მწარმოებელი: HEEL,გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რინიტების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები: ფლაკონში 20 მლ, პულვერიზატორით.
100 მლ
Euphorbium D4 …………………… 1 მლ
Pulsatila pratensis D2 ……………… 1 მლ
Luffa operculata D2 ……………… 1 მლ
Hydrargycum bijodatum D8 ……. 1 მლ
Hepar sulfuris D10 ………………….. . 1 მლ
Argentum nitricum D10 ………….. 1 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცხვირის წვეთები ხელს უწყობს სეკრეტის გამოყოფას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას. იგი ახდენს ლორწოვანი გარსის გამოშრობის პრევენციას და უზრუნველყოფს თავისუფალ სუნთქვას. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის მის თერაპიულ ეფექტს.
ჩვენებები:
- სხვადასხვა გენეზის რინიტები (ბაქტერიული, ალერგიული), მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტები;
- გაზაფხულის სურდოს დროს, ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი და დოზირება:
1-2 შესხურება ორივე ნესტოში 3-5-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვის სეკრეციის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები:
არ გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.