(გაგრძელება)
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა :
მიუხედავად იმისა, რომ ესციტალოპრამი ინტელექტუალურ ფუნქციასა თუ ფსიქომოტორულ ქმედებაზე ზეგავლენას არ ახდენს, ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა სამედიცინო საშუალებამ შეიძლება, დაარღვიოს კონცენტრაციის უნარი. ამიტომ, პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის რისკის შესახებ.
ჭარბი დოზირება:
ტოქსიურობა
ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და ბევრი შემთხვევა სხვა წამლებით ჭარბ დოზირებას მოიცავს. შემთხვევათა უმრავლესობაში მსუბუქი სიმპტომები ან საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღინიშნება. 400 – 800 მგ ესციტალოპრამის დოზები ყოველგვარი მძიმე სიმპტომების გარეშე მიიღება.
სიმპტომები
ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების დროს გამოვლენილი სიმპტომები, ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (თავბრუ, ტრემორი, და აჟიტირება, იშვიათ შემთხვევებში სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვები და კომა), კუჭ-ნაწლავის სისტემასთან (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT გახანგრძლივება და არითმია) და წყალ-ელექტროლიტურ დისბალანსთან (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია) შეიძლება იყოს დაკავშირებული.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სათანადო ოქსიგენაციისა და რესპირატორული ფუნქციის უზრუნველყოფა. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება. კუჭის ამორეცხვა, პერორალური მიღებიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. რეკომენდებულია გულის და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი ზოგად სიმპტომატურ შემანარჩუნებელ ზომებთან ერთად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება;
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:
უკუნაჩვენები კომბინაციები:
მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორები:
პაციენტებში, რომლებიც სუმსს ღებულობდნენ მონოამინოქსიდაზას არასელექტიურ ინჰიბიტორებთან (მაო) კომბინაციაში მძიმე რეაქციების შემთხვევები აღინიშნებოდა, ასევე პაციენტებში, რომლებმაც ეხლახანს შეწყვიტეს სუმსით მკურნალობა და დაიწყეს მაო ინჰიბიტორებით მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა სეროტონინის სინდრომი .
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია მაო-ს არასელექტიურ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყება შეიძლება მაო-ს შეუქცევადი ინჰინიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ და მაო-ს შექცევადი ინჰინიტორებით (RIMA), მაგ: მოკლობემიდით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე ერთი დღის შემდეგ. მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე, ესციტალოპრამის შეწყვეტიდან სულ მცირე 7 დღე უნდა გავიდეს.
არასასურველი კომბინაციები:
მაო -A-s შექცევადი, სელექტიური ინჰიბიტორი (მოკლობემიდი) :
სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო, ესციტალოპრამის კომბინაცია მაო -A ინჰიბიტორებთან რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუცილებელია, ის უნდა დაიწყოს მინიმალური დოზებით და კლინიკური მონიტორინგის გაძლიერების პირობებში.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვენ :
სელეგილინი:
სელეგილინთან კომბინაციაში (მაო -B შეუქცევადი ინჰიბიტორი), სიფრთხილეა საჭირო სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო. დღეში 10 მგ-მდე სელეგილინის დოზა უსაფრთხოდ გამოიყენება ციტალოპრამთან ერთად.
სეროტონინერგული სამედიცინო პრეპარატები
სეროტონინერგულ პრეპარატებთან (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის განვითარება.
კრუნჩხვითი ზღურბლის დამწევი სამედიცინო საშუალებები:
სუმსს შეუძლია, დააქვეითოს კრუნჩხვითი ზღურბლი. სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვით ზღურბლს (მაგ. ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, სუმსი), ნეიროლეპსიურები (ფენოთიაზინი, თიოქსანტენი და ბუტიროფენონები) მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი).
ლითიუმი, ტრიპტოფანი
ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან სუმსის გამოყენებისას შეიძლება, აღინიშნებოდეს ეფექტის გაძლიერება, ამიტომ ამ საშუალებებთან ერთად სუმსის გამოყენებისას სიფრთხილეა აუცილებელი.
კრაზანა
სუმსისა და კრაზანას შემცველი მცენარეული საშუალებების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
სისხლდენები
ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს ანტიკოაგულაციური ეფექტი. პაციენტები, რომლებიც პერორალურ ანტიკოაგულანტებს ღებულობენ, ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებისას სათანადო მონიტორინგს საჭიროებენ.
ალკოჰოლი
ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ისევე როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების დროს, ალკოჰოლთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები :
ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა:
ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP2C19- ით. CYP3A4 და CYP2D6 – მა შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს მეტაბოლიზმს, თუმცა მცირედით. მთავარი მეტაბოლიტის S-DCT-s (დემეთილირებული ესციტალოპრამი) მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით.
ესციტალოპრამის კომბინირება ომეპრაზოლთან (30 მგ დღეში ერთხელ) (ფერმენტების ზომიერად ძლიერი ინჰიბიტორი) იწვევს ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 50%-ით).
ესციტალოპრამის კომბინირება ციმეტიდინთან (400 მგ დღეში ორჯერ) (ფერმენტების ზომიერად ძლიერი ინჰიბიტორი) იწვევს ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 70%-ით).
ამრიგად, CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ. ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთობლივი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. თანმხლები მკურნალობის დროს შეიძლება, საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება. ესციტალოპრამის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: ესციტალოპრამი CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორია. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად ამ ფერმენტით მეტაბოლიზდებიან, და რომელთაც ვიწრო თერაპიული ინდექსი გააჩნიათ, როგორიცაა მაგალითად: ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას), ან ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდებიან CYP2D6- ით, მაგალითად@ ანტიდეპრესანტები, როგორიც არის დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი ან ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგალითად რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. დოზირების კორექცია შეიძლება გამართლებული იყოს. დეზიპრამინტან ან მეტოპროლოლთან კომნიბირებამ ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ამ ორი CYP2D6- ის სუბსტრატის პლაზმური დონის ორჯერ მომატება. In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ ესციტალოპრამმა შეიძლება, გამოიწვიოს CYP2C19- ის სუსტი ინჰიბირება. სიფრთხილეა საჭირო ისეთ სამკურნალო საშუელებებთან კომბინირებისას, რომლებიც CYP2C19-ით მეტაბოლიზდებიან.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25oC-ის პირობებში ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.