საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ასკორბინის მჟავა
წამლის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტები
1 ვაგინალური ტაბლეტის შემდგენლობა :
აქტიური ნივთიერება : ასკორბინის მჟავა ………… 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები : პოლიმეთილსილოქსანი 10 მგ , ლაქტოზას მონოჰიდრატი 670 მგ, ჰიპრომელოზა 60 მგ , მაგნიუმის სტეარატი 10 მგ .
აღწერილობა:
თეთრიდან ღია - ყვითელი შეფერილობით თეთრამდე ოვალური ტაბლეტები .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიკური .
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ასკორბინის მჟავა ამცირებს საშოს pH - ს, ბაქტერიების ზრდის ინჰიბირებით და ხელს უწყობს საშოს pH -ისა და ფლორის ნორმალური მაჩვენებლების აღდგენასა და შენარჩუნებას (Lactobacillus acidophilus, Lactobacillus gasseri ).
ამგვარად , საშოს pH - ის შემცირებისას რამოდენიმე დღის განმავლობაში ხდება ანაერობული ბაქტერიების ზრდის გამოხატური დათრგუნვა , ასევე ნორმალური ფლორის აღდგენა (Lactobacillus acidophilus, Lactobacillus gasseri ).
ფარმაკოკინეტიკა:
მცირე რაოდენობით ვლინდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში, გამოიყოფა თირკმლებით .
ჩვენებები:
- ქრონიკული და რეციდივირებადი ვაგინიტი ( ბაქტერიული ვაგინოზი , არასპეციფიური ვაგინიტი ), განპირობებული ანაერობული ფლორით ( საშოს შეცვლილი pH - ის შედეგად ).
- საშოს დარღვეული მიკროფლორის ნორმალიზებისათვის .
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ;
- კანდიდოზური ვულვოვაგინიტი .
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის .
გამოყენების წესი და დოზები:
ინტრავაგინალურად . 1 ვაგინალური ტაბლეტი შეიყვანება საშოში ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ოდნავ მოხრილი ფეხებით ერთხელ საღამოს ძილის წინ . მკურნალობის კურსი შეადგენს 6 დღეს . შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსები .
საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს .
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება .
ძალიან იშვიათად (
იშვიათად ( 1/1000 შემთხვევა ) შესაძლებელია საშოში წვის შეგრძნება ან ქავილი , ლორწოვანიგამონადენის მომატება , ჰიპერემია , ვულვის შეშუპება .
ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის .
რთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სალიცილატები ასტიმულირებენ ორგანიზმიდან C ვიტამინის გამოყოფას . ესტროგენები აუმჯობესებენ C ვიტამინის ბიოშეღწევადობას . C ვიტამინი აქვეითებს ანტიკოაგულანტების აქტივობას .
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ თრგუნავს საშოს სოკოვანი ფლორის ზრდას .
ციკლის შუა ან მენსტრუალური სისხლდენების გამო ვაგინორმ C- ს გამოყენებაში შესვენებების გაკეთება საჭირო არ არის .
C ვიტამინი ცვლის შარდში გლუკოზას შემცველობის სურათს ისევე , როგორც სისხლის შრატში ტრანსამინაზების , დეჰიდროგენაზას ლაქტატისა და ბილირუბინის შემცველობის სურათს .
ისეთი გამოვლინებები , როგორიცაა წვის შეგრძნება და ქავილი შეიძლება განპირობებული იყოს თანმხლები ასიმპტომური სოკოვანი ინფექციით . ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენისას უნდა ჩატარდეს ანალიზი სოკოვანი ინფექციის გამოსარიცხად .
გამოშვების ფორმა:
ვაგინალური ტაბლეტები 250 მგ . 6 ვაგინალური ტაბლეტი პვქ / პვდქ / ალ ბლისტერში . 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი .
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .
შენახვის პირობები:
ინახება შრალ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე .
წარმოებულია: არტეზან ფარმა გმბჰ და კო . კგ ,
გერმანია .