Vizin ნატურალური ცრემლი
კატეგორია: სამკურნალო საშუალება
ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალება
შემადგენლობა: მანიტოლი (მანიტოლი); TS-პოლისაქარიდების 0.5%;
• მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცრემლდენის სტაბილურობას
• ხსნის მშრალი თვალის და დაღლილობი ყველა ძირითადი სიმპტომს,რომელიც შეიძლება განვითარდეს კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, საკონტაქტო ლინზების ხმარების, კითხვის, ცუდი განათების, და ა.შ.დროს.
• ეფექტურად ატენიანებს თვალს და ახანგრძლივებს მის კომფორტული მდგომარეობას.
• შეიცავს მცენარეული ექსტრაქტებს(TS-პოლისაქარიდებს), რომელიც ადამიანის ცრემლის მსგავსი შემადგენლობისაა,ამიტომაც განკუთვნილია რეგულარული გამოყენებისათვის.
• უბრუნებს ჯანსაღ მდგომარეობას თვალის ზედაპირს - რქოვანასა და კონიუნქტივს.
• უზრუნველყოფს ხანგრძლივ დამატენიანებელ ეფექტს.
• კომფორტულია გამოყენებისათვის.
შემადგენლობა:
TS-პოლისაქარიდების 0.5% მანიტოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი
ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების წესი
• გამოყენებამდე რეკომენდირებულია ხელების დაბანა.
• გადაწიეთ თავი უკან და ნაზად ჩაიწვეთეტ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში.
• თანაბარი გადანაწილებისთვის ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია თვალის 3-4–ჯერ დახამხამება.
• ჩაწვეთებისას სანამ სითხე არ გადანაწილდება თანაბრად მთელს ზედაპირზე შეიძლება იყოს ბუნდოვანი ხედვა,ეს ნორმალურია და გაქრება დახამხამების შემდეგ.
• ჩაწვეთების შემდეგ მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.
• რეკომენდირებულია გამოიყენოთ 3-4-ჯერ დღეში.
უსაფრთხოების ზომები
• არ გამოიყენოთ წვეთი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის დროს. თუ შეამჩნევთ რაიმე დისკომფორტს ან გაღიზიანებას, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება.
• თუ დაიწყო ინფექცია, სიწითლე, ანთება და ტკივილი თვალში, მიმართეტ ექიმ–ოფთალმოლოგს.
• არ გამოიყენოთ ვიზინი და თვალის სხვა სამკურნალო საშუალებები ერთსა და იმავე დროს.
ვინაიდან შეიძლება შეიცვალოს მათი მოქმედება.
• კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას პრეპარატის გამოყენებამდე და ჩაწვეთების შემდგომ კვლავ შეგიზლიათ გაიკეთოთ.
• არ შეეხოთ ბოთლის წვერით თვალის ზედაპირს.
• არ გარეცხოთ ბოთლის წვერი სარეცხი საშუალებებით.
• არ გამოიყენოთ წვეთები თუ ფლაკონის ჰერმეტულობა დარრვეულია.
• არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
• არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
• ინახება 25 "C -ის ზემოთ
• გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.