ვასკარდი // VASCARD

შემადგენლობა:
ეიკოზაპენტანის მჟავა - EPA (Eicosapentaenoic Acid) - 200 მგ დოკოზაჰექსანის მჟავა - DHA  (Docosahexaenoic Acid) - 100 მგ
კალიუმის ოროტატი - Potassium Orotate - 200 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) - Magnesium (From Mg Oxide) - 120 მგ
ინოზიტოლი - Inozitol - 80 მგ
ვიტამინი E (ნატურალური) - D-Alfa-Tocopherol - 40 მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) - Nicotinamid - 30 მგ
კოენზიმ Q10 - Coenzyme Q10 - 25 მგ
დიჰიდროქვერცეტინი - Dihidroquercetin - 20 მგ
სელენი (ნატრიუმის სელენიტის სახით) - Selenium (From Sodium Selenite) - 150 მკგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმში მეტაბოლური და ენერგეტიკული პროცესების მარეგულირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
DHA-ს (დოკოზაჰექსაენის მჟავას) და EPA-ს (ეიკოზაპენტაენის მჟავას) მიეკუთვნებიან ნახევრადუჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება. DHA და EPA აბალანსებენ ორგანიზმში ლიპიდებისა და ტრიგლიცერიდების დონეს. ომეგა 3 მჟავები ამცირებენ თრომბის წარმოქმნის ალბათობას, უზრუნველყოფენ იმუნური რეაქციების შენარჩუნებას, აუმჯობესებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას ჰიპოქსიისა და ჰიპოტონიის დროს.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის ნორმალიზება სისხლში, უჯრედული მემბრანების სტაბილიზაცია, იონებისა და ცილების შერჩევითი განვლადობის აღდგენა, რასაც თან ახალვს ცხიმებისა და ლიპიდების ცვლის გაუმჯობესება.
ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, წარმოადგენენ თვალის ბადურისა და ნერვულული სისტემის მემბრანების შენებისთვის აუცილებელ კომპონენტს.
კალიუმის ოროტატი ხასიათდება ანაბოლური და რეგენერაციის მასტიმულირებელი ეფექტით. წარმოადგენს ურაცილის, თიამინისა და ციტოზინის წინამორბედს, შესაბამისად აუმჯობესებს რეპარაციისა და რეგენერაციის პროცესს. კალიუმის ოროტატი აუმჯობესებს ცილების ბიოსინთეზს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში.
მაგნიუმი წარმოადგენს არაორგანულ ელემენტს, რომელიც არსებობს ყველა უჯრედში. მაგნიუმი უჯრედისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ელემენტია, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმის იონები მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობენ იონური ბალანსის შენარჩუნებაში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით.

ინოზიტოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სიგნალის გადაცემასა და კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში, ფერმენტების აქტივაციასა და სინთეზში, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ააქტიურებს ცილების სინთეზს. ინოზიტოლი აუცილებელია სასქესო ჰორმონების სინთეზისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი E წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, მონაწილეობას იღებს ანტიოქსიდაციურ რეაქციებში, უჯრედის სუნთქვის პროცესში, მემბრანების ფუნქციის რეგულაციაში. ვიტამინი E აუცილებელია ჰორმონებისა და აქტიური ნივთიერებების სინთეზისათვის როგორიცაა კოენზიმ Q10.
ვიტამინი E აუცილებელია ციტოქრომების, უჯრედული კატალიზატორების, მიოგლობინისა და ჰემოგლობისნის სინთეზისთვის. იცავს მემბრანებს პეროქსიდული ჟანგვისგან, არეგულირებს ლიპიდებისა და ტრიგლიცერიდების დონეს ორანიზმში. ალფა-ტოკოფეროლი მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირების და სწორ ფუნქციონირების პროცესში.
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს.
კოენზიმი Q-10 მონაწილეობს ჟანგვითი ფოსფორილების პროცესებში, ატფ-ის სინთეზში, ასევე ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.
კოენზიმ Q-10 ხასიათდება შემდეგი თვისებებით: უჯრედში ენერგეტიკული პროცესების მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, იმუნომასტიმულირებელი, ჰეპატოპროტექტორული და ანტიარითმიული. აგრეთვე მას გააჩნია სისხლის რეოლოგიური თვისებების გამაუმჯობესებელი და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.
დიჰიდროქვერცეტინი - არის ფლავანოიდი, მიღებულია ციმბირული ლარიქსის მერქანისაგან. დიჰიდროქვერცეტინი მიეკუთვნება ვიტამინისებური ნივთიერებების ჯგუფს. ხასიათდება ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური, კაპილაროპროტექტორული, რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებებით, ასევე გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.
დიჰიდროქვერცეტინი ანელებს უჯრედის დაბერების პროცესს. იგი ახდენს სისხლძარღვთა კედლის გამაგრებას, მიკროცირკულაციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებს ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.
სელენი - შედის დაახლოებით 200-მდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. იგი წარმოადგენს გლუტათიონპეროქსიდაზას სინთეზისათვის მნიშვნელოვან ელემენტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას. სელენი მონაწილეობს მძიმე მეტალების შებოჭვასა და განეიტრალებაში, ხელს უწყობს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას და გააჩნია ანტიკანცეროგენული ეფექტი.

ჩვენებები:

კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათია, არითმია.
ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეული ნევრიტები და ნევრალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, ნევრასთენია.
გინეკოლოგია: ინფექციური დაავადებების შედგომი რეაბილიტაციის პერიოდი, საკვერცხეების პოლიკისტოზი (კომბინირებულ თერაპიაში), რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა (კომბინირებულ თერაპიაში).
ენდოკრინილოგია: სიმსუქნე, ჰორმონალური დისბალანსი.
გასტროენტეროლოგია: ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.
თერაპია: დასუსტებული პაციენტები (ფიზიკური ძალის მოსამატებლად), ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მწვავე გლომერულონეფრიტი, გამწვავებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბრადიკარდია (გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციი პერიოდში პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას.
გამოშვების ფორმა:
ვასკარდი №30. ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25Oჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: „WISE  PHARMA" დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი : „PRIMEA LIMITED“, ინგლისი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია