ასკორბინის მჟავა 5% ხსნარი საინექციო

(SOLUTIO ACIDI ASCORBINICI 5% PRO INJECTIONIBUS)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებაAcidum Ascorbinium
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი.
ათქ კოდი: A11GA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ ასკორბინის მჟავას. დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ბიკარბონატი. 2მლ პრეპარატი საინექციო ხსნარი ამპულაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების მიმოცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის და კაპილარების გამტარებლობის რეგულირებაში.
ჩვენებები: პრეპარატს ღებულობენ სურავანდის, ჰემორაგიული დიათეზების, სხვადასხვა სისხლდენების, მათ შორის გამოწვეული ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზებით; ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს; ღვიძლის დაავადებები; დისტროფიები და სხვა პათოლოგიური პროცესები; მძიმე ფიზიკური შრომა; გონებრივი დატვირთვა; ორსულობა-ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციები. პროფილაქ- ტიკური დოზები: 50-100 მგ დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე.
უკუჩვენებები: ტრომბოფლებიტი; მიდრეკილება თრომბოზებისადმი; შაქრის დიაბეტი.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, უძილობა, გულისრევა, დიარეა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.
გვერდითი მოქმედება: ჰიპერგლიკემია; გლუკოზურია; გლიკოგენის სინთეზის დაქვეითება; მაღალი ართერიური წნევა.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი. პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით ნიშნავენ ანტიკოაგულანტური თერაპიის ფონზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ასკორბინის მჟავას საინექციო ფორმები რეკომენდირებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სისხლში იწვევს სალიცილატების, ეთინილესტრა- დიოლის ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციის მომატებას და ამცირებს პერორალური კონტრაცეფტივების კონცენტრაციას.
პრეპარატი არ მოქმედებს მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვაზე.
შეფუთვა: 2მლ პრეპარატი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია “ბიოფარმი”, 0160, გოთუას ქ. 3, თბილისი, საქართველო. ტელ./ფაქსი: 225-29-56

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია