ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ტოკოფეროლი, (2SR)-2,5,7,8-ტეტრამეთილ-2-(4RS, 8RS)-(4,8,12-ტრიმეთილტრიდეცილ) ქრომან-6-ილ აცეტატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ღია-ყვითელი ფერიდან მუქ-ყვითელ შეფერილობამდე მომწარო გემოს გარეშე; შესაძლებელია მისი მომწვანო ელფერი.
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს 50მგ, 100მგ ან 300მგ ტოკოფეროლის აცეტატს
დამხმარე ნივთიერება- მზესუმზირას რაფინირებული ზეთი.
გამოშვების ფორმა: 5%, 10%, 30% ზეთოვანი ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები. ათქ კლასიფიკაციის კოდი A11HA03
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში მიმდინარე სუნთქვით პროცესებში, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბიოსინთეზში, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის დაცვით პროცესებში, აფერხებს სხვადასხვა დაავადებების დროს გააქტივებულ ლიპიდების დაჟანგვის პროცესს. იცავს იმუნურ სისტემას სხვადასხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან.
ვიტამინი E-ს  დეფიციტის დროს ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები კუნთებში, იზრდება კაპილარების განვლადობა და მათი “მტვრევადობა”, დეგენერაციული ცვლილებები ვითარდება აგრეთვე ნერვულ ქსოვილში და ჰეპატოციტებში.
ვიტამინ E-ს  დეფიციტი ხელს უწყობს ახალშობილთა ჰემოლიზური სიყვითლის, მალაბსორბციის სინდრომის, სტეატორეის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი E შეიწოვება წვრილ ნაწლავებში, მისი დიდი ნაწილი აღწევს ლიმფაში, უკავშირდება ლოპოპროტეიდებს და სწრაფად ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში, ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად და წყალში ხსნადი გლუკურონიდების და სხვა მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მისი შიგნით მიღებისას აღინიშნება 6-9სთ-ის შემდეგ.

გამოყენების ჩვენებები:
კუნთების დისტროფიების, დერმატომიოზიტების, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, სხვადასხვა კონტრაქტურების, მათ შორის დიუპუიტრენის კონტრაქტურის; სხვადასხვა ფორმების კოლაგენოზების, კერძოდ რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის და ფიბროზიტების  მკურნალობა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, ამენორეა, კლიმაქტერული პერიოდი ქალებში და სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა მამაკაცებში (სპერმატოგენეზის და პოტენციის დარღვევის დროს).
ახალშობილთა დისტროფია, სკლეროდერმია, ჰიპოტროფია, კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითება ჩვილ ბავშვებში, ჰემოლიზური სიყვითლე და სხვა დაავადებები ბავშვებში.
პრეპარატს იყენებენ კომპლექსური თერაპიის სახით პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებების, ათეროსკლეროზის, დერმატოზების, ფსორიაზის, კანის წყლულოვანი დაზიანებების, ჰიპერტონული დაავადების, მიოკარდიოდისტროფიის, ვირუსული ჰეპატიტის, პარადონტოზის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეული  დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით კეტოაციდოზის და დიაბეტური პოლინეიროპათიების)  დროს.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იღებენ პერორალურად. თვალის პიპეტში მოთავსებული 1 წვეთი შეიცავს ტოკოფეროლის აცეტატს 5% ხსნარში-1მგ-ს; 10% ხსნარში-2მგ-ს; 30% ხსნარში-6.5მგ-ს.
პრეპარატის 5% ხსნარს იყენებენ ბავშვთა პრაქტიკაში.
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დროს (მიოდისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი და სხვა) პრეპარატი ინიშნება 50-100მგ დღეში 30-60 დღის განმავლობაში, მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ.
მამაკაცებში სპერმატოგენეზის და პოტენციის დაქვეითების დროს-100-300მგ დღეში ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში 30 დღის განმავლობაში.
ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს-100-150მგ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
ჩვეულებრივი აბორტის, ნაყოფის განვითარების დარღვევის დროს-100-150მგ დღეში ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, მიოკარდიოდისტროფიის, ათეროსკლეროზის დროს-100მგ დღეში ვიტამინ AA–თან კომბინაციაში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-40 დღეს, მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 3-6 თვის შემდეგ.
კანის დაავადებების დროს პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100მგ-ს 20-40 დღის განმავლობაში.
ჩვილ ბავშვებში სკლეროდერმიის, ჰიპოტროფიის და კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითების დროს პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 5-10მგ.
სხვა ჩვენებების დროს პრეპარატის დოზების და მისი გამოყენების ხანგრძლივობის დადგენა აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს დისპეფსიური ცვლილებებით, საერთო სისუსტით, თრომბოფლებიტებით, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით, თრომბოზებით მიმდინარე  ჰიპერვიტამინოზის განვითარებას.

უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტოკოფეროლის აცეტატის კომბინაცია რკინის, ვერცხლის პრეპარატებთან, ბენზილპენიცილინთან არ არის ნებადართული. პრეპარატი აძლიერებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს ეპილეფსიის დროს, კარგად შეთავსებადია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ამცირებს ქიმიოთერაპიული საშუალებების გვერით მოქმედებას.
 
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზებით გამოყენება იწვევს ჰიპერვიტამინოზს, აგრეთვე შესაძლებელია კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, კრეატინურია, ჰიპერქოლისტერინემია, ალოპეციის ადგილას თეთრი თმის ზრდა ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის  შეწყვეტა და ნაღვლმდენი საშუალებების მიღება.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ კორონარული არტერიების მძიმე ათეროსკლეროზით შეპყრობილ ავადმყოფებს, მიოკარდიუმის ინფარქტის, აგრეთვე თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს. 

შენახვის პირობები და ვადა: მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა-2 წელი

შეფუთვა:
20მლ ფლაკონებში
გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: “კიევის ვიტამინების ქარხანა ”
უკრაინა

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია