუჩების, პირის ღრუსა და ცხვირის არეში ლორწოვანი გარსისა და კანის დაზიანების შემთხვევაში: ტუჩების ანთება, სიმშრალე, დაწყლულვა, ნახეთქები და სხვა დაზიანება.
  • გენიტალური ჰერპესი;
  • გარე არახელსაყრელი ფაქტორებისაგან ტუჩების დაცვა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის თხელი ფენა წაისვით 3-5-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე, არ შეიზილოთ. აუცილებლობის შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობის კურსი დაავადების სიმპტომების სრულ გაქრომამდე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (აციკლოვირი, იოდოურიდინი, ინტერფერონი) ეპიგენის მიღების დროს აღინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება. ვირუსული ინფეციის მკურნალობის კურსის ჩატარების დროს არ არის რეკომენდებული ინტერფერონოგენების მიღება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია