მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ

100 მლ

Euphorbium D3 ..............         1 მლ

Pulsatila D2  ....................       1 მლ

Luffa operculata D6 ........         1 მლ

Mercurius bijodatus D8   ......    1 მლ

Mucosa nasalis suis D8  ..........  1 მლ

Hepar sulfuris D10  ..........       1 მლ

Argentum nitricum D10  ..        1 მლ

Sinusitis - Nosode  D13 .....       1 მლ

Spiritus 45 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხასიათდება ანთების საწინაღმდეგო თვისებებით.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტები (მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი გამოხატულია განსაკუთრებით ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული პროცესისას - მშრალი ფორმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია), ევსტაქიიტი, შუა ყურის ანთება;
  • ოზენას შემთხვევაში, როგორც დამხმარე საშუალება.
  • შუა ყურის წყალმანკისა და ქრონიკული ოტიტის დროს რეკომენდებულია პრეპარატის ორივე ფორმის ერთდროული გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მწვავე მდგომარეობისას - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში; შემდგომში დოზა შეიძლება შევამციროთ - 10 წვეთი 6-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვდენის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია