კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით
Extractum Valerianae cum Menthae

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი -0,02გ; პიტნის ზეთი 0.000289-0.000206გ;
დამხმარე ნივთიერებები - 0,18გ მასის ტაბლეტების მიღებამდე.
კატაბალახას ფესურა ფესვებით შეიცავს ვალერიანას და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს: ვალერიანს, ხოტინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს-ვალოპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, დამამშვიდებელი საშუალებაა.
 
ჩვენება: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
                
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს.
             
შეფუთვა: #20 ტაბლეტი ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
 
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვა
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია