საერთაშორისო დასახელება:

ESSENTIAL PHOSPHOLIPIDS

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ინტრავენური ინექციისათვის: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

"ესენციალური" ფოსფოლიპიდები  .............        50 მლ 250 მგ

დამხმარე ნივთიერება: ბენზილის სპირტი  ............... 45 მგ

ესენციალე ფორტე N

კაფსულები ფორტე: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 კაფს.

"ესენციალური" ფოსფოლიპიდები  .............................. 300 მგ

დახმარე ნივთიერებები:

მყარი ცხიმი, სიოის ზეთი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, ეთანოლი, ეთილვანილინი, 4-მეთოქსიაცეტოფენონი, ჟელატინი, საღებავები E171 და E172, DL-αტოკოფეროლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული "ესენციალური" ფოსფოლიპიდებით ღვიძლს, რომელშიც დარღვეულია მეტაბოლიური აქტივობა. ქიმიური სტრუქტურით "ესენციალური" ფოსფოლიპიდები იდეალურად თანხვდება ბუნებრივ ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი უპირატესად აღწევენ ღვიძლის უჯრედების მემბრანებში.

"ესენციალური" ფოსფოლიპიდები: აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას; ამცირებენ ღვიძლის ენერგეტიკული დანაკარგის დონეს; ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; ნეიტრალურ ცხიმებსა და ქოლესტერინს გარდაქმნის ისეთ ფორმებად, რომელთა მეტაბოლიზმი გაადვილებულია; ახდენენ ნაღვლის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზაციას.

ჩვენებები:

  • ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
  • მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით), ორსულთა ტოქსიკოზი;
  • ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.

დოზირები რეჟიმი:

თუ არ არსებოობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია, მაშინ პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 1-2 ამპულა, მძიმე შემთხვევაში 2-4 ამპულა დღეში. 2 ამპულა შეიძლება შეყვანილი იქნეს ერთდროულად.

თავი შეიკავეთ შერეული ინექციებისაგან, რეკომენდებულია წამლის პარენტერალური შეყვანა რაც შეიძლება მალე შეიცვალოს პერორალური ფორმით.

თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია პერორალურად წამლის მიღების საწყისი დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა კი არის 1 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში. კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის აშლილობა (დიარეა).

უკუჩვენებები:

*წამლის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

*ვინაიდან აღნიშნული ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს, მისი გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების მკურნალობაში.

განსაკუთრებული მითითებები:

*გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.

*შეიყვანეთ ინტრევანურად და ნელა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 80Cტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია