ეუფილინი 2.4% 5მლ #10ა
1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - ეუფილინი 0,24 გ,
დამხმარე ნივთიერება - საინიექციო წყალი - 10 მლ-მდე.
ეუფილინი პურინის წარმოებული პრეპარატია, შეიცავს თეოფილინს (80%) და 1,2 ეთილენდიამინს (20%). თეოფილინი იწვევს ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებას და ზრდის ციკლური ადენოზინმონოფოსფატას დაგროვებას ქსოვილებში, რაც ამცირებს ბრონქების გლუვი კუნთების კუმშვად აქტიურობას
თეოფილინი აფართოებს ბრონქებს და სისხლძარღვებს,ძირითად თავის ტვინის, კანის და თირკმელების სისხლძარღვებს; ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას პერიფერიულ ვენურ სისტემაზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თირკმლებში, გააჩნია დიურეზული მოქმედება, თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტიმულირებს სუნთქვის ცენტრის მოქმედებას, ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირეს და სიძლიერეს;
ვენაში შეყვანისას ეუფილინის შეკავშირების ხარისხი პლაზმის ცილებთან შეადგენს 60%, ნაწილდება სისხლში, სითხეებში და კუნთებში, არ გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში. გაივლის პლაცენტარულ ბარიერს. შეყვანილი დოზის 90% მეტაბოლიზდება ღვიძლში და ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, 7-13 % გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით.
ეუფილინი გამოიყენება ბრონქული ასთმისას სისხლმიმოქცევის უკმარისობით მცირე წრეში, აგრეთვე კარდიალში ასთმის დროს, განსაკუთრებით მაშინ როცა შეტევებს თან ახლავს ბრონქოსპაზმები და ჩეინ-სტოქსის ტიპის სუნთქვის დარღვევა. გამოიყენება ათეროსკლეროზული წარმოშობის ცერებრალური სისხლძარღვოვანი კრიზის კუპირებისათვის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისას.
ეუფილინის 2,4% ხსნარი შეყავთ ვენაში.
ვენაში (მოზრდილებში) შეყავთ 5-10მლ 2,4% ეუფილინის ხსნარი, რომელსაც ანზავებენ 10-20 მლ ნატრიუმის იზოტონურ ხსნარში. შეყავთ ნელა (4-6 წთ განმაბლობაში).
შეიძლება პრეპარატის ვენაში წვეთოვანი გზით შეყვანა (10-20 მლ 2,4% ხსნიან 500 მლ 5% გლუკოზის ხსნარში ან 100-150 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეყავთ 30-50 წვეთი წთ-ში სიჩქარით).
მოზრდილებში ვენაში ეუფილინის უმაღლესი დოზებია:
ერთჯერადი დოზა- 0,24 გ, სადღეღამისო - 0,48 გ
ვენაში შეყვანისას – მტკივნეულობა. ვენაში სწრაფად შეყვანისას - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება ასეთ შემთხვევებში წყვეტენ პრეპაპატის შეყვანას და ატარებენ შესაბამის სიმპტომატური თერაპიას.
პრეპარატი უკუჩვენებია (განსაკუთრებით ვენაში შეყვანისას) დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, კორონალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება, პაროქსიზმული ტაქიკარდია; ეპილეპსიის დროს.
დაუშვებელია 14 წლამდე ბავშვებში ეუფილინის ვენაში შეყვანა.
გაფრთხილება
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნა საჭიროებს ბავშვისათვის პოტენციური რისკის შეფასებას და წარმოებს მხოლოდ ექსტრემალური მაჩვენებლების დროს.
ეფედრინი, კოფეინი და ფუროსემიდი აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას. ფენობარბიტალთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან კომბინაციაში ეუფილინის ეფექტურობა მცირდება.
პრეპარატი ამცირებს ლითიუმის კარბონატის და ბეტაადრენობლოკატო-რების თერაპიულ ეფექტს.
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25ºC.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
გაიცემა რეცეპტის გარეშე