საერთაშორისო დასახელება:
DEZLORATADIN
მწარმოებელი: SCHERING - PLOUGH, ბელგია
მოქმედი ნივთიერება: დეზლორატადინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექტიური ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 1 ც.
1 ტაბ.
დეზლორატადინი ...................... 5 მგ
სიროფი: ფლაკონში 60 და 120 მლ
1 მლ
დეზლორატადინი ...................... 0.5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერიუსი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. ერიუსს გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
ერიუსი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს ერიუსი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.
ჩვენებები:
- სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
- ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
მიღების წესი და დოზირება:
ერიუსის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია ერიუსის სიროფის ფორმა;
ბავშვებში 6-დან 12 თვემდე: 2.0 მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
ბავშვებში 6-დან 11 წლამდე: 5.0 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
*ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. ერიუსი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.