ეუკარბონი - ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერებები:
სენას ფოთლები (folium sennae)
რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei)
მცენარეული ნახშირი (carbo ligni)
გასუფთავებული გოგირდი (sulfur depuratum)
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
აღნიშნული მედიკამენტი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ეუკარბონის მიღება სიფრთხილით.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
- დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
- თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა რამდენიმე დღეში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ანოტაციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ანოტაციაში მოცემულია:
- რა არის ეუკარბონი და მისი გამოყენება
- რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე
- ეუკარბონის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ეუკარბონის შენახვის წესი
- დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ეუკარბონი და მისი გამოყენება
- ეუკარბონში შემავალი აქტიური ნივთიერებები ექსკლუზიურად მცენარეული და მინერალური წარმოშობისაა და აქვს მონელების მარეგულირებელი და მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. მცენარეულ ნახშირს აქვს უნარი შეიწოვოს სხვადასხვა სახის ტოქსიური მეტაბოლური ნივთიერებები, რომლებიც შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება სენას ფოთლებისა და რევანდის ფესვების ექსტრაქტის საფაღარათო ეფექტის შედეგად. გოგირდს აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ნაწლავში.
- ეუკარბონის ტაბლეტების მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ვლინდება მისი მიღებიდან 8-10 საათში.
- მცირე რაოდენობით პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ყაბზობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ერთად, ეუკარბონის მიღებამ აჩვენა დადებითი შედეგები.
ჩვენებები:
- ნაწლავის მოქმედების შენელება
- ყველა ფორმის ყაბზობა
- ფერმანტაციისა და ლპობის პროცესი ნაწლავში
- მეტეორიზმი (იწვევს დიაფრაგვის აწევას)
- შებერილობა
- ნაწლავის ინტოქსიკაცია
- ჰემოროიდული გენეზის ყაბზობა
2. რა უნდა ვიცოდეთ ეუკარბონის მიღებამდე
არ შეიძლება ეუკარბონის მიღება
- თუ პაციენტი ალერგიულია (აქვს მომატებული მგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ფესვის ექსტრაქტის, გასუფთავებული გოგირდის ან ეუკარბონის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
- ნაწლავის ოკლუზიის დროს
- ნაწლავის ანთების
- უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილის დროს
- წყლის და მინერალების ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევისას
- თუ საეჭვოა კუჭის და ნაწლავის წყლული
- აპენდიციტი
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა.
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ეუკარბონის მიღებისას
- თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია შეძლებისდაგვარად მალე.
- ორსულობისას. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ორსულობის ყოველი შემთხვევის შესახებ.
სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. არ შეიძლება ეუკარბონის მიღება ხანგრძლივად (1-2 კვირაზე მეტხანს) თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.
ეუკარბონი არ გამოყენება გახდომისთვის.
გახანგრძლივებული მკურნალობისას, როდესაც მედიკამენტის მიღება გრძელდება 14 დღეზე მეტხანს, ეფექტურობამ შეიძლება იკლოს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა რომელიმე მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
თუ პაციენტი იღებს საგულე საშუალებებს
გაძლიერებული ჰიპოკალემიის დროს (კალიუმის ნაკლებობა) ზოგიერთი საგულე საშუალების (საგულე გლიკოზიდები) ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს.
ეუკარბონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეუკარბონის მიღება შეიძლება კვების დროს ან კვების შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია
რომელიმე მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ შეიძლება ეუკარბონის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეუკარბონის შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ
ერთი ტაბლეტი ეუკარბონი შეიცავს 43,4 მგ შაქარს (საქაროზა) და მიიღება დიაბეტის დროს. თუ მკურნალი ექიმის თქმით პაციენტს აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
3. ეუკარბონის მიღების წესი
ეუკარბონი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მკურნალი ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება განსხვავებული არ არის, ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების დროს ან კვების შემდეგ. მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად. სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის საღამოს დოზა უნდა გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.
ეუკარბონის ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (სულ მცირე ერთი ჭიქა წყალი).
ეუკარბონის დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების ნიშანი შეიძლება იყოს ფაღარათი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან ეუკარბონით მკურნალობის შეწყვეტა.
ეუკარბონის დოზის გამოტოვება
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად ეუკარბონსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ გამოუვლინდება ისინი. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ანოტაციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი.
- ძალიან იშვიათად (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000-დან) გულისრევა ან ღებინება - შეიძლება წარმოადგენდეს დოზის გადაჭარბების ნიშანს.
- დიდი დოზების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს მინერალური მარილების დაკარგვა, განსაკუთრებით კალიუმის მარილების, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება ნაწლავის აქტივობის შესუსტების გამო.
- იშვიათად, როგორც ალკალინური რეაქცია, შეიძლება გამოიხატოს შარდის ოდნავ მოწითალო შეფერილობა, რაც არ არის მნიშვნელოვანი.
5. ეუკარბონის შენახვის წესი
- ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- ინახება ორიგინალ კონტეინერში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
- არ შეიძლება ეუკარბონის გამოყენება მუყაოს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხობს თვის ბოლო დღეს.
- არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი მედიკამენტის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
7. დამატებითი ინფორმაცია
ეუკარბონის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
- სენას ფოთლები (folium sennae) 150mg
- რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei) 25mg
- მცენარეული ნახშირი (carbo ligni) 180mg
- გასუფთავებული გოგირდი (sulfur depuratum) 50mg
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი (saccharosum), სიმინდის სახამებელი (amylum maydis), თეთრი ფერის თიხა (bolus alba), ტალკი, არაბიკის ზეთი, ესენციური კამის ზეთი, ესენციური პიტნის ზეთი.
ეუკარბონის შეუთვა:
ნაცრისფერი-შავი, შემოუგარსავი ტაბლეტები, გამყოფი ხაზის გარეშე, 10, 30, 50, 100 და 500 ტაბლეტი შეფუთვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ფ. ტრენკა, ქიმ.-ფარმ. ქარხანა გეს.მ.ბ.ჰ:
გოლდეგასსე 5,
A-1040 ვენა.
ტელ: +43 1 505 03 41-0
ფაქსი: +43 505 03 41-31
ელ-ფოსტა: office@eucarbon.at