ვიგანტოლ-VFM

VIGANTOL-VFM

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:  ვიგანტოლ-VFM

გამოშვების ფორმა: 10მლ ზეთოვანი ხსნარი საწვეთურიან ფლაკონში

შემადგენლობა (1მლ):

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი 0,5მგ (20000სე)

დამხმარე ნივთიერებები:  მზესუმზირას ზეთი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი.

სპეციალური მითითება

1მლ ხსნარი შეიცავს 20 000 სე ქოლეკქლციფეროლს

1მლ ხსნარში 40 წვეთია

1წვეთი შეიცავს 500 სე ქოლეკქლციფეროლს

ვიგანტოლ-VFM  რეკომენდირებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, ორგანიზმში D3 ვიტამინის დეფიციტის შევსების პროფილაქტიკისათვის.

ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს განაპირობებს საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება.

ვიგანტოლ-VFM წარმოადგენს D ვიტამინის დამატებით წყაროს და ეხმარება ორგანიზმს:

  • კბილებისა და ძვლების გამაგრებაში
  • დაღლილობის შემცირებასა და ტონუსის მომატებაში
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციაში
  • უნიტეტის შენარჩუნებაში
  • ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში
  • რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში
  • კანის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში
  • ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზაციაში

პერორალური მიღებისას ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) თითქმის მთლიანად (80% -მდე) შეიწოვება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში წვრილი ნაწლავის შუაგულში მიცელარული ნაერთების წარმოქმნის გამო. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 საათის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია ოდნავ იკლებს, დიდხანს რჩება მუდმივ დონეზე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმაა ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთია, რომელიც სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. 

ვიტამინი D3 შემცველობის ნორმალიზება განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. 

მიღების წესი და დოზირება:

მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის ბად-ის  ვიგანტოლ-VFM  რეკომენდირებული საპროფილაქტიკო სადღეღამისო დოზაა: 1 წვეთი (500სე) ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 6 თვე.

პრეპარატის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე (სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით).

დოზის გაზრდა 2 წვეთამდე (1000 სე-მდე) რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროებისას.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე.

გვერდითი მოვლენები:

დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობმა და მეძუძურმა დედებმა ვიგანტოლ-VFM  უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციით.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

გამოშვების ფორმა:

10მლ ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონში საწვეთურით, რომელიც თავდახურულია პოლიპროპილენის ხსრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 15- 25˚C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა: 3 წელი, ფლაკონის პირველადი გახსნის შემდგომ პრეპარატი ვარგისია 3 თვის განმავლობაში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“ (საქართველო)

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია