ექსოდერილი
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი ეთანოლის სუნით.
გამოშვების ფორმა.
გარეგანად გამოსაყენებელი 1%-იანი ხსნარის 20 მლ მუქი ფერის შუშის
ფლაკონებში; 1 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გამოყენების ჩვენებები
ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიზინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის სოკოვანი ინფექციების დროს.
ექსოდერილი ეფექტურია დერმატოფიტების წინააღმდეგ, ზომიერად აქტიურია საფუარის, ობის და სხვა საკოების წინააღმდეგ (e.g. Sporothrix schenkii).
იგი ასევე ავლენს ანტიბაქტერიული აქტივობას სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართებაში, რომლებიც ხშირად თან სდევს მიკოზებს.
კლინიკური გამოყენებისას აღინიშნებოდა ნაფტიზინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის წყალობითაც სწრაფად ქრება ანთების ნიშნები (შეწითლება, შეშუპება, აქერცვლა) და, განსაკუთრებით, ქავილი. ექსოდერილი გამოიყენება სოკოვანი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია ნაფტიზინის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით:
- კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები თანმხლები ქავილით ან მის გარეშე;
- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები;
- კანის კანდიდოზები;
- ქატოსებრი ლიქენი.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიზინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გამოყენებისას ექსოდერილის ხსნარი განკუთვნილი არ არის ოფტალმოლოგიაში გამოსაყენებლად. დაუშვებელია ხსნარის ღია ჭრილობებზე ან ნახეთქებზე გამოყენება. პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. პრეპარატი დაიტანება გაუზავებელი სახით და მას არ ურევენ სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებს, რადგანაც შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი იყოს. არ არის ფოტოტოქსიური და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუს აჭმევთ, ან თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, სანამ გამოიყენებთ ამ წამალს. სიფრთხილის მიზნით უნდა მოერიდოთ ექსოდერილის გამოყენებას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებით მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე
დღემდე შეტყობინებები ზეგავლენის შესახებ არ შემოსულა.
დოზები და გამოყენების წესი
ექსოდერილი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანზე ან ფრჩხილებზე. გამოიყენეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც იყო დანიშნული ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.
დოზირება
კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ დღე-ღამეში ერთხელ.
დაზიანებული კანი და მის გვერდით უბნები გაწმინდეთ, გაიმშრალეთ, შემდეგ
საგულდაგულოდ დაასველეთ ხსნარით პირდაპირ ბოთლიდან ან ბამბის ტამპონის მეშვეობით.
მოერიდეთ თვალებში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრას.
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ პრეპარატი დღე- ღამეში ორჯერ, ფრჩხილის თავისუფალი კიდის მხრიდან დატანის მეშვეობით. ხსნარის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია ფრჩხილის დაზიანებული ნაწილის მაქსიმალურად მოცილება მაკრატლითა და ფრჩხილების ქლიბით. ბავშვები და მოზარდები: ნაფტიზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დამტკიცებული არ იქნა (გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია).
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
გამოყენების ხანგრძლივობა
ინფექციის რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ორი კვირით კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.
იმისათვის, რომ გამოჯანმრთელდეთ რაც შეილება სწრაფად და განმეორებითი დასნებოვნების პროფილაქტიკის მიზნით, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები: ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი და თეთრეული, რომელიც უშუალო კონტაქტშია დაავადებულ კანთან. არ ატაროთ უხეში მჭიდრო, ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (მაგალითად, სინთეტიკური წინდები, მჭიდრო ფეხსაცმელი). ასევე უნდა საგულდაგულოდ გაიმშრალოთ დაავადებული კანი დაბანვის შემდეგ. ჭურჭლის გასარეცხად განკუთვნილი ტილო და პირსახოცები უნდა ყოველდღე შეცვალოთ.
ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და, განსაკუთრებით, იმისთვის, რომ გამორიცხოთ განმეორებითი დაავადება, არ იაროთ ფეხშველა თქვენთან სახლში, სააბაზანოში, სასტუმროში, აუზზე.
საუნაში და აბაზანოში შეგიძლიათ იაროთ მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან განკურნების შემდეგ.
სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი - ესაა საუკეთესო დაცვა სოკოვანი ინფექციებისგან.
ჭარბი დოზირება
მწვავე ჭარბი დოზირება და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების წარმოქმნა ნაფტიზინის გარეგანი გამოყენებისას ნაკლებსავარაუდოა.
შინაგანად შემთხვევითი მიღების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ჰკითხოთ ფარმაცევტს. გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა პრეპარატმა, ექსოდერილმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება. გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია. ცალკეულ შემთხვებში შეიძლება აღინიშნოს სიმშრალის, წვის ან შეწითლების შეგრძნებები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
თუ თქვენ ღებულობთ, გეგმავთ მიიღოთ ან ახლახან ღებულობდით რაიმე სხვა პრეპარატებს, ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებასთან ან ალკოჰოლთან აღნიშნული არ ყოფილა.
შენახვის პირობები
ინახება 30°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნილი ფლაკონი შეინახეთ არაუმეტეს 28 დღისა არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.