ვიტამინი E
პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება: ვიტამინი E 400 IU (274 მგ)
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს 67% (DL -ალფა ტოკოფეროლ აცეტატი 274 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: შემომგარსველი აგენტი ჟელატინი, დამატენიანებელი აგენტი გლიცერინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეკომენდებულია უჯრედების დაცვისთვის–ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას. მონაწილეობს ჰემისა და ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში. ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას.ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას რეპროდუქციულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20%– დან 40%მდე (ნაღვლის სეკრეტის არსებობის და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების ფონზე). დოზის გაზრდისას მცირდება აბსორბციის ხარისხი. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. გამოყოფა ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად .
ჩვენებები
* E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
* კომპლექსური თერაპიის სახით მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიასთან ერთად კომბინაციაში)
* კომპლექსური თერაპიის სახით, სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების მკურნალობისას.
* გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის პერიოდში
* არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება.
* გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით – ავადმყოფებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს E ვიტამინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გამოყენების მეთოდები და დოზირება
კაფსულები 270მგ:
განკუთვნილია მოზრდილთათვის – 1 კაფსულა დღეში .
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია. სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.
ჭარბი დოზირება
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზით მიღება იწვევს მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას. ჰიპერდოზირება იწვევს სისხდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას. რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 საერთაშორისო ერთეულს დღეში. 400 ს.ე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან ზრდის სისლდენების განვითარების საშიშროებას. არ არის რეკომენდებული მიღება იმ ვიტამინური კომპლექსებისთან ერთად, რომლებიც E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი.
განსაკუთრებული მითითებანი
ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს მოთეთრო ფერის თმები.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა იხილეთ კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ქვეყანა: წარმოებულია ესპანეთში.Product meets EU Regulation.
Distributed Atisav Pharma Unipessoal Lda.Rua Emídio Gomes da Silva 193, 7º Dt.4450-605 Leça da Palmeira Portugal. https://www.atisavpharma.pt