საერთაშორისო დასახლება:

კომბინირებული პრეპარატი

მწარმოებელი: Viva Pharmaceuticals Inc - ის მიერ კანადა ,

სამკურნალო ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები

შემადგენლობა:

1 რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :

ენოთერას ზეთი 10% - 1000 მგ ;

ვიტამინი E - 14 სე .

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მატონიზირებელი საშუალება

ჩვენებები:

*ეგზემა , დერმატიტი , აკნე და კანის სიმშრალე ;

*პრემენსტრუალური სინდრომი ;

*მასტალგია ( მკერდის ტკივილი და მტკივნეულობა );

*დიაბეტური ნეიროპათია ;

*გაფანტული სკლეროზი ;

*რევმატოიდული ართრიტი ;

*ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება .

უკუჩვენებები:

ეპოვექსის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას - გამა - ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა . ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს ,   ლინოლენისა და გამა - ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა - ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1- ის წინამორბედს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე , რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას ; თრომბოციტებზე , რაც იწვევს მათ აგრეგაციას ან დეზაგრეგაციას ; სპინალურ ნეირონებზე , რაც იწვევს ტკივილს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე .

ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს , სისხლის წნევას , სითხის ბალანსს , სისხლის შედედებას , სხვა ჰორმონების აქტივობას .

გამა - ლინოლენის მჟავას ნაკლებობა გამოიწვევს პროსტაგლანდინების პროდუქციის შემცირებას , რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე .

ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა - ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური   და პრემენსტრუალური ტკივილის , მათ შორის , მკერდის ტკივილის , ენდომეტრიოზით გამოწვეულ ტკივილის შემცირებას , ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას .

პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1- ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხვა ქსოვილებში , მაგ ., სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი .

გამა - ლინოლენის მჟავა ენოთერას ზეთის შემადგენლობაში ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ ალებს სიმხურვალის შეგრძნებას .

ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების , მაგ ., წყლულოვანი კოლიტის დროს .

ესენციური ცხიმოვანი მჟავები , მათ შორის ,   გამა - ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან , ამცირებს მის ექსკრეციას შარდით , ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს . ძვლის ქსოვილში მის დაგროვებას , რაც ამაგრებს ძვლებს .

ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს .

მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს .

ეპოვექსი ეგზემის საწინააღმდეგო , კანის დამატენიანებელი და გარემოს ჟანგვითი პროცესებისაგან დამცავი ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა . იცავს კანს გარემოს ჟანგვითი დაზიანებისაგან .

ვიტამინი E - ს ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება . იგი ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს , იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევს პრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .

განსაკუთრებული მითითება:

პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში , ასევე ფენოთიაზინის შემცველი საშუალებებით მკურნალობისას .

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილებში ინიშნება 1_2 კაფსულა 3- ჯერ დღეში , ერთ ჭიქა წყალთან ერთად .

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება . იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა , დიარეა , კუჭისა და თავის ტკივილი .

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .

ორსულობა და ლაქტაცია:

ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას შესახებ ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის , ასპირინის , ასევე ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .

პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს   და   K ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში , ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .

ვარგისობის ვადა:

3 წელი .

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ , პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია