საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; PHENYLEPHRINE; CHLORPHENYRAMINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

პარაცეტამოლი  ....................................       500 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი  ........         10 მგ

ქლორფენირამინის მალეატი  ..................       2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეფექტი ფლუ კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. პარაცეტამოლი ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაცივებასთნა დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება α1-ადრენომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები, ხახა) ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების შემცირების გზით, იგი ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას, რომელიც დარღვეულია გრიპის, გაცივებისა და ალერგიული დაავადებების დროს.

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს, ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას. იგი ხასიათდება პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობით, გააჩნია ასევე სედატიური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ამცირებს კონიუნქტივიტის, ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.

ფარმაკოკინეტიკა:

პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მაქსიმალური კონცენტრაციას პლაზმაში 1 სთ-ში აღწევს. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 0.5-2 სთ-ის განმავლობაში. პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშრდება მისი 20%. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 სთ-ს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. წარმოქმნილი კონიუგატები (გლუკურონიდები და სულფატები) ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით გამოიყოფა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ადვილად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში, ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი - 2-3 სთ-ს, მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას საშუალებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით.

ქლორფენირამინის მალეატი პერორალური მიღებისას ადვილად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ, ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 25-50%-ს. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი - დაახლოებით 20 სთ-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმელებისა და ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები:

  • გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა.
  • ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია);
  • ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ბავშვებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებდა.

იშვიათად მოსალოდნელია:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია;

სისხლმბადი სისტემების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სხვა: ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ძილიანობა, მოუსვენრობა, სისუსტე.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

* სისხლის სისტემის დაავადებები;

*ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია);

*არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები;

*გლაუკომა;

*პროსტატის ჰიპერტროფია;

*ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები;

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ღვიძლისა ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის ქრონიკული დაავადების ჰიპერთირეოზის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღება დაუშვებელია ალკოჰოლთან ერთად.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები, თირკმლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა, ადსორბენტების (გააქტივებული ნახშირი) დანიშვნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ანტიდოტები: მეთიონინი ჰიპერდოზირებიდან 8--9 სთ-ის შემდეგ, და N-აცეტილცისტეინი - 12 სთ-ის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ეფექტი ფლუს და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციურ საშუალებებთან (მათ შორის, ვარფარინთან) ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

არასასურველია ეფექტი ფლუს დანიშვნა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ქოლინობლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან და პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

პრეპარატის მიღება ტრანქვილიზატორებთან, საძილე და ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია