Viruziel Vitamin C

 

საერთაშორისო არაკომერციული სახელწოდება (INN)

ასკორბინის მჟავა

ფარმაცევტული ფორმა

მყარი ჟელატინის კაფსულები

შემადგენლობა

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:ასკორბინის მჟავა1000მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

კაფსულის შემცველობა: მაგნიუმის სტეარატი (E572)

მყარი ჟელატინის კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E172)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ვიტამინები – ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)

ATC კოდი: A11GA01

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკა

C ვიტამინი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. მისი კომპონენტები, ასკორბინის მჟავა და დეჰიდროასკორბინის მჟავა, ქმნის მნიშვნელოვან რედოქს/ჟანგვა-აღდგენით სისტემას.

ვიტამინი C მისი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალიდან გამომდინარე (კოლაგენის წარმოქმნა, კატექოლამინის სინთეზი, სტეროიდების ჰიდროქსილაცია, თიროზინი და ეგზოგენური ნივთიერებები, კარნიტინის ბიოსინთეზი, ტეტრაჰიდროფოლიკური მჟავის რეგენერაცია და პეპტიდების ალფა-ამიდაცია, მაგ. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი და გასტრინი) წარმოაგდენს ფერმენტული სისტემის მოქმედების თანაფაქტორს.   

C ვიტამინის ნაკლებობა აქვეითებს იმუნურ სისტემას, იგი განსაკუთრებით გავლენას ახდენს ქემოტაქსისზე, კომპლემენტის აქტივაციაზე და ინტერფერონის წარმოქმნაზე. C ვიტამინის მოლეკულური ბიოლოგიური ფუნქციები ჯერ სრულად არ არის აღწერილი.

ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს რკინის მარილების შეწოვას რკინის იონების შემცირებით და რკინის ხელატების ფორმირებით. იგი ბლოკავს ჯაჭვურ რეაქციებს წყლის ნაწილაკებში, რომლებიც გამოწვეულია ჟანგბადის რადიკალებით.

ანტიოქსიდანტური ფუნქციები წარმოქმნიან ბიოქიმიურ ურთიერთქმედებას ვიტამინ E, ვიტამინ A-სა და კაროტინოიდებთან მჭიდრო კავშირში. ჯერჯერობით არ არის დადასტურელი, რომ ასკორბინის მჟავა იწვევს პოტენციურ კანცეროგენული ნივთიერებების შემცირებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

განაწილება

ასკორბინის მჟავა ფართოდ არის განაწილებული ქსოვილებში. ასკორბინის მჟავას მარაგი სხეულშო არის დაახლოებით 1.5გრ. კონცენტრაცია ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში უფრო მაღალია, ვიდრე ერითროციტებსა და პლაზმაში.

მეტაბოლიზმი

ასკორბინის მჟავას მეტაბოლიზმის ძირითადი გზა შარდში მისი ოქსალატად გარდაქმნაა. მიიჩნევა, რომ ეს მისი ოქსიდაციური პროდუქტის დეჰიდროაკორბინის მჟავას შუალედური პროდუქტის წარმოქმნით ხორციელდება.                           

ელიმინაცია

ასკორბინის მჟავას ორგანიზმისათვის საჭიროზე მეტი რაოდენობა სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან; არამეტაბოლიზებული ასკორბინის მჟავისა და მისი არააქტიური მეტაბოლური პროდუქტების გამოდევნა ორგანიზმიდან ძირითადად ხდება შარდის საშუალებით. ასკორბინის მჟავის შარდში უცვლელი სახით გამოყოფა დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე.

ჩვენებები

  • ვიტამინი C-ს დეფიციტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა (მაგ. სურავანდი)
  • დაქვეითებული იმუნიტეტის პერიოდი (მაგალითად, სეზონურად - შემოდგომაზე და ზამთარში)
  • C ვიტამინზე გაზრდილი მოთხოვნილება (მაგ. სტრესის დროს, სპორტსმენებსა და მწეველებში)
  • ყოველდღიური საკვები დანამატი C ვიტამინის სახით, მისი ნაკლებობის შემთხვევაში

გამოყენება:

მიიღეთ ერთი კაფსულა ყოველდღიურად ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

Viruziel ვიტამინი C-ს მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

მიღების წესები და დოზები

დოზირება

რეკომენდირებული დოზა:

ზრდასრულებისთვის 1კაფსულა დღეში (= 1000მგ ასკორბინის მძავა) დღიურად.

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე (მაგ., ფიზიკური დატვირთვის გაზრდის შემთხვევაში) და C ვიტამინის დეფიციტისას (მაგ. დამწვრობა, ალკოჰოლიზმი ან სურავანდი) C ვიტამინი უნდა იქნას მიღებული ფიზიოლოგიური საჭიროების მთელი პერიოდის განმავლობაში ან სიმპტომების შესუსტებამდე. მაქსიმალური თერაპიული დოზა არის 1000მგ (1 კაფსულა დღეში).

არ გადააჭარბოთ დოზას.  

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალებები, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას დაბალ დოზებს.

პედიატრიული მაჩვენებლები

მოცემული დოზირება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის რეკომენდებულია სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ასკორბინის მჟავას დაბალ დოზებს.

მიღების წესები

პრეპარატი მიიღება ორალურად

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ასკორბინის მჟავა არ უნდა დაინიშნოს ჰიპეროქსალურიით დაავადებული პაციენტებში.

ასევე აღნიშნული დოზა არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზრდილებში თვრამეტ წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ასკორბინის მჟავას მომატებულმა მიღებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსის ზრდა, ხოლო ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შეამცირებთ მისი მიღების დოზას ან სწრაფად შეწყვეტთ მიღებას.

ზეგავლენა სერელოგიურ ტესტზე

ასკორბინის მჟავამ შეიძლება ხელი შეუშალოს შარდში გლუკოზის დონის სწორედ დადგენასა და ანალიზებში სწორი პასუხების მიღებას. შეიძლება მოგვცეს მცდარი უარყოფით შედეგები, მეთოდით, რომელიც გამოიყენება გლუკოზა ოქსიდაზას ინდიკატორით (მაგ. Labstix, Tes-Tape) და მცდარი დადებითი შედეგები ნეოკუპროინის მეთოდით.

ასკორბინის მჟავამ ასევე შეიძლება ზეგავლენა იქონიოს შარდმჟავას შეფასებაზე ფოსფოთუნგსტატით ან ურიკაზას დაქვეითებით სპილენძის შემცირებით. ასევე კრეატინინის შეფასებაზე არა- დეპროტეინიზებულ შრატში.

ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება მოგვცენ ცრუ უარყოფითი შედეგები ფეკალურიოკულტური სისხლის ტესტებში.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაქტაზას სრული დეფიციტი და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის/თვისების პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს დანამატი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ასკორბინის მჟავა ზრდის თირკმლისმიერი ამფეტამინის ექსტრაქციას. ასკორბატის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება მოწევის და პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას. ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის შეწოვას.

ასპირინისა და ასკორბინის მჟავას ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ასკორბინის მჟავას შეწოვას. სალიცილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია არ ირღევევა და არ იწვევს ასპირინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირებას. ალუმინის შემცველი ანტაციდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს შარდით ალუმინის ელიმინაცია. ანტაციდების და ასკორბინის მჟავას ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ამიგდალინთან (დამატებითი მედიკამენტის) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ციანიდით ინტოქსიკაცია.

ასკორბინის მჟავას დესფერიოქსამინთან ერთად მიღება აძლიერებს ორგანიზმიდან რკინის გამოდევნას შარდის საშუალებით. კარდიომიოპათიისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები გვხვდება იდიოპათიური ჰემოქრომატოზითა და თალასემიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დესფერიოქსამინს და შემდგომში ასკორბინის მჟავის მიღებაც დაიწყეს. ასკორბინის მჟავა ასეთ პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მოხდეს გულის ფუნქციის მონიტორინგი.

ასკორბინის მჟავამ შეიძლება ხელი შეუშალოს კრეატინინის, შარდმჟავას და გლუკოზის ბიოქიმიურ განსაზღვრას სისხლის და შარდის ნიმუშებში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არსებობს არანაირი კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ასკორბინის მჟავას მიღებით გამოწვეული უკუეფექტის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ არის მოცემული რაიმე პირდაპირი ან მავნე ზემოქმედება ორსულებზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე ან მშობიარობაზე. თუმცა ორსულმა ქალებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ძუძუთი კვება

ასკორბინის მჟავა გამოიყოფა დედის რძეში. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ასეთი ექსკრეცია საშიშია ჩვილისთვის, მაინც სიფრთხილეა საჭირო.

ზემოქმედება ნაყოფზე

ნაყოფზე დიდი დოზების მოქმედება არ არის ცნობილი.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ საშუალებებთან მუშაობის უნარებზე

პროდუქტის ფარმაკოდინამიკური პროფილისა და არსებული უარყოფითი ეფექტების შესწავლის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს რაიმე სახის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასკორბინის მჟავა ახდენს გავლენას ადამიანის უნარებზე მართოს და აკონტროლოს ავტომობილი და სხვა მექანიკური საშუალებები.

არასასურველი ეფექტები

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: სიწითლე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, პირღებინება და კუჭის სპაზმი. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: კანის სიწითლე.

თირკმელებისა და საშარდე სისტემის დარღვევები: ჰიპეროქსალურიის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არ უნდა მიიღონ ასკორბინის მჟავას დღეში 1მგ-ზე მეტი დოზით, რადგან შესაძლოა შარდში ოქსალატის ექსკრეცია გაიზარდოს. ამასთან, ასეთი რისკი არ გამოვლენილა პირებში, რომლებსაც არ აქვს ჰიპერქსალურია. ასკორბინის მჟავა ჩართულია ჰემოლიზური ანემიის დაჩქარებაში გარკვეულ პირებში, რომლებსაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

ასკორბინის მჟავას დიდი დოზით მიღებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსის ზრდა და თირკმლის უკმარისობა, თუ მისაღებ დოზას მკვეთრად შეამცირებთ ან სრულიად შეწყვეტთ. დღეში 600 მგ-ზე მეტ დოზას აქვს შარდმდენი ეფექტი.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

დღეში 3გრ-ზე მეტი დოზით, აუთვისებელი ასკორბინის მჟავა ძირითადად გამოიყოფა არატაბოლიზირებული ფორმით, განავალში. ათვისებული ასკორბინის მჟავა, გარდა იმ ოდენობისა რაც სხეულსესაჭიროება, სწრაფად გამოიდევნება ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და თირკმელში ოქსალატის კენჭების/ქვების წარმოქმნა. შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.

ასკორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს აციდოზი ან ჰემოლიზური ანემია გარკვეულ პირებში, რომლებსაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი. ასკორბინის მჟავის გადაჭარბებული დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

მართვა

კუჭის ამორეცხვა შეიძლება შედეგიანი იქნეს, როცა ახალი მიღებული გაქვთ ვიტამინი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული დახმარების შესაბამისი ზომები, საჭიროებისამებრ.

ვადები

2 წელი, არ გამოიყონოთ Viruziel Vitamin C, მის კოლოფზე მითითებული მომქედების ვადის გასვლის შემდეგ.  

შენახვის პირობები

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბნელ ადგილზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის მახასიათებლები

1000მგ კაფსულა.

10 კაფსულა ALU/ PVC/PVDC ბლისტერის შეფუთვა. 3 ბლისტერის შეფუთვა ერთ მუყაოს კოლოფში.

ხელმისაწვდომობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე, საკვები დანამატი

მწარმოებელი და რეალიზაციის ლიცენზიის მფლობელი

დამზდებულია Symbiofarm-ის მიერ

Nowa Wies 160,

38-120 Czudec, პოლონეთი

Westliche Heilmittel-ისთვის

Max-Högger-Strasse 6,

8048 Zürich, შვეიცარია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია