ფარმაკოლოგიური თვისებები
დამახასიათებელია გამოხატული კაპილარპროტექტორული აქტივობა და ანტიექსუდაციური მოქმედება.
ჩვენებები
- პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი და ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები (შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვა, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი ქვედა კიდურებში), ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული ცვლილებები;
- პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპება რბილ ქსოვილებში (მათ შორის - თავის ტვინში).
დოზირების რეჟიმი
- ზრდასრულებისათვის ვენაში 5-10 მგ დღეღამეში;
- ბავშვებისათვის 3 წლის ასაკამდე 100 მკგ/კგ/დღეღამეში;
- 3 წლიდან 10-წლამდე 200 მკგ/კგ/დღეღამეში.
შიგნით მისაღები დოზა დამოკიდებულია წამლის ფორმაზე და ინდივიდუალურად დგინდება.
გარეგანი გამოყენების შემთხვევაში ფრთხილად შეზელვაა საჭირო დაზიანების კერებში რამდენიმეჯერ დღეღამეში.
გვერდითი მოვლენები
♦ ალერგიული რეაქციები - კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება;
♦ ანგიონევროზული შეშუპება;
♦ იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.
უკუჩვენებები
* მკვეთრი გადახრები თირკმლის ფუნქციებში;
* ჭარბი მგრძნობელობა ესცინისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
ვენაში შეყვანის დროს გამხსნელის დოზა უნდა გაორმაგდეს თუ ავადმყოფი მიდრეკილია თრომბოზებისადმი და აგრეთვე, ორსულობის საწინააღმდეგო პრეპარატების (კონტრაცეპტივები) მიღების შემთხვევაშიც.